მაგრამ მაინც უნდა ჩავხედო მასაც, მის ცოლსაც,სხვებსაც თვალებში!
საერთოდ, არ მჯერა აფერისტების,ბოღმიან/შურიანების,მატყუარების...ვინც არ უნდა იყოს!
როგორც ვალტერ ფრიდრიხ შელენბერგი იტყოდა-"Kleine Lügen erzeugt eine Menge Misstrauen."
პატარა ტყუილები დიდ უნდობლობას ბადებენო.
ჰოო,პატარა ტყუილები ისეთი მარტოხელები არიან,თურმე..უფრო დიდ ტყუილებს ეძებენ.
ნუ მოატყუებინებთ მატყუარა პოლიტიკოსებს თავს!
ტყუილის ფენომენი აღწერილია ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგის პოლ ეკმანის ბესტსელერში-"Telling Lies."
ეს არის მრავალწლიანი ყოველმხრივი გამოკვლევისა და ფსიქოლოგიური ანალიზის შედეგი.
აღწერილია ტყუილის მიზეზები,ფორმები,მორალური თუ სოციალური ასპექტები.
რაც მთავარია აღწერილია ტყუილის გამოსააშკარავებელი მეთოდები.
პრაქტიკული ნაწილი უფრო საინტერესოა,ვიდრე თეორიული.
მოყვანილია ცნობილი პოლიტიკოსების ჰიტლერის,სტალინის,ჯონ კენედის,რიჩარდ ნიქსონის,გრომიკოს,გორბაჩოვის და სხვების
ტყუილებთან დაკავშირებული ეპიზოდები საილუსტრაციოდ.
Odzela - Bolero
https://www.youtube.com/watch?v=Szt2rGnnEu4