მაგასაც ავხსნი - ცოტა მაცალე...
ვაგრძელებ თუთორიალს:
წუხელი გამომრჩა დამეწერა, რომ გარდა უნარ-ჩვევების კომპლექსისა, უნდა გავითვალისწინოთ მთავარი - რატომ არ შეუძლია სხვას გააკეთოს იგივე?
ანუ, მოგივიდა იდეა, იწვალე, იშრომე, ამოქოქედა დაიწყო მოგების მოტანა და ამ დროს შენს გარსემო ჩნდება უამრავი ანალოგიური ბიზნესი, ან ერთი, მაგრამ დიდი დაფინანსებით და შემოსავალიც გინულდება! ეს ჩვენ უკვე გავიარეთ ამ ბოლო 25 წლის განმავლობაში:
1. ვიღაცამ უბანში გახსნა ბუტკა და როცა ორიოდ კაპიკი ნახა, ერთ მშვენიერ დილით აღმოაჩინა, რომ მისი ბუტკის გარშემო რამოდენიმე ათეული ბუტკა აღმოცენდა - შედეგად ყველა ვალებში ჩაეფლო... რატომ? იმიტომ, რომ იმ უბანში მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა ამოუწურავი ვერ იქნებოდა!
2. მარკეტინგული ხედვით გათვალე, რომ მაგალითად ზურგის საფხანი ჯოხები მაგარ ხოდში იქნებოდა და ნელ-ნელა აამუშავე შენი ცეხი... ჰოდა, უცბად აღმოაჩენ, რომ ბაზარზე გამოჩნდა ანალოგიური საფხანები ორჯერ იაფად - ანუ, დაგენდზრა! ან ვიღაცამ იმპორტული საფხანები შემოყარა, ან კიდევ ვიღაც პორნოკრატმა მოიძია ტექნოლოგია და ფულის გათეთრების მიზნით 300 ლარად აპახავებს შენს თანამოძმეებს!
3. გახსენი რესტორანი და იმენნა გაკეთდი კაცი! და ცოტა ხანში აღმოაჩენ, რომ ის ქუჩა რესტორნების ქუჩად გადაიქცა და შენთან იმიტომ აღარ შემოდიან, რომ კლიენტები მუდმივად იცვლიან დისლოკაციის ადგილებს, რათა გარკვეული კომპლექსები დაიკმაყოფილონ - მათ სინამდვილეში კაიპურიჭამა კი არ აინტერესებსთ, არამედ საკუთარი სოციალური სტატუსის ხაზგასმა და ამიტომაც სურთ რაც შეიძლება ბევრ რესტორანში დაფიქსირდნენ, ხოლო თუ მუდმივი კლიენტი გაეძრო, ის ცოტას ხარჯავს და მაგიდას დიდხანს აკავებს...
დასკვნა: შენი ბიზნესი არ უნდა იყოს ადვილადკოპირებადი და თავიდანვე უნდა შეეცადო, რომ ან თავიდანვე კარგი ხელფასით დააბა დაქირავებული, ან ბოლომდე არ ჩაახედო შენს ტექნოლოგიაში, ან სასტიკად დაიცვა ინსაიდერული ინფორმაცია...
აქ უკვე დაწვრილებით ვუპასუხებ ლაკის - არ არსებობს უნიჭო ადამინი - უბრალოდ, ადამიანთა უმრავლესობა ვერ პოულობს საკუთარ ტაფას, რადგანაც ბავშვობიდან არის ისეთ რამეზე დაპროგრამებული, რაც მოზრდილობისას მოთხოვნადი აღარ არის...
ჰოდა, სანამ უმუშევრად ხარ, ან იმაზე მუშაობ, რაც არ გსიამოვნებს, უნდა იფიქრო და შეისწავლო რაც შეიძლება მეტი... ბოლოს აუცილებლად აინთება ნათურა!
მთავარია, გახსოვდეს, რომ შენი იდეა ძნელადკოპირებადი უნდა იყოს!
ახლა მთავარი საკითხი: "როგორ მოვიძიოთ ფული?"
ჩემი გზა ასეთი იყო - შთაგონების წყაროდ იქცა ჟულიენ ასანჟი...
ანუ, როცა ჟულიენს უჩიოდა ვინმე შვედი დიაცი - ვეჩერინკაზე მთვრალს ასანჟზე ამიჩუჩუნდა და საჟიმაოდ რომ გამყავდა, გავაფრთხილე პრეზერვატივი გამოეყენებინაო, მაგრამ გალეშილი ვიყავი და მერე აღმოვაჩინე, რომ უპრეზერვატივოთ გამჟიმა მაგ უნამუსომ, ანუ ფაქტიურად გამაუპატიურა მაგ მაიმუნმა, რადგანაც წინასწარი შეთანხმებიდან მუხანათურად გადაუხვიაო!
რა თქმა უნდა, მიუხედავად შვედეთის მთავრობის ჩალიჩისა, ბრიტანულმა მხარემ ეგ საბაბი დააპაშოლმიშუილა...
და რა შუაშია ეს? შუაში კი არა, თავშია!
ბანკი უნდა "გააუპატიურო!"
ეს კი ასე კეთდება:
რადგანაც ბანკი ცოცხალი თავით არავის არ აძლევს სტარტაფზე კრედითს, მაგრამ დიდი ხალისით იძლევა სამომხმარებლო სესხს, თუკი მანამდე კარგი წარსული გაქვს, უნდა ადგე და შეიქმნა ეს წარსული! - სადმე გაეფორმე და ეგრევე აიღე მცირედი თანხა ვითომ რაღაცის საყიდლად, მაგრამ ნურაფერს ნუ იყიდი და იმ თანხიდან ყოველ თვე პატიოსნად იხადე პროცენტები - ბანკს სულ ქინძზე ჰკიდია საიდან მოგაქვს ფული...
ჰოდა, სანამ ბოლომდე დაფარავ ამ კრედიტს, ანუ სანამ დაასრულებ გამოტანილი თანხის დაბრუნებას და პროცენტის დაფარვაზე გადახვალ, ბანკი აუცილებლად შემოგთავაზებს ლიმიტის მნიშვნელოვნად გაზრდას! და ეს ხდება შენი მხრიდან მატერიალური გარანტიების ჩადების გარეშე!!!
ამ დროისთვის უკვე მზად უნდა გქონდეს ტექნოლოგიები და თამამდ იღებ შენთვის საჭირო თანხას!
რა თქმა უნდა, ცუდია, როცა შენს მიერ გათვლილ დროში ვერ ჩაეტევი და პროცენტები ვეღარ შეგაქვს - ბანკი იწყებს კივილს, წივილს იმ შვედი ლამაზმანივით, მაგრამ შენ უკვე სხვა ტიპი ხარ - შენ ხარ მეწარმე და ისინი შენი მსახურები არიან! ბანკი ბევრი წივილ-კივილის მიერ შეეგუება იმ აზრს, რომ ნამდვილად არ უღირს მიწაზე მყარად დამდგარ ადამიანს ჯიბრში ჩაუდგეს, რადგანაც ურჩევნია ფული ამოიღოს, თუნდაც მოგვიანებით, მაგრამ პროცენტებით, ვიდრე გადაგიმტეროს და გაცილებით ნაკლები მიიღოს, თუკი სასამართლოში გიჩივლებს!
დროის გაწევლის საშიშროება კი ნამდვილად არის - თუნდაც იმიტომ, რომ ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები სინამდვილეში არაეფექტურია და ფაქტიურად მთელი პროცედურების თავიდან გამოგონება მოგიწევს, მაგრამ როგორც ერთი ქართველი ემიგრანტი იწყოდა "სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების!"
და კიდევ ერთი:
როგორც კი ფულს ხელთ მოიგდებთ, ეს ფაქტი უნდა დაფაროთ ყველა ახლობელისაგან, რადგანაც ასეთ დროს ადამიანებს ისე ეკეტებათ, როგორც კაზინოს კლიენტებს - ნებისმიერი მეთოდით უნდა გამოგძალონ ფული!
და კიდევ - სანამ პროდუქციას არ გამოუშვებ და გასაღებას არ დაიწყებ - არავითარი ბოზები და რესტორნები! და არავითარი ფეშენ-ოფისი თავისი გრძელკანჭა მდივნით! - ეს ყველაფერი მას მერე უნდა განახორციელო, როცა ბანკს ვალს დაუბრუნებ! ძალიან ბევრმა საქმიანობა იმითი დაიწყო, რომ მაგარი ოფისი გახსნა და გულავი აწია - მერე ან კანაოს პირას დაასრულა, ან პარლამენტში ზის და მთელი ქვეყანა იმდენს აგინებს, რომ დედის პროჭი აბაზად გაუხდა...
მაგრამ, ჩვენ ხომ კარგი ტიპები ვართ? ჰოდა, ვიყოთ რაციონალურნი და ცოტა ჟესტოკნიც...
და კიდევ ერთი და უმნიშვნელო - პროფილი აუცილებლად უნდა გათვალო საკუთარ თავზე, ანუ არ უნდა გეზარებოდეს და გეთაკილებოდეს იმ საქმის კეთება, რა საქმისთვისაც მომავალში დაიქირავებ მუშებს! ზოგი ასე გათვლის - პატარა კაფეს გავხსნი და ასე 300 ლარად კრუგლოსუტოჩნა ვაპახავებ გოგოებს! ასეთი საქმე ძალზედ არაეფექტური და ბოლოში წამ,გებიანი იქნება, რადგანაც ყველა 300 ლარიანი გაჭირვებული დროთა განმავლობაში აუცილებლად დაიწყებს მავნებლობას და სანამ ამაში გამოიჭერ, უკვე დარხეული გექნება!
This post has been edited by Precursor on 26 Sep 2016, 11:41