მადლობას მოგახსენებ ქებისთვისა და კეთილი სურვილებისთვის, და მინდა შენი გარკვეული შეშფოთება ჩავაცხრო...
ამ საკითხთან დაკავშირებით ადრე უკვე განვმარტე ჩემი დამოკიდებულება, მაგრამ აშკარად არასრულად:
გინახავტ სადმე კლასიკური ინსტრუმენტი, რომელიც გადაღებილი იყოს?
რა თქმა უნდა - არა! არადა, საღებავები და ლაკები შუა საუკუნეებშიც ჰქონდათ და ახლა ხომ აქვთ ნაირ-ნაირი!
მაშ რატომ არ ღებავენ? - იმიტომ, რომ სერიოზულ მუსიკოსს ინსტრუმენტთან ინტიმში საღებავი ხელს უშლის - როგორც, ვთქვათ სამოსი სექსში!
და ეს სამოსი რაც უფრო სქელი და სლიპინა იქნება, მით უფრო შეუძლებელი ხდება შერწყმა, ხომა?
ახლა არ თქვათ, ელექტრო გიტარა არ განეკუთვნება კლასიკურ ინსტრუმენტსო - არ იქნებით მართალი!
ელექტრო გიტარის შექმნაზე ლეს პოლი მინიმუმ 90-წლის წინ მუშაობდა, ხოლო მოდელი გაყიდვაში გამოჩნდა 65 წლის წინ და მას მერე უცვლელი სახით იქცა სტანდარტად, ხომა? ერთი წლით ადრე ლეო ფენდერმა გამოუშვა ტელეკასტერი...
და მას მერე სწრაფად დაიწყო არა მხოლოდ ამ ინსტრუმენტის განვითარება, არამედ მუსიკისაც!
რატომ ვეძახით მუსიკას კლასიკურს? იმიტომ, რომ ამ მუსიკის მიხედვით ვსწავლობთ მუსიკას! (ასევეა ხელოვნების ბევრ სხვა სფეროშიც)
და ასევეა როკ-კლასიკაც - არის კომპოზიციები, რომელთა შესწავლაც საშუალებას გაძლევს უკეტ დაეუფლო ინსტრუმენტს, ხომა?
რაც შეეხება ელექტრო გიტარის "კლასიკურობას", მაშ იქნებ ამიხსნათ, რატომ არ უნდა ჩაითვალოს ეს ინსტრუმენტი კლასიკურად, რომელზე დაკვრის სახელმძღვანელოები გამოდის და რომელზე დაკვრის უამრავი სკოლა და მიმართულებაა უკვე შექმნილი?
ელექტრო-გიტარა უკვე არის კლასიკური ინსტრუმენტი, მაგრამ არ არის როიალი, რომელიც თავისი არსით ავეჯი უფრო მრავალთა ხელში...
(ისე, ჩვენთან სხვა ავეჯზე დაკვრის ხელოვნებაც არსებობს, მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა...)
ახლა რა ვქნა, მივიდე იტალიელებთან და გიტარების შეღებვის ტექნოლოგია ვკითხო? კი მაგრამ, სტრადივარიუსი და ამატი ღებავდნენ ვიოლინოებს?
მე ვიცი, რომ არ ღებავდნენ - მათ დროს ლაკი არ იყო გამჭვირვალე და ხეს აძლევდა მოოქროსფერო, ან მოწითალო მუქ ტონს...
რატომ დაიწყეს ელექტრო გიტარების შეღებვა? - ამის შესახებ უკვე ვწერდი - ვიზუალურად თვალმიუვალი მასალის, ან საწარმოო წუნის შესანიღბად! გადაფხიკეთ ნებისმიერი შეღებილი გიტარა და აღმოაჩენთ, რომ ან დაშპაკლულია, ან შენაწებებია, არეული სტრუქტურა აქვს...
ყველაზე მეტად შეღებვაში თავი გაიგიჟა ფენდერმა, რადგანაც გიბსონივით ხელი არ მიუწვდებოდათ ჰონდურასის მაჰოგანისა და კანადის ტალღოვან ნეკერჩხალზე - ძირითადად იყენებდნე იფანსა და მურყანს, რომლებიც ნატურალური სახით ბევრად ჩამორჩებიან მაჰოგანისა და კანადის ნეკერჩხალს!
და ისიც გავითვალისწინოთ, რომ მეორე მსოფლიო ომის მერე სერიოზული სამეცნიერო გარღვევები იქცა სამოქალაქო საკუთრებად და ავტომობილების საღებავების ძველი თაობა ჩამოიწერა, რითაც ეგრევე ისარგებლა ფენდერმა და პირდაპირ ამ საღებავით ღებავდა, სანამ ამრიკაში არ აკრძალეს ამ არაეკოლოგიური ქიმიკატების გამოყენება! (ახლა ჩინელები უშვებენ შეღებილ ფენდერებს, იბანეზებს, გიბსონებს - მაგათ ეკოლოგია ჭუჭუზე რომ ჰკიდიათ, გაგონილი გექნებათ...)
იმავე ეპოქის გამოძახილია ელექტრო გიტარებზე ჭარბად შემორჩენილი პლასტმასები - პლასტმასი ისეთი სუპერთანამედროვე მასალა იყო, რომ არათუ ელექტროგიტარები გააძღეს მითი, თვით იტალიელი დიზაინერებისთვისაც კი უმთავრესი შთაგონების წყარო იყი კაი 70-იან წლებამდე...
ბევრ ბრენდს რომ გადახედოთ, უკვე აღიარებულ მოდელებზეც კი ცდილობენ პლასტმასის, როგორც ძველმოდური ახირებისაგან თავის შეკავების მცდელობას და მის ზომას სულ უფრო და უფლო ამცირებენ, ხოლო ქასთომ გიტარებში მას საერთოდ ვერც ნახავთ - ახლა ნახშირბადის ბოჭკოებია მოდაში და იმის ჩაკვეხებას თუ ცდილობენ, მაგრამ ესეც დროებითია...
რა თქმნა უნდა, როცა სერიულ წარმოებაზე გადავალ, ქვეყნის მტერი კი არა ვარ, რომ ნაკლებხარისხიანი მასალა ღუმელში შევუკვეთო? კაცმა რომ თქვას, აკუსტიკაში კრიტიკული განსხვავება ნაკლებადა აქვს - უბრალოდ, დამუშავებისას არის პრობლემატური, რადგან ინსტრუმენტს აბლაგვებს, და გარდა ამისა, დროთა განმავლობაში კონსტრუქციული სისუსტეც თავს იჩენს - ამიტომაც, გადარებილი ინსტრუმენტი ყოველთვის იაფია, სულაც რომ 22 ფენა საღებავით დასჭირდეთ მისი შეფუთვა! აღარ არის საუბარი საწარმოო წუნზე - გიტარის დამზადება იმდენად მრავალპროცედურიანი საქმეა, რომ სერიულ წარმოებაში ზოგან ასამდე ადამინი ეხება და იქ ვის სად გაექცევა ინსტრუმენტი, ყველას რომ ხელფასებიდან დაუქვითო, სულ გაექცევათ მუშები... "დაშპაკლე და გადაღებე" გაცილებით მომგებიანია!
და კიდევ - ლამაზ ქალს ბევრი ფერუმარილი არ სჭირდება - სიფათებს ყველაზე ინტენსიურად მეძავები იღებავენ - ჰოდა, ვისაც კარგ ქალს ძეშოვი ბოზები ურჩევნია, აგერ ჩინური წარმოების ერთჯერადი გიტარობრაზები, რომლებიც ოდენ კლიპში დასაწვავად თუ გამოდგება, თორემ ნორმალური მუსიკოსის ხელში არავის უნახავს...
omertaარც მე არ მიმაჩნია სახარბიელოდ, მაგრამ რა აქტივებიც თავის დროზე შემიქმნეს მშობლებმა, ყველაფერი ამ ნაბოზვარი კასტის ხელში აღმოჩნდა 25 წლის წინ და სადაც მე ველოდე ხაზარაძეს, როდის დამიბრუნებდა ჩემს კუთვნილ 100 000 $-ს 25 წლის პროცენტებითა და საურავებით, მანამდე ცოტა ვაწკმუტუნო პროცენტების გადახდის შეფერხებით, ჩემი მხრიდან დიდი "კიდალობა" არ უნდა იყოს, ხომა? ფიშტოიანი ხალხი ჯერ-ჯერობით მაგის მხარესაა და თანაც, სხვა რომ ნაბოზვრულად გექცევა, ეს მე იგივეს არ მავალდებულებს, ხომა?

მალე მივაშავებ, მაგრამ მერე ძველ ანგარიშებსაც გადმოვუღებ და აბა ვნახოთ, ვის უფრო გაუჭირდება ვალის გადახდა!
This post has been edited by Precursor on 30 Sep 2016, 11:04