ვაგრძელებ თუთორიალს (გაეშვით ამ არჩევნების პროპაგანდას - მაინც არაფერი არ შეიცვლება სასიკეთოთ და თავის გადასარჩენი უნარ-ჩვევები მაინც დაამუღამეთ!) :
თუკი დავუშვებთ, რომ თქვენ მართლაც მოიძიეთ თქვენს თავში ცოდნისა და გამოცდილების ის კომპლექსი, რომელიც საშუალებას გაძლევთ შექმნათ ძნელადკოპირებადი მცირე ბიზნესი და საჭირო ფინანსური რესურსიც ხელთა გაქვთ, მაშინ უკვე ნედლეულის მოძიებაზე უნდა იფიქრო:
1. ნედლეულის ადგილობრივ ბაზარზე გათვლა დიდი უაზრობაა - მთელი ეს რესურსი არის მქონებელთა კასტის ხელში და რაც კი რამ მოიპოვება ქვეყანაში, ეგრევე ლიწინ-ლიწინით გადის ქვეყნიდან, ხოლო რაც არ გადის, ისეთ ფასად იყიდება ბაზარზე, რომ ისევ უცხოეთიდან გამოწერა სჯობია!
მაგალითისთვის: კარგა ხნის წინ ვწერდი, რომ ხის მასალები ჩვენთან სრულად კრიმინალიზებულია-მეთქი და ეს, რა თქმა უნდა, კარგა ხანი ასე იქნება - ვერსად, ვერც ერთ საიტზე ვერ მიაკვლევთ ხის მასალების შესახებ ინფორმაციას, განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, სადაც ყველანაირი ჯიშისა და ზომისა თუ ხარისხის ფიცრები, დაფები და ძელები საგულდაგულოდ არის დადოკუმინტირებული ფოტოთი და აღწერილობით და ფასებიც საკმაოდ გონივრული ადევს თავისი გადაზიდვის სერვისის შემოთავაზებით და ამბები...
ჩვენთან თუ რაიმეს მოიძიებ, ეს არის მაიმარკეტზე საუკუნეში ერთხელ დადებული მოჭრილი მორის, ან დაღრეცილი ფიცრების ფოტოები, რომელსაც კერძო პირნი ისეთ ფასად ყიდიან,რომ დიდი ალბათობით, კლიენტის გალოხებაზე ოცნებობენ... რატომ არ ყიდიან საქართველოში ნორმალურ ხის მასალას? გაყიდონ, თუნდაც იგივე ფასად, რა ფასადაც ქვეყნიდან გააქვთ - არ სჯობია? შესაძლოა, ეზარებათ დისტრიბუციაზე ზედმეტი ხარჯის გაწევა, იმ ზემო ჭოღელი ტუნგოს ზეთის მწარმოებლების არ იყოს...
მე უფრო მგონია, რომ ხის მასალის დადოკუმენტირებით საჯაროდ მოუწევთ რეალური ციფრების გამოფენა და შესაბამისად, გადასახადების გადახდა, ხოლო ახლა უბრალოდ, ზედმეტი ხმაურისა და ყურადღების მიქცევის გარეშე, დიდძალ ფულებს იჯიბავენ და კორუფციულ გარიგებებში ხელისუფლებასთან - ბიუჯეტი კი ვერაფერს ვერ მიიღებს...
იგივე შეიძლება ითქვას ფერად ლითონებზე - იწარმოება ჩვენთან ფერადი ლითონები, მაგრამ მათი წარმოების შესახებ რაც ვიცით, გამოუცვლელი ფილტრები და დახეთქილი ფილტვებია ბონუსად ონკოლოგიური ფონის მკვეთრი დამძიმებით! ფერადი ლითონები მცირე რაოდენობით ელიავაზე თუ შეიძლება იყიდოდთ - ოღონდ, ისიც მეორადი და თანაც, მამასისხლად...
რაც შეეხება ისეთი პროდუქციის მოძიებას, რომლის მასობრივი რეალიზება სერიოზული დისტრიბუციის გარეშე ძნელია, ამაზე არც უნდა იოცნებოთ - მე მაგალითად, მომრგვალებულთავიან პატარა "შურუპებს" ძველი ტექნიკიდან ვხსნი და ვცდილობ იმითი გავიდე იოლას...
რაიმეს გამოწერაზეც პრობლემაა ის, რომ ძალზედ მცირე ლიმიტი გაქვს გამოყოფილი და უსაშველოდ დიდი ბაჟის გადახდა გიწევს!
ამიტომაც, აზრი აქვს პირდაპირ დაეკონტაქტო უცხოელ მწარმოებელს და რამოდენიმეჯერ უფრო იაფად შეიძინო შენთვის სასურველი პროდუქცია, ვიდრე ამას აქ მოახერხებთ... (და 2-3-ჯერ უფრო იაფად, ვიდრე ამაზონზე და იბეიზე იყიდება, ოღონდ ბაკს გადარიცხვის საკომისიო ისეთი მარჟით მიაქვს, რომ დიდი პარტიის შეძენაა საჭირო)
არადა, ყველაფერი ის, რაც შემოგაქვს, თავისუფლად შეიძლება აქვე დამზადდეს, მაგრამ ამ საკითხს მხოლოდ ხალხის ამოძრავება თუ მოაგვარებს, თორემ ხელისუფლებას პროდუქციის იმპორტისა და რესურსების გატანის მეტი რომ არაფერი არ აინტერესებს, ამის მისახვედრად მეოთხედი საუკუნე საკმარისზე მეტიც უნდა იყოს, ხომა?
* * *
2. წარმოებისთვის საჭირო ტექნიკა და ინსტრუმენტები ჩვენთან შემოდის სულ ორი კატეგორიის: ხელმისაწვდომი ფასის ჩინური ნაგავი და ძვირადღირებული ევროპული ბრენდები.
ევროპული ბრენდის შეძენა გამართლებულია, რადგანაც დიდხანს და პატიოსნად გემსახურება, მაგრამ სტარაფზე ვერ გასწვდებით!
ამიტომაც, იძულებული ხარ პირველ ეტაპზე დაკმაყოფილდე ჩინური ნაგავით და მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი გადაინახო იმისათვის, რომ სწრაფად მოახერხო წყობიდან გამოსული ტექნიკის განახლება - სავარაუდოდ, პროდუქციის რეალიზაციის დაწყებამდე ტექნიკის გარკვეული ნაწილი ცოცხალ-მკვდარი მიაღწევს, მაგრამ პირველივე შემოსავალიდან საჭირო გახდება რეინვისტირება ბრენდების შესაძენად, ანუ მოგებაზე ჯერ არც უნდა იოცნებო!
ბევრი შემიძლია გესაუბროთ ჩინურ ნაგავზე, მაგრამ მოკლე რჩევებს მოგცემთ - პირველი წუნი, რაც ჩინურ ნაგავს ახასიათებს, არის ის, რომ მასალა, რისგანაც ის არის დამზადებული, სინამდვილეში სულ სხვა რამისაგან არის დამზადებული...

ლითონი ჩამოსხმული, ან გამოჭრილი კი არ არის, არამედ წარმოადგენს ძალზედ მყიფე კომპოზიცს რაღაც ფხვნილებისას, რომელიც თერმული დაპრესვით მზადდება... "ტისკა" რომ "ტისკაა", იმაშიც ვერ ნახავთ ლითონის ნასახს და საშუალოსტატისტიკურ ჩინელზე ოდნავ მეტი ჯანი თუ მოგსდგამთ, ეგ "ტისკა" აუცილებლად ხელში შემოგეფშვნება!
ამ პრობლემას ვერ გამოასწორებთ, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემის, ელექტრონიკის ხარვეზების გადაწყვეტა რთული არაა - იღებთ ინსტრუმენტს და შიგნით ცვლით ყველა სადენს, კაცურად ამაგრებთ და ამ ინსტრუმენტის მოხმარების ვადაც მკვეთრად იზრდება!