პრასტიტუტკები ბრუნდებიან
„ახალი მემარჯვენეები“ პაატა ბურჭულაძესთან საარჩევნო ბლოკში რჩება
10:43 28-09-2016
„ახალი მემარჯვენეები“ პაატა ბურჭულაძესთან საარჩევნო ბლოკში რჩება ”ახალი მემარჯვენეები” საარჩევნო ბლოკ ”პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის” დატოვებას არ აპირებს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ”მემარჯვენეების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ განუცხადა, არანაირი კითხვის ნიშანი მისი პოლიტიკური გუნდის ბლოკში დარჩენასთან დაკავშირებით არ არსებობს.
”ჩვენ არ ვიღებთ სპონტანურ გადაწყვეტილებას არც გაერთიანებაზე და არც განშორებაზე. არანაირი კითხვის ნიშანი ჩვენს ბლოკში დარჩენას არ აქვს. არანაირი ფიქრები და გეგმები ამ მიმართულებით არ გვაქვს. შესაძლოა მოხდეს გარკვეული მოულოდნელი თუ რადიკალური გადაწყვეტილებები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენც გადმოგვედება ანალოგიური. ჩვენ ბლოკში ვაგრძელებთ ყოფნას და სიმართლე გითხრათ, უფრო მეტი მოწადინებითაც”, - განაცხადა კაციტაძემ.
პაატა ბურჭულაძის მოძრაობა – სახელმწიფო ხალხისთვის“ „გირჩმა“ დატოვა. საარჩევნო კოდექსის თანახმად, დღეს, 18:00 საათზე იწურება ვადა, როდესაც კანდიდატებს შეუძლიათ ოფიციალურად მოხსნან საკუთარი კანდიდატურა მაჟორიტარობიდან ან პარტიული სიიდან. ახალი პოლიტიკური ცენტრის განცხადებით, ისინი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ, თუმცა პოლიტიკურ საქმიანობას პარტია აქტიურად გააგრძელებს.
მიმაგრებული სურათი
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3