ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ 300 კაცი გაეიმიჯნა ენმ-ს
ნაციონალური მოძრაობა“ 300-მდე წევრმა დატოვა
17:35 28.09.2016
„ნაციონალური მოძრაობის“ ვარკეთილის მესამე მასივის ორგანიზაცია 300-მდე წევრმა, მათ შორის 11-მა ხელმძღვანელმა პირმა დატოვა.
პარტიის ყოფილი წევრების განცხადებით, მათი „ნაცმოძრაობიდან“ წასვლის მიზეზი რაიონულ ორგანიზაციებში არსებული ერთპიროვნული მმართველობაა.
„აქ უსამართლობა ხდებოდა. დიქტატორული პრონციპებით უნდოდათ ჩვენთან მუშაობა. არცერთ თემასთან დაკავშირებით ჩვენი აზრი არ იყო გათვალისწინებული, მხოლოდ ის უნდა შეგვესრულებინა, რასაც გვეტყოდნენ. ჩვენ გვქონდა რიგი საკითხების მიმართ პროტესტი, მაგრამ ხმის ამოღების უფლებას არ გვაძლევდნენ. იყო ჩვენ მიმართ ბრალდებები, რომ გადავედით „ქართულ ოცნებაში“ და მათ დავალებებს ვასრულებდით“- განაცხადა „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ყოფილმა წევრმა.
პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ნაცმოძრაობა“ გლდანის ორგანიზაციის წევრებმაც დატოვეს.
Stalker2005