2009 წელს დაიწყო , მერე "დახუფეს" პროექტი
აი აქ არის რა და როგორ მიდის სამუშაოები და ვინები უდგანან
131 მილიონი დოლარის ღირებულების მტკვარი ჰესი ექსპლუატაციაში 2019 წელს შევა კატეგორია: ეკონომიკა
საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა „მტკვარი ჰესის“ საინვესტიციო პროექტი წარადგინა. პროექტი, რომლის ჯამური საინვესტიციო მოცულობა $131 მლნ ამერიკულ დოლარს უტოლდება სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალციხის და ასპინძის მუნიციპალიტეტებში, მდ. მტკვარზე ხორციელდება.
„მტკვარი ჰესი“ 2009 წელს დაწყებული და შემდეგ მრავალი წლის მანძილზე გაჩრებული პროექტი იყო, რომელიც საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა 2014 წელს 100%-ით შეისყიდა. ფონდის ჩართულობით და ენერგეტიკის სამინისტროსთან ხელშეწყობით შესაძლებელი გახდა პროექტის გაცოცხლება, რომელიც დღეს უკვე აქტიურ სამშენებლო ფაზაშია. „მტკვარი ჰესის“ დადგმული სიმძლავრე 53 მგვტ-ს შეადგენს, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება 251.5 მლნ. კვტ.სთ.-ს უტოლდება.
თანაინვესტირების ფონდის ინფორმაციით, „მტკვარი ჰესის“ პროექტი განსაკუთრებულია რამდენიმე მიზეზით:
• იგი ითვალისწინებს მომდინარე წყლის დღე-ღამურ რეგულირებას, რაც წყლის დაგროვების და ჰიდრო რესურსების ოპტიმალური გამოყენების საშუალებას იძლევა.
• სამშენებლო პროცესში გამოიყენება უახლესი და ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტო ტექნოლოგიები. 9.6 კმ სიგრძის გვირაბის გაყვანა ხდება გერმანული კომპანია Herrenknecht-ის მიერ წარმოებული მასშტაბური მანქანა-დანადგარით, ეგრეთ წოდებული TBM (Tunnel Boring Machine)-ით, რომელიც გვირაბის რკინაბეტონის სეგმენტებით მოსახვის საშუალებას იძლევა.
• ჰესის აღჭურვა მიმდინარეობს მსოფლიოს წამყვანი ავსტრიული კომპანია Voith-ის უმაღლესი ხარისხის ელექტრო-მექანიკური დანადგარებით.
• აღსანიშნავია, რომ პროექტის უარყოფითი ზეგავლენა გარემოზე მინიმალურია.
„„მტკვარი ჰესის“ პროექტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის. დღეის მდგომარეობით ფონდის მიერ პროექტში უკვე ინვესტირებულია $53 მლნ ამერიკულ დოლარზე მეტი. სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულია 500-ზე მეტი ადამიანი. ქვეყნის ბიუჯეტისთვის კი იქმნება მილიონობით ლარის ღირებულების მუდმივი შემოსავლის წყარო.
ფონდისთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ პროექტის ორი უმსხვილესი კონტრაქტორი ქართული სამშენებლო კომპანიებია. ჰესის გვირაბის სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს მრავალი წლის გამოცდილების მქონე და არაერთი წარმატებული პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ფერი“, ხოლო ჰესის შენობის, სათავე-ნაგებობების და სხვა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს აწარმოებს ასევე გამოცდილი ქართული კომპანია „საქენერგორემონტის“ და უკრაინული კომპანია Kievmetrobud-ის კონსორციუმი.
პროექტის მთავარი ტექნიკური კონსულტანტია წამყვანი ევროპული კომპანია Škoda Praha, რომლის მაღალკვალიფიციური ინჟინრები ყოველდღიურ ზედამხედევლობას უწევენ პროექტის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს ადგილზე“,- აცხადებენ თანაინვესტირების ფონდში.
პროექტის ფარგლებში ფონდმა ადგილობრივი კომერციული ბანკებიდან მოიზიდა $65 მლნ ამერიკული დოლარის ღირებულების ფინანსური რესურსი.
„მტკვარი ჰესის“ ექსპლუატაციაში შესვლა 2019 წლის პირველ კვარტალში იგეგმება
http://businesscontract.ge/ka/article/131-...wels-sheva/8173