ამ ლოცვებს მეც ვკითხულობდი დაწყებით კლასებში.
მანდრაჟი მქონდა ცოდვების ჩადენაზე და ეშმაკს ვიბარებდი ხოლმე სალაპარაკოდ,მინდოდა დაენებებინა თავი.
რაღაც საოცრებები დავიმართე.
არადა, ეკლესიური ოჯახი არ მყავს. ნუ, დამახინჯებული ბავშვური ხედვა და მგრძნობელობა.
შემდეგ და შემდეგ, დავუკვირდი რომ ეს ლოცვები სხვა არაფერი იყო, თუ არა ვინმე მორწუნის გულისთქმა იმ პერიოდიდან, როდესაც არქაულად ვსაუბრობდით ქართველები.
რომ ეს ძვ. ქართ. სტილი არაფერს აღმატებულს არ სძენდა და მე ჩემში უნდა მეპოვნა ჩემი საკუთარი ლოცვა.
ამის აღმოჩენამ და არამარტო ამის, გარდატეხის ასაკაივე შემიცვალა ხედვა და გავყევი ნელ-ნელა.
ბავშვს უნდა შეაყვარო სამყარო და გადასცე ეს ცოდნა.
თუმცა საამისოდ ჯერ შენ უნდა გიყვარდეს და გესმოდეს.
ჩემთვის ტაძარი, რომლის მიმართაც რაღაცნაირი მოწიწება მიჩნდება, ძველი ეკლ-მონასტრებია შესაბამის გარემოში აგებული.
ნაღდად ვერ ვგრძნობ ვერანაირ პატივისცემას სიბინძურეში და ხმაურში საცხობის სუნით გაჟღენთი ახალაგებული ეკლესიის მიმართ.
სიცარიელის და უსულობის განცდას მიტოვებს.
ცალ-ცალკე, პირადად, ვისაც რა უნდა ის უკეთებია, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ გამოდის.
ჩაკეტილი და დახურული გვაქვს აზროვნების სარქველები როგორც საზოგადოებას და ერთიან ორგანიზმს. აი ესაა საწყენი რეალობა.
სიბნელე და უსულგულო ისტერიული პირჯვრისწერა.
(ამაზე ფილმი გამახსენდა ქართული, მარშუტკაში სხედან და უცებ იწყება დიდხნიანი პირჯვრისწერა)
თუ ადამიანი ქალაქში გასვლისას მანქანით გრძნობ ამა თუ იმ ტაძრისადმი პატივისცემას, კარგი.
მაგრამ ამას უმეტესობა მექანიკურად აკეთებს.
მაშინ როდესაც პირჯვრის გადაწერა ყველაზე ინტიმური და პირადულია, მხოლოდ შენს თავთან დარჩენისას...
და საერთოდაც, ერთადერთი ტაძარია ბუნება და ერთადერთი ლოცვა შენი ცხოვრება.
გამოსვლა დასრულებულია
* * *