ჰესი იმ შუაშია ტვინიკოსს რო დევდორაქის მყინვარის ინტენსიური მოძრაობის არეალში აშენდა, სრული დარღვევით...
ათი ათასჯერ მაინც გავაპროტესტეთ ნაცების და ქოცების დროს, ლარსი ჰესის მშენებლობა და უამრავი არგუმენტი იყო იმისა, რომ არ უნდა აშენებულიყო მანდ..მით უმეტეს ეროვნულ პარკში, მარა ენერგომაფიამ მაინც თავისი გაიტანა
რას ქვია სახელმწიფოს არ უზარალია? დღეს, მაგ ფოტოებზე როგორც გამოიყურება თერგის ხეობა, დარიალი, ეგ ზარალი არ არის? ეგ არის ბუნებრივი კატასტროფა..მარა თქვენ რა გესმით გარემოსთვის მიყენებული ზარალი... საერთოდ ზარალად არ მიგაჩნიათ..ფეხებზე გკიდიათ
მეორეც წერია 20 მილიონი ინვესტიცია თავში და საიდან მოიტანე 130?
2011 შიც ვიყავნი მანდ, 2012 შიც, 2014 შიც და 2016 შიც ..მარა რა ? მაინც თავისი გაიტანეთ და დედა უტირეთ თერგს
აი, ლარსი ჰესის მფლობელი ფერის დირექტორი ლაშა იორდანიშვილი რა გონორზე იყო 2013 წელს...მოხევეებს და ჩვენ ვინც ლარსი ჰესის მშენებლობას აპროტესტებდა უწიგნურებს გვეძახდა, ეხლა გასცეს პასუხი, ავიდეს ზემოთ აბა..თუ აქვს ერთი ადგილი..დიდი იმედი მაქვს რო მაგ სასტავს და გამას ხალხს მალე სასამართლოზე ვნახავ..და კიდე ბევრს
.....
ჩვეულებრივი ენერგომაფიაა კომპანია ფერი რომელმაც ლარსის და სხვა ჰესების მშენებლობა წამოიწყო..
მთავარი მანდ იყო რომ ელემენტარულად ხელში ჩაეგდოთ ბუნებრივი რესურსი - ამ შემთხვევაში მდინარე თერგი..გარიგებოდნენ ენერგეტიკის სამინისტროს და ეკეთებინათ ფული...
აი ეს არის ამონარიდი 2013 წლის მწვანე ალტერნატივის ანგარიშიდან "ენერგო პროექტები და კორუფცია საქართველოში", წაიკითხეთ რა ინვესტიცია განახორციელა რეალურად "ფერმა" ლარსი ჰესში, მაშინ როცა დაფუძნებისას საწესდებო კაპიტალი ჰქონდა 2 ათასი ლარი...
შპს „ენერგია“
კომპანია 2010 წლის სექტემბერში დაფუძნდა. კომპანიაში შპს „ფერის“ (დირექტორი მერაბ იორდანიშვილი)
წილი 30%-ს შეადგენს; დანარჩენ, 70%-ს კი, მევლუდ ბლიაძე ფლობს. კომპანიის დირექტორია გაიოზ
უგრელიძე. კომპანია რეგისტრირებულია (იურიდიული მისამართი) შპს „ფერის“ (მფლობელი და დირექტორი
ლაშა იორდანიშვილი) კუთვნილ ფართზე.
დაფუძნებისას, კომპანიის საწესდებო კაპიტალი შეადგენდა 2 ათას ლარს.
კომპანიას TBC ბანკში დაგირავებული აქვს ორივე მფლობელის წილები (შპს „ფერის“ 30% და მევლუდ
ბლიაძის 70%), ასევე, შპს „ენერგიის“ არსებული და სამომავლო არამატერიალური ქონებრივი სიკეთე.
რეესტრის ვებ-გვერდზე განთავსებული გირავნობის ხელშეკრულებიდან ირკვევა რომ, ბანკში 30 მილიონ აშშ დოლარად დაგირავებულია
შპს „ენერგიის“ მიერ „მომავალში

შეძენელი და/ან მისთვის მომავალში გადაცემული „ლარსის
ჰიდროელექტროსადგურის“ ყველა და ნებისმიერ დანადგარი, მათ შორის, სადერივაციო-სადაწნეო მილსადენი
და აგრეგატები; ყველა და ნებისმიერი სამომავლოდ შესაძენი მოძრავი ქონება და არამატერიალური
ქონებრივი სიკეთე; ნებისმიერი მოძრავი ქონება ან/და მატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელზეც
საკუთრების უფლება დამგირავებელს წარმოეშობა ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ, მათ შორის,
საკუთრებაში გადაცემული 19 მგვტ. „ლარსის ჰიდროელექტროსადგურის“ ყველა და ნებისმიერი დანადგარი,
აგრეთვე, სადერივაციო-სადაწნეო მილსადენი და აგრეგატები“.
რეესტრიდან ასევე ირკვევა, რომ კომპანიას 2011 წელს სს ბანკი „რესპუბლიკასთან“ დადებული აქვს
საკრედიტო ვალდებულების დეპოზიტით უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანია
დეპოზიტზე არსებული თანხიდან დამგირავებლის მოთხოვნის უფლება 1 200 000 აშშ დოლარის ოდენობით."
წყარო -
https://www.osgf.ge/files/publications/2013...rgy_project.pdfაი ასე შენდება ჰესები - და ამას ეძახიან "ინვესტიციას"...მაშინ როცა ბუნებრივი რესურსი უდიდესი სიმდიდრეა, ვიღაცეები კაპიკებად იგდებენ ხელში და მილიარდებს შოულობენ გარემოს დაქცევის ხარჯზე
This post has been edited by guriaaa on 30 Sep 2016, 18:53