#54364376 · 14 Mar 2019, 11:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მეცნიერებმა დაადგინეს როგორი მუსიკაა კარგი არტერიული წნევის დასაწევად
მეცნიერების ჯგუფი ჰანს-იოაჰიმ ტრაპესა და ქალაქ ჰერნეს კლინიკის დირექტორის ხელმძღვანელობით შეეცადა გაერკვია, რა გავლენას ახდენს სხვადასხვა მუსიკალური სტილი ადამიანის გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.
25-დან 75 წლამდე 240 ადამიანი, რომლებსაც გულის დაავადება და მაღალი არტერიული წნევა არ აწუხებდათ, 4 ჯგუფად გაყვეს. 2 ჯგუფი მუსიკას უსმენდა, დანარჩენი 2 კი დროს სიჩუმეში ატარებდა.
კვლევის პირველი ეტაპის განმავლობაში მუსიკის მსმენელ პირველ ჯგუფს ბახის მე-3 საორკესტრო სიუიტა და ამერიკული მეტალ ჯგუფის Disturbed-ის სიმღერა Indestructible ჩაურთეს.
მეორე ჯგუფს მოცარტის მე-40 სიმფონია, შტრაუსის ვალსი და ABBA-ს სიმღერები მოასმენინეს. გარდა ამისა, მეცნიერები აკვირდებოდნენ ჯგუფის წევრების რეაქციებს ბავშვის ტირილის, მტვერსასრუტის ხმაურსა და კბილის ბურღვის ხმებზე.
ექსპერიმენტის წინ, კვლევის განმავლობაში და მისი დასრულების შემდეგ ჯგუფის წევრებს არტერიულ წნევას უზომავდნენ, ელექტროკარდიოგრამას უკეთებდნენ და სისხლის ანალიზს უტარებდნენ. ექსპერიმენტის შედეგები ჟურნალ Aerzteblatt.de-ში გამოქვეყნდა.
როგორც გაირკვა, ასაკისა და გენდერის მიუხედავად, მუსიკის მსმენელი ჯგუფის წევრებში არტერიული წნევა ქვეითდებოდა. ყველაზე შესამჩნევად კი მაშინ, როდესაც ისინი მოცარტს, შტრაუსს ან ბახს უსმენდნენ.
გარდა ამისა, კვლევამ აჩვენა, რომ მუსიკის მსმენელ ჯგუფს არტერიული წნევის გარდა, კორტიზოლის (სტრესის ჰორმონი) დონე დაეწია.
გასაკვირი აღმოჩნდა ისიც, რომ Disturbed-ის მოსმენის დროს გულის ცემის სიხშირე მცირდებოდა.
--------------------
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!.. ,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3
|