http://primetimenews.ge/%E1%83%A8%E1%83%90...3%90-%E1%83%A0/ვლევა, რომელიც რუსთავი 2-მა გამოაქვეყნა გაყალბებულია – ამის შესახებ ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა ,,პრაიმტაიმში” გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
შალვა რამიშვილის თქმით, კვლევის GFK-ს კვლევის შედეგების გამოქვეყნებამდე არსებობდა ორი დოკუმენტი, ერთი გაყალბებული, რომელიც რუსთავი 2-მა გაასაჯაროვა და მეორე ორიგინალი, სადაც რამდენიმე პარტიასთან მიმართებით შედეგები გაყალბებულია. ორიგინალი დოკუმენტი ხელში ,,თავისუფალი ზონის” ყოფილ წევრს ბესო კალაძეს ჩაუვარდა ხელში.
,,ჩვენ მომსწრე ვართ საზოგადოებრივი აზრის გაყალბების. იცით, რომ მე ვაკეთებ გადაცემას აკრედიტაციის გარეშე. ამ გადაცემის ფარგლებში დამირეკა ბესო კალაძემ, მე მივედი გადავიღე, მათ თავისუფალი ზონის დატოვების გადაწყვეტილება ახსნეს. ამ საუბარში ბესო კალაძემ მომიყვა ფაქტის შესახებ, რომელიც საზოგადოებრივი აზრის კვლევას ეხება. საქმე იმაშია, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე მას ხელში ჰქონდა ორი დოკუმენტი. ერთი იყო გაყალბებული, მეორე კი რეალური დოკუმენტი. მე მას ვურჩიე, იმის გამო, რომ დადასტურებულიყო რუსთავი 2-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების გაყალბება დაეცადა და რეალური დოკუმენტი მაშ შემდეგ გამოექვეყნებინა, როცა რუსთავი 2 გაყალბებულ შედეგებს გაასაჯაროვებდა”, – განაცხადა ,,პრაიმტაიმის” პრესკლუბში შალვა რამიშვილმა.
ბესო კალაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ,,თავისუფალი ზონა” დატოვა, არ ასახელებს წყაროს, რომელმაც მას კვლევის რეალური შედეგები მიაწოდა.
,,მე სამწუხაროდ ვერ დავასახელებ მას, ვინც კვლევის შედეგები მომაწოდა. მე მყავს ბევრი მეგობარი ,,ნაციონალურ მოძრაობაში” და არ მინდა ვინმეს საფრთხე შევუქმნა. ნაციონალური მოძრაობა იშლება და ისინი წააგებემ არჩევნებს”, – განაცხადა ბესო კილაძემ ,,პრაიმტაიმის” პრესკლუბში.
შალვა რამიშვილმა ამ წუთებში ჟურნალისტებთან ერთად ნოტარიუსთან გაემართა, რათა მედიამ კვლევის რეალური შედეგები ნოტარიუსის თანდასწრებით ნახოს.
,,პრაიმტაიმნიუსი” შემოგთავაზებთ პირდაპირ ჩვენებას ნოტარიუსის ოფისიდან, სადაც ის დოკუმენტი გასაჯაროვდება, რომელიც ბესო კალაძეს მიაწოდეს.
შეგახსენებთ, რომ GFK-ის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად, ქართულ ოცნებას რეიტინგებში ნაციონალურმა მოძრაობამ გაუსწრო.
კითხვაზე, რომელ პარტიას მისცემს ხმას ამომრჩეველი, თუ მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო არჩევნებში, შედეგები ასე გადანაწილდა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 26%-ით; შემდეგ მოდისქართული ოცნება 25.4%-ით.
არჩევნებამდე ზუსტად ერთი კვირით ადრე, სოციოლოგიური კვლევის კომპანია GFK რუსთავი2-ის დაკვეთით შესრულებულ მესამე წინასაარჩევნო გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს.