მამუკა ახვლედიანი - ნიკა გვარამიას სულ მცირე, ბოდიში მაინც უნდა მოეხადა ჩემთვისმეც თქვენთან ერთად გავიგე, რომ ჩანაწერი თავად გვარამიამ გააკეთა, მსგავსი ტექსტით ვსაუბრობ ძალიან ბევრთან და არ მახსოვს, რა ვითარებაში და როგორ მოხდა ეს ჩაწერა. ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედიანმა 2030. News-ს განუცხადა.
"ერთ კითხვას გაეცა პასუხი - ზოგს ეგონა, მე თვითონ ხომ არ ჩავიწერე და გავავრცელე. შესაძლებელია, გვარამია ფიქრობდა, რომ რაიმე საინტერესო შეიძლებოდა მეთქვა. როცა ბრიფინგი დაიწყო და განაცხადა, რომ ჩანაწერი მან აწარმოა, სულ მცირე ბოდიში მაინც უნდა მოეხადა ჩემთვის“, - აღნიშნა ახვლედიანმა.
ამასთან, როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, ყოველთვის საუბრობს პრობლემატიკაზე, რაც ხდებოდა სასამართლო სისტემაში და თავის სიტყვებზე აგებს პასუხს.
„რამე გარიგებებზე, მოლაპარაკებებზე და შეთქმულების თეორიაზე არაფერი მითქვამს. შესაძლებელია, გვარამიამ რაიმე პრობლემატური თემა ახსენა და ალბათ პასუხსაც გავცემდი, მაგრამ რასაც ვსაუბრობ ყოველთვის, იქ ახალი არაფერი ყოფილა. ცუდია, ვინც ავრცელებს ამ ჩანაწერს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ფარული ჩანაწერებით ომი. ნიკა გვარამიას ბოდიში უნდა მოეხადა ამისთვის, თუმცა ამეორეს მხრივ მე არანაირ ოფიციალურ შეხვედრაზე არ ვიყავი და შეეძლო ჩაეწერა“,-ღნიშნა მამუკა ახვლედიანმა და განაცხადა „არავის ვაბარებ ანგარიშებს, არც ჩამიბარებია არასოდეს. ეს იყო ჩვეულებრივი საუბარი რაც ხდება ნებისმიერი საჯარო გამოსვლის დროს“.
http://2030.news/index.php?newsid=15500