ერთი წუთით
გასაბჭოების პერიოდი ტყუილად კი არ მიხსენებია, ეტყობა ამას არ მიაქციეთ ყურადღება:
მაგრამ ქუჩების იქით რატომღაც აღარ მიდიხართ. ასევეა სოფლების სახელწოდებებიც. იმ ისტორიულ ადგილებს თავისი ქართული ტოპონიმიკა გააჩნია, იმიტომ რომ ის არის ქართული მიწა-წყალი და საქართველოს ეკუთვნოდა და ეკუთვნის.
გაიხსენეთ ხელოვნური სამხრეთ ოსეთი. იმ სოფლებს, იმ ადგილებს ხომ ქართული სახელები ერქვათ ისტორიულად?
მცხეთასთან ახლოს დიდი სოფელი რომ არის აღაიანი - რა ერქვა იმ სოფელს მანამდე?
ასევე ბოგდანოვკა და მრავალი სხვა.
თუ ასეთი "ტოლერანტობით" გავაგრძელებთ თანდათან ქართული სახელები ჩანაცვლდება თურქულით დასავლეთში, ხოლო აღმოსავლეთსა და სამხრეთში აზრებაიჯანულ-სომხურით.
ჩვენ ჩვენსას ვკარგავთ, ამაზეა საუბარი და აქ "ტოლერანტობა' კი არა უხერხემლობაა შუაში.
ხომ არ იცით შემთხვევით, რა სახ. პოლიტიკა ტარდება ინგილოების მიმართ აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან?
მათს დასახლებებს სულ ქართულ სახელწოდებებს აძლევენ არა?
თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ინგილოებს ფაქტიურად უკვე ეკრძალებათ მშობლიურ ქართულ ენაზე სწავლა სკოლაში!!
..............
რაც შეეხება- სიღნაღს, ალავერდს, ასპინძას და ა.შ. იმას რაც ისტორიულ შემთხვევათა გამო თავად ქართველი ხალხის მიერ არის წოდებული ცხადია გადარქმევა არანაირ პოლიტიკას არ ემსახურება.
სულ სხვაა ვერაგული პოლიტიკით კომპაქტურად დასახლებული მეხუთე კოლონები და მათი იმამყუილევების მიერ წარდგენილი დასახელებები ცკ-ს მოთხოვნით, რათა ეროვნული ტოპონიმიკის ხსოვნა წაშლილიყო, და რამაც მართლაც გაამართლა. ამის დადასტურებაა თქვენი პოზიცია ჩვენს დიალოგში.
This post has been edited by annavita on 24 Oct 2016, 20:33