გამკვირვებია ამას რომ ამბობთ ხოლმე...
მესამე ძალა თავად ხალხია და ამას რატომ ვერ იაზრებს უმეტესობა?
არავინ არ ჩამოვარდება ციდან, უცებ ვერ გაჩნდება ვერანაირი მესამე ძალა. გაეშვით მესიანიზმს...
რომც გაჩნდეს არსაიდან, ეს იქნება მართული ძალა, რომელიც ქართულ საქმეს არ მოემსახურება.
გაზრდით კიდე ვერ აღმოცენდება ამ ნიადაგზე ისეთი ძალა, რომელიც კარგ ნაყოფს გამოიღებს. რომ მოხდეს, დიდი დრო უნდა, რაც არ გვაქვს.
ეს ნაკომუნისტარი თაობაც წავა და ახალი მოვა 10-15 წელში, იდეაში ვითომ ახალი სისხლი,
მაგრამ ყველაფერი ისევ ისე განმეორდება სხვადასხვა ფორმებით და შეიძლება ნაკლები სიმწვავით, მაგრამ იმავე შინაარსით,
იმიტომ რომ უკვე ეს თაობაც მოწამლულია სიძულვილით. უფრო ზუსტად კი უსიყვარულობით.
ქვეყანა და ხალხი არ უყვართ. უყვართ ფული, ამბიციები, კარიერა, თვითრეალიზება, სტატუსი და კომფორტის ზონა.
აი აქ, ფორუმზე ვინც დღედაღამე ერთმანეთს ლაფს ესვრის, ეგ თაობა მოვა და ეგენი ხელახლა დაღუპავენ ქვეყანას.
ხალხმა თავად უნდა დაიმსახუროს კეთილდღეობა, მასზე არცერთი ხელისუფლება არ იზრუნებს იმაზე მეტად, ვიდრე საჭიროა არსებობისთვის.
მონებს არასდროს მიცემენ იმდენს, რომ თავი გაითავისუფლონ. უნდა მოითხოვო რომ მოგეცემოდეს.
ნაცები რომ გადავაგდეთ, ხალხი მოდუნდა და მიღწეულით კამყოფილებას მიეცა, სისულელეების დაიჯერა და
ჩათვალა რომ აწი რაღაცეები თავისით მოხდება. ავირჩიეთ ფეხის ფეხზე გადადების და უფასო ფულის ჩამოცვენის სტრატეგია,
პარალელურად გამართული სანახაობების ტკბობის და პურის ნატეხების ჩამოტარების ფონზე... შედეგი სახეზეა.
ახლა ტრაკში ცოცხი უფრო უარესია თუ თავზე-პირზე ძღრენი, მაგაზე პოეტებმა და ფილოსოფოსებმა იდაონ.
ერთსაც რომ მოუსავლეთში მიყავხარ და მეორესაც ეგაა რეალურად მთავარი.
ჩვენ აქ ერთმანეთის ჭამაში გავერთოთ და მესამე ძალა რომელიც მოვა და ყველაფერს შეცვლის, იქნება არა ერთი პირი ან პირთა ჯგუფი,
არამედ არაფერი... ანუ ერთი დიდი სიცარიელე. ამ სიცარიელეში ჩავეტევით ყველანი, გვექნება არგასაყოფი და ფართო ადგილი,
და ვიქნებით ასე არხეინად უკუნითი უკუნისამდე
ამინ
This post has been edited by SCO on 5 Oct 2016, 12:26