საბანაძე ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას განმარტავს: ამის შემდეგ გვრჩება ერთი ეტაპიევროკავშირში საქართველოს ელჩმა ნატალია საბანაძემ ვიზების ლიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტთან მოლაპარაკებების დაწყების შემდგომი ეტაპების მიმდინარეობა განმარტა.
„დღეს დილით, ევროპულმა საბჭომ მხარი დაუჭირა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას, ამით სრულდება ინტერინსტიტუციური კონსულტაციები, ეს არის პარლამენტის, კომისიის და საბჭოს მხრიდან. საბჭო იყო ის ინსტიტუტი, რომელსაც ჯერ კიდევ დარჩენილი ჰქონდა თავისი გადაწყვეტილების მიღება და დღეს ეს გადაწყვეტილება მიიღო.
ამის შემდეგ გვრჩება ფაქტიურად, ერთი ეტაპი: სამივე ინსტიტუტი უნდა შეთანხმდეს საბოლოო გადაწყვეტილების ტექსტზე. ამას ჰქვია ტრიალოგი, ტრიალოგის ფარგლებში შეთანხმებულ ტექსტს კენჭს უყრის პლენარული და ამით დასრულდება პროცედურა“,-განაცხდა საბანაძემ.
შეგახსენებთ, ბრიუსელში ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა საბჭო (COREPER) დათანხმდა საქართველოს ვიზების ლიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტთან მოლაპარაკებების დაწყებას.
http://news.ge/ge/news/story/195857-sabana...heba-erti-etapi