kardinali100
Super Crazy Member +++

        
ჯგუფი: Members
წერილები: 36699
წევრი No.: 129212
რეგისტრ.: 24-March 11
|
#61598306 · 11 Oct 2024, 15:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რესპექთ უგულავას--არ ველოდი ძაან გაბედულად შაუპამპალა ქოცრეჟიმს:
გიგი უგულავა გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე - დამკვეთი არის ივანიშვილი, შემსრულებელი - თამაზ თამაზაშვილი
პროკურატურამ აღიარა, რომ გივი თარგამაძეზე შეკვეთილი თავდასხმის, აფეთქების ბრძანება არის ივანიშვილის მიერ გაცემული. მისი შემსრულებელი არის ღარიბაშვილის სიმამრი, თამაზ თამზაშვილის კლანი, - ასე აფასებს „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგი უგულავა, პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ყოფილი დეპუტატის, გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით გამოკვეთილ ახალ გარემოებებს ეხება.
როგორც გიგი უგულავამ აღნიშნულ საკითხზე საუბრისას განმარტა, მომხდარიდან რვა წლის თავზე, მორიგ არჩევნებზე, ეს ამ საქმით სპეკულაციაა. ამასთან, უგულავა პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „ბოდვას“ უწოდებს.
„ივანიშვილის ხელის პროკურატურისგან დღეს ჩვენ მოვისმინეთ მორიგი გაუგონარი ბოდვა. ბატონმა „ბულბულაშვილმა“, ეს კაცი შემჩნეულია, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც პოლიტიკური საქმეებია, ის გამოჰყავთ ხოლმე და იგავმიუწვდომელ ბოდვებს ახმოვანებს. მთავარი, რაც ჩვენ დღეს გავიგეთ, რაც ჩემთვის, როგორც გივი თარგამაძის მეგობრისთვის და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, დღეს პროკურატურამ აღიარა, რომ გივი თარგამაძეზე შეკვეთილი თავდასხმის, კერძოდ აფეთქების ბრძანება არის ივანიშვილის მიერ გაცემული. კერძოდ, მისი შემსრულებელი არის ღარიბაშვილის სიმამრი, თამაზ თამზაშვილის კლანი იმიტომ, რომ დღეს, ამდენი ხნის შემდეგ პროკურატურა გვერდს უვლიდა და არ ასახელებდა იმ გვარებს, კერძოდ, ჭიჭიაშვილს და აბრამიშვილს, რომელიც საზოგადოებამ და ყველა ჩართულმა მხარემ ძალიან კარგად იცის, რომ სწორედ თამაზ თამაზაშვილის მიერ დაქირავებული მკვლელები იყვნენ. ეს ის ხალხია, რომლის საშუალებითაც თამაზ თამაზაშვილი, როდესაც შევარდნაძის ეპოქაში კახეთის პოლიციის უფროსი იყო, იტაცებდა და აორგანიზებდა გამოძალვას. ბატონი ხეჩუაშვილი ამათი დაქირავებული მოწმეა, იქიდანაც ჩანს, რომ დღეს პროკურატურამ თან შეფარვით გვამცნო, რომ თურმე ეს პიროვნება მხოლოდ თვალთვალით იყო შემოფარგლული. ეს იმას ნიშნავს, რომ მასთან გარიგება არის დადებული, ადვილად რომ გამოაძვრინონ.
საზოგადოებას შევახსენებ, რომ აფეთქებიდან ნახევარ საათში, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბატონმა კვირიკაშვილმა ჩვეული სიმძიმით და ოხვრით, რადგანაც იცოდა სისულელეს და ზღაპარს ამბობდა, მაშინაც უკრაინისკენ გაიშვირა ხელი, მაშინაც ჩვენკენ გაიშვირა ხელი. ეს არის უკვე რვა წლის თავზე, მორიგ არჩევნებზე, ამ საქმით სპეკულაცია, მაგრამ მთავარი არის ის, რომ „ქურდს ქუდი ეწვის“ და დღეს პროკურატურამ გათქვა თავისი თავი. ჭიჭიაშვილის და აბრამიშვილის ხსენებით მათ დაადასტურეს, რომ დამკვეთი არის ივანიშვილი, შემსრულებელი არის თამაზ თამაზაშვილი და თამაზ თამაზაშვილის ხალხი, კერძოდ, ჭიჭიაშვილი, აბრამიშვილი და ხეჩუაშვილი“, - განაცხადა უგულავამ.
უგულავას თქმით, ჭიჭიაშვილს 2013 წელს მისჯილი ჰქონდა 22 წელი და ივანიშვილის ხელისუფლებამ ის გაათავისუფლა, როგორც პოლიტიკური პატიმარი.
„ვფიქრობ, ამ ფაქტით უკვე თავისთავად ნათელია, ვინ იყო ჭიჭიაშვილის მფარველი, ვინ გაათავისუფლა ჭიჭიაშვილი, ვისით იმართებოდა ჭიჭიაშვილი და დღეს, როდესაც ჭიჭიაშვილი არის მკვდარი, ივანიშვილის პროკურატურა მას „ატენის“. ჭიჭიაშვილი მონაწილეა, მაგრამ ნებისმიერი რამის მკვდარზე „შეტენვა“ ადვილია. ამიტომ, ჩვენ დღეს ვიხილეთ და გავიგეთ ის, რომ 26 ოქტომბრის მერე ეს საქმე აუცილებლად გაიხსნება. პროკურორ „ბულბულაშვილს“ მინდა ვუთხრა, მას აუცილებლად მოუწევს ჩვენების მიცემა და მოჰყვება როგორ, ვისი დავალებით, რა მოცულობით და რატომ აყალბებენ ამ საქმეს“, - განაცხადა უგულავამ.
ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულის ჩვენების მიხედვით, თარგამაძის კონტროლისა და თვალთვალის დავალება მიხეილ სააკაშვილმა გასცა, რადგან „თარგამაძეს არ ენდობოდა“.
როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა აღნიშნა, დარჩო ხეჩუაშვილის ჩვენების მიხედვით, გივი თარგამაძის კონტროლისა და თვალთვალის დავალება მიხეილ სააკაშვილმა გასცა. ამასთან, უწყების ცნობით, მოწმე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ასახელებს ამჟამად უკრაინაში მყოფი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გია ლორთქიფანიძის სახელსა და გვარსაც. * * * დაჟე თავფანჩარა მერყეობს და ხვდება მაგარ ყ ლეობას ვაწვებითო ეტყობა ღარიბოვის სასტავის ინიციატივით მოხდა და თავფანჩარა დისტანცირებისთვის პოზას იკავებს:
ირაკლი კობახიძე გივი თარგამაძის საქმეზე დაკავებულზე - ადამიანს 18-წლიანი ციხე ემუქრებოდა და საქართველოში უკანონოდ შემოსვლას ცდილობს - ამხელა რისკზე როგორ შეიძლება წავიდეს, თუ დავალების შესასრულებლად არ შემოდის? ირაკლი კობახიძე გივი თარგამაძის საქმეზე დაკავებულზე - ადამიანს 18-წლიანი ციხე ემუქრებოდა და საქართველოში უკანონოდ შემოსვლას ცდილობს - ამხელა რისკზე როგორ შეიძლება წავიდეს, თუ დავალების შესასრულებლად არ შემოდის?
ადამიანს [დარჩო ხეჩუაშვილს] 18-წლიანი ციხე ემუქრებოდა და ასეთ დროს ის ე.წ. მწვანე საზღვარს კვეთს და საქართველოში უკანონოდ შემოსვლას ცდილობს. ამხელა რისკზე როგორ შეიძლება წავიდეს ადამიანი, თუ ის საქართველოში მორიგი დავალების შესასრულებლად არ შემოდის? – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გივი თარგამაძეზე თვალთვალი, თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულ დარჩო ხეჩუაშვილს მიხეილ სააკაშვილმა დაავალა.
მისი შეფასებით, არჩევნებამდე 2 კვირაა დარჩენილი და სახელმწიფოს მაქსიმალური სიფრთხილე სჭირდება, რადგან საარჩევნო პროცესი პროვოკაციების გარეშე წარიმართოს.
„დეტალები საინტერესოა, ეს უმძიმესი პროვოკაცია უშუალო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა, რა თქმა უნდა, საინტერესო დეტალია. მართალია, ეს ადამიანი ბოლომდე ბრალს არ აღიარებს, მაგრამ პირდაპირ ხელს „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებულ პირებს, მათ შორის უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთ მაღალჩინოსანს ადებს. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება დამატებით გამოძიება და დიდი სიფრთხილე, წარმოიდგინეთ ადამიანს პირდაპირ ემუქრებოდა 18-წლიანი ციხე და ასეთ დროს ის ე.წ. მწვანე საზღვარს კვეთს და ცდილობს საქართველოში შემოვიდეს უკანონოდ. ამხელა რისკზე როგორ შეიძლება წავიდეს ადამიანი, თუ ის საქართველოში მორიგი დავალების შესასრულებლად არ შემოდის? ეს არის ვარაუდი, რომელიც შეიძლება გამოითქვას, თუმცა დანარჩენს გამოძიება დაადგენს.
მაგრამ ეს ფაქტი მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ მაქსიმალური სიფრთხილე გვჭირდება, საარჩევნო პროცესი წარიმართება მშვიდ გარემოში, უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში, არჩევებამდე 2 კვირაა დარჩენილი, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ საარჩევნო პროცესი ასე მშვიდად მივიყვანოთ ბოლოში. ამისათვის გვჭირდება მძიმე პროვოკაციების პრევენცია, რომელზეც გრძელდება საუბარი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პარტიულ ოფისებში. სახელმწიფო იქნება მაქსიმალურად კონცენტრირებული, რათა არა მძიმე არამედ ვერცერთი პროვოკაცია ვერ მოაწყონ ამ ორი კვირის განმავლობაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|