ქართული ოცნების 4 წელი და მზადება არჩევნებისთვის - მმართველი გუნდი თოქშოუ არჩევანშიარჩევნებამდე 2 დღით ადრე ტოკშოუ არჩევანში ქართული ოცნების წარმომადგენლებმა განვლილი 4 წელი შეაჯამეს და პარტიის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
სამოქმედო გეგმა მაყურებელს საარჩევნო სიის მეორე ნომერმა, კახა კალაძემ, წარუდგინა.
კალაძემ ეთერი ვიზალიბერალიზაციის პროცესში მიღწეულ მორიგ წარმატებაზე საუბრით დაიწყო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის საგარეო პრიორიტეტი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა.
შემდეგ ვიცე-პრემიერმა 2004-2012 წლებში ქვეყანაში არსებული მდგომარეობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ ყოველი მთავრობა ცდილობს, ძველს აჯობოს. კახა კალაძემ პარტია ქართული ოცნების დაარსებაც გაიხსენა და ისაუბრა ბიძინა ივანიშვილის წვლილზე.
კალაძე უმნიშვნელოვანესად აფასებს 2012 წელს არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლას.
"ქართული ოცნება არ დაუშვებს იმას, რომ ქვეყანაში დაბრუნდეს ძალადობა ან მოვიდეს ისეთი ძალა, რომლებიც იძალადებენ ხალხზე. ნებისმიერ ადამიანს შეიძლება, ჰქონდეს განსხვავებული აზრი და ამისთვის არ იდევნებიან," - განაცხადა კალაძემ.
სტუდიაში ასევე ისაუბრა პარტია ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, რომელმაც სტატისტიკურ მაჩვენებლებზე გაამახვილა ყურადღება.
ირაკლი კობახიძემ ამბობს, რომ ქვეყანაში, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, საკუთრების უფლება მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში დაცულია.
კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ მედიასივრცე თავისუფალია.
"ხელისუფლებას არა აქვს თავის ტელეკომპანია, მაგრამ აქვს რიგით მეორე, ოპოზიციურ ძალას," - აცხადებს კობახიძე.
ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ სასამართლო ხელისუფლება ბოლო 4 წლის განმავლობაში თავისუფალია.
http://rustavi2.com/ka/news/58264
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo