თვითონ ხალხს მაგრად არ აღელვებს რა ხდება ქვეყანაში
არ ინტერსდებიან რამდენად მნიშვნელოვანია მათი აზრი და არჩევანი
არა და ამდენი აუდიო, ვიდეო თუ ფოტო მასალა არსებობს,
მარტივად შეგვიძლია შევხედოთ კადრებს წარსულიდან და გავაანალიზოთ სიტუაცია,
მაგრამ ვის აინტერესებს?
ფაქტია პოლიტკური პარტიებისთვის მთავარი ამოცანა ხელისუფლების სათავეში მოსვლაა
და არა ქვეყნისთვის სიკეთის მოტანა, განვითარება
გინდა გაგიყალბებია ხმა და გინდა დაგირიგებია ვინმე ხმა მე მომეციო,
თან ისე რომ აზრზე არ იყოს ვის ირჩევს და რატომ, ფულით ყიდვა ხომ ადვილია?
ამის გარდა რა, თათრები არ იყვნენ ადრე?
არ ამბობდნენ იგივეს?
აზრზე არ ვარ რატომ ვარ აქ, ფული მომცეს და უნდა ვიყვირო მიშა, მიშაო
თქვენ თუ ამას ეძახით დემოკრატიულ არჩევნებს
და კიდევ ეს სულაც არ ნიშნავს რომ იგივეს გამკეთებლები არ არიან სხვა პარტიები
ჩვენი ლევანიც დამეთანხმება რომ წინა ხელისუფლებას ბევრი შეცდომა მოუვიდა,
ამას აღიარებენ თავად პოლიტიკოსებიც, მაგრამ ოპოზიცია არ არის მხოლოდ იმიტომ რომ ადგილი წაართვას სხვას,
არის იმისთვის რომ ხელისუფლებას შეცდომებზე მიუთითოს და ეს შეცდომები უნდა იქნეს გამოსწორებული
ტეხავს მხოლოდ ნაციონალების დადანაშაულება,
მაგრად ტეხავს
ქართული ოცნებაც დიდ ზიანს აყენებს ქვეყანას და მის მოსახლეობას
სამწუხაროდ
ჰო ასე ქოცებმა სდიეთ ნაცებს

მაგრად წავალთ წინ