აუუუუუუ, შეასრულააააა კახიიიიიიმ. (თუ კახმააააა)

აბა, თავიდან ნახეთ ვიდეო, ისევ სველდებით, ბრაცე?
* * *
QUOTE (Lilith @ 6 Oct 2016, 18:34 ) |
ჯეჯელავას ტრეინინგები უნდათ ამათ, ერთ მხარესაც და მეორესაც და სრულიად საქართველოს ასეთ "დაგნარს" როცა ვხედავ ხოლმე მუდმივად მისი სიტყვები მახსენდება, როგორ უნდა მოიქცეს მენეჯერი, როდესაც იცის რომ ორ თანამშრომელს ერთმანეთში რაღაც უთანხმოება აქვს. ასეთ დროს, ვინაიდან სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე პირდაპირ ვერ არკვევენ ერთმანეთში პრობლემის არსს, და უფრო მეტიც, ხშირად თავის თავსაც კი არ უტყდებიან იმაში რომ იმ მეორე პიროვნებასთან რაღაცა პრობლემა აქვთ, ეს ყველაფერი გამოიხატება სხვადასხვა სახით. ანუ რადგან პირდაპირ არ შეუძლიათ მივიდნენ და უთხრან აი შენ ასეთი და ასეთი რომ ხარ ამიტომ არ მევასები და სილა გააწნან (ხატოვნად), ამიტომაც სხვადასხვა პატარ-პატარა "მავნებლობებით" გამოხატავენ საკუთარ უკმაყოფილებას ერთმანეთის მიმართ. როდესაც ეს ეხება სამუშაოს, ბუნებრივია ყველაზე მეტად ზუსტად სამსახური ზარალობს, ვინაიდან ეს ორი ადამიანი ერთმანეთს საქმის კეთებაში ხელს უშლის.
ჯეჯელავამ ასეთ შემთხვევაში ჩავატარებდი რაღაც საკითხზე თათბირს, და ვცდილობდი მომესმინა ერთი მხარის აზრი საკითხთან დაკავშირებით და შემდეგ მეკითხა თუ რას ფიქრობდა ამაზე მეორე მხარე. ანუ "ჩორტს" აგდებდა, და შემდეგ უყურებდა თუ როგორ გამოუშვებდნენ ორთქლს ორივე მხარე, თან ცეცხლს ნავთს ასხავდა პერიოდულად რომ არ გაციებულიყო.
ამ დროს საერთოდ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს თუ რა თემაზე საუბრობენ, ვინაიდან არც თვითონ ადარდებთ ეს თემა დიდად, მთავარია ის რომ მათ შორის არსებობს დაძაბულობა და აბსოლუტურად ნებისმიერ თემაზე მოხდება დაპირისპირება.
ასეა ოცნება-ნაციონალების შემთხვევაშიც. ის ვერტმფრენებიც არავის ადარდებს, 13 ივნისს რა მოხდა და ვინ დაიღუპა 100 წელი არ ადარდებთ არც ნაციონალებს და არც ოცნებას (ადამიანურად რა თქმა უნდა ორივე განიცდის და თანაუგრძნობს დაღუპულთა ოჯახებს).
რაც შეეხება უზრდელობას, არცერთმა მხარემ არ დააკლო, მაგრამ ჩემთვის მაინც უფრო გამაღიზიანებელი აღმოჩნდა ამ შემთხვევაში ჟურნალისტების დამოკიდებულებამ და კითხვის დასმის მანერამ. მე ძალიან გამიჭირდებოდა ასეთი ფორმით დასმულ კითხვებზე ადექვატური პასუხის გაცემა, სულ რომ ცამდე მართალი ვიყო. |