Instance
Ми сміло в бій підем

     
ჯგუფი: Members
წერილები: 7243
წევრი No.: 219851
რეგისტრ.: 17-June 16
|
#48982981 · 8 Oct 2016, 00:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ინტელიგენტი
QUOTE | წესიერი, ჭკვიანი ხელისუფალის შემთხვევაში, შესაძლებელი იყო, საქართველოს შეენარჩუნებინა რუსეთისგან სეპარატისტული ტერიტორიების არაღიარების პირობა. ვიმეორებ, ღრუსეთის ხელფეხგამხსნელი ამ საკითხში, მხოლოდ და მხოლოდ საახოვის წვეტიანი მისწრაფებები, მისი დასავლეთისა და ნატოსკენ დაუოკებელი ლტოლვა შეიქნა (ვიცი, ამას რომ ვამბობ, მედასავლეთეების თვალში საფლავს ვითხრი, მაგრამ სიმართლეს სად წაუვიდე?).
|
მე რაც წამიკითხავს საერთაშორისო ურთიერთობებში ომი იწყება შემდეგ შემთხვევაში: 1) არის რაღაცეები რასაც სახელმწიფოები ვერ გაიყოფენ 2) ძალთა ბალანსი სახელმწიფოებს შორის იცვლება და იმ მომენტში ვინც ძლიერია ის იწყებს ომს რომ მერე ეხლა სუსტ მაგრამ მომავალში ძლიერ სახლმწიფოსთან აღარ მოუწიოს ურთიერთობის დალაგება ახალ სტატუსკვოში
მაგალითად გერმანიამ დაიწყო პირველი მსოფლიო რადგან მეფის რუსეთი ძლიერდებოდა და რომ გაძლიერებამდე დაესუსტებინა (ერთერთი მიზეზი ესაა)
საქრთველო თუ დაიწყებს გაძლიერებას - რუსეთი მოაწყობს პროვოკაციებს
გაიხსენეთ როდის გააქტიურდნენ გოჩა ესებუა და აკაკი ელიავა? (ამ თემასთან არაა კავშირში, მაგრამ ვიტყვი, რომ მიუხედავად იმისა რომ დესტრუქციული როლი შეასრულეს მაინც დიდი მოწიწებით ვუყურებ ორივე პიროვნებას)
ეხლა რისთვვის ვწერე ამდენი?
საქართველო რომ გაძლიერებას დაიწყებს, ამას აუცილებლად მოყვება რუსეთის მხრიდან პროვოკაციები
ანუ ორი ვარიანტია: ან არ განვითარდეთ საერთოდ, ან ვიპოვოთ ამის გამჩერებელი მეთოდი (ერთადერთი რაც შEიძლება ეს იყოს დასავლეთია, სხვა არაფერი)
QUOTE | ტერიტორიების დაუკარგაობის გულისთვის ე.წ. სომხური კარტის გათამაშებაც შეიძლებოდა დროებით და
|
აქ რას გულისხმობთ?
QUOTE | ღრუსეთის დაშლა-დასუსტებისთვის ლოდინიც. ისტორია 1,2,3 წელი არაა. ისტორიაში ქვეყნებს ზოგჯერ საუკუნეები არ ჰყოფნის საკუთარი საზღვრების შესაცვლელად...
|
გეთანხმებით ამაში, მაგრამ ერთს ვერ ხედავთ თქვენ სტატუსკვოს შეცვლა არ დაგვიწყია ჩვენ, ანუ ჩვენ არ გვქონდა მოსაცდელად საქმე, სტატუსკვოს შეცვლა დაიწყო რუსეთმა, აღიარების პროცესი რუსეთმა დაიწყო ომამდე და მიზანი ჰქონდათ მარტივი "სამხრეთ ოსეთის" საზღვრები დამთხვეოდა საბჭოთა დროინდელი ავტონომიური მხარის საზღვრებს და ამას მიაღწია ეს მოხდებოდა ან სეპარატისტების ხელით ან თუ ჩავერეოდით უკვე რუსეთის ხელით
QUOTE | ღორები ისე არ დასუსტდებიან, თავიანთ ირგვლივ სიმყრალე რომ არ გაავრცელონ, მაგრამ მათი საბოლოო ვერდიქტი მაინც დასუსტება და ქვეყნის სათავეში მედასავლეთე ძალების მოსვლაა.
|
+1
QUOTE | ჩვენ შეიძლება არა, მაგრამ იქნებ ჩვენს ჭკვიან, განათლებულ შვილებს მისცემოდათ შესაძლებლობა ღორთაგან ჩვენი ტერიტორიების გამოტყუებისა?
|
მე "შვილების თაობა" ვარ
QUOTE | ახლა კი რა... გაურკვევლობის, ილუზიურ, ვირტუალურ ფარვატერში ვცურავთ და ყოველგვარ სიცრუეს დედის რძესავით ვირგებთ... აწ ვინ რისი დამბრუნებელია?
|
აქამდე რამე სხვა სტატუსკვო იყო?
QUOTE | ახლა იძულებულნი ვართ, გავძლიერდეთ (როდის? როგორ?) და ძალით, ომით დავიბრუნოთ სამშობლო.
|
ჩემ აზრს მოგახსენებთ, ტერიტორიის დაბრუნებას ყველა ვარიანტში ექნება სამხედრო ასპექტი ოღონდ ამ სამხედრო ასპექტს თან უნდა ახლდეს საქართველოს წარმატება ომის მრავალ სხვა ასპექტში რისი გაკეთებაც შეიძლება და არ კეთდება არის რუსეთის წინაამღდეგ საქმეების აღძვრა ICC-ში (ნუ ეს დაიწყო მაგრამ აქ ისევ ICC-ს გავახსენდით და არა ჩვენი ინიციატივით), მაგრამ მსგავსი გამოძიებები უნდა დაიწყოს ცხინვლაის პირველ ომზეც და აფხაზეთის ომზეც და არა მარტო 2008-ზე, ასევე სარჩელები უნდა შეტანილ იქნას ICJ-ში ECHR-ში ეს ერთი ასპექტი კიდევ ბევრი ასპექტია რაზე წერაც მეზარება
QUOTE | ხოლო ვისაც ნატოს იმედი აქვს, მას ერთი კვირის წინ მის ერთ-ერთი ხელმძღვანელის (გვარი არ მახსოვს) სენსაციურ გამოსვლას შევახსენებ, რომელმაც კინაღამ საშუნტირო კონტინგენტად მაქცია. მან პირდაპირ განაცხადა, სეპარატისტული ტერიტორიებიანად ილუზია არ გქონდეთ ნატოში შესვლისო. ისე კი საქართველო ყველაზე ახლოსაა ჩვენს ღია კართანო... როგორ მოვიქცეთ? ისევ ისეთი დენთშერეული კრიტიციზმი (რბილად რომ ვთქვათ) განვაგრძოთ ღრუსეთის მიმართ თუ... საახოვივით შევალეწოთ ჩვენი ბიჭები ,,შჩედრაია დუშას''?
|
სამაგიეროდ შეიძლება გავხდეთ Non-NATO ally ამის გაკეთებაც შეიძლება ალტერნატივის სახით
QUOTE | ნაცთათვის საქართველო სირიად უნდა გადაიქცეს, ხოლო ქოცნი ამ აზრს ეწინააღმდეგებიან. ამიტომაც აქვთ ქოცებს რუსეთუმეს იარლიყი, ხოლო ღნაცებს დასავლეთუმეებისა. სხვა დანარჩენი იავნანებით საახოვი იმათ აძინებს, ვინც დიდგორივით ჩესტზე დგას მის წინაშე...
|
ისევ ძალიან მიკერძოებულად უყურებთ სიტუაციას
jangi
QUOTE | 100% გეთანხმები, მაგრამ...
|
მადლობა
QUOTE | დავიწყოთ სინგაპურიდან. 60 იანი წლებიდან ერთი პარტია მართავს, მაგრამ კორუფცია 0% ია. კვლევებმა აჩვენა რიმ მხოლოდ იმიტომ, პატიოსანი მთავრობა ყავთ.
|
ნაცებს და სინგაპურს თუ ადარებ, კი ნაცებს ქონდათ სინგაპური მიზნად დაწესებული ოღონდ მკვეთრად ჩამორჩებოდნენ თითქმის ყველა ასპექტში
QUOTE | ახლა ჩამოვიდეთ მიშას დროში. რას უშვებოდნენ ოპოზიციას? არ გავაგრძელებ, ჩემზე კარგად გეცოდინება. ჰოდა საიდან ეყოლებოდა საპირწონე? წარმოიდგინე რუსთავი2 ახლა რომ ქოცების იყოს და მხოლოდ ტაბულაზე ყიყინებდეს ნაცები, იგივე საკონსტიტუციოს აიღებდა ოცნება. იმ პარლამენტში კი, შენ რომ ახსენებ, აზრი არ ქინდა ოპოზიციის შესვლას, საკონსტიტუციო გაყვანილი ყავდა ნაცებს და უცხოელების თვალის ასახვევად მიუგდწა რამდენიმე მანდატი.
|
მაგაში ასპექტში სინგაპურსაც ბევრი მიქარვაა აქვს მაგრამ შევეშვათ ამ საკითხს
ეს რასაც ამბობ რომ ოპოზიცია გაიტისკა და ა.შ, ზოგადად ისტორია გვასწავლის რომ ესეთი რადიკალური არადემოკრატიული ქცევები არის ზოგადად რევოლუციურად მოსული მთავრობის შედეგი, აბსოლუტური უმრავლესობით მოსულები თამამდებიან
QUOTE | და კიდევ, ნაცებმა რომ მოიგოს, რატომ ხარ დარწმუნრბული რომ იგივეს არ იზამენ? ხო თქვ ერთხელ ბელადმა, ივანიშვილს ზიმბაბვეშიც ამოვთხრიო, ჰოდა ივანიშვილის გარეშე ოპოზიცია კი იყო მაშინ და ქე ხედავდი რასაც უშვებოდნენ.
|
ნუ 100% არაფერი არ ვიცი, მაგრამ ამ საკითხს რაც შეეხება ნაცების ისევ ისე გათამამებას სჭირდება ისევ რევოლუციით მოსვლა და ისევ მარტო დარჩენა მოედანზე, ანუ არ ვფიქრობ, რომ ნაცები არ გაიმეორებენ მოსვლის შემთხვევაში, ვერ გამიმეორებენ რადგან ამას ჭირდება ხელისუფლების მონოლითური მოქმედება თუმცა რა აზრი აქვს ხვალ მაინც ვერ მოიგებენ
QUOTE | და კიდევ, ნაცებმა რომ მოიგოს, რატომ ხარ დარწმუნრბული რომ იგივეს არ იზამენ? ხო თქვ ერთხელ ბელადმა, ივანიშვილს ზიმბაბვეშიც ამოვთხრიო, ჰოდა ივანიშვილის გარეშე ოპოზიცია კი იყო მაშინ და ქე ხედავდი რასაც უშვებოდნენ.
|
ისევ იგივე, სურვილი არ შეესაბამება შესაძლებლობებს
QUOTE | ასე რომ ნაცები ოპოზიციაში ჯობია, მათთვისაც და ქვეყნისთვისაც.
|
ზოგადად მონოლითურ და პროაქტიულ მთავრობებს ბევრი ნეჰატივის მიუხედავად (ნაცები ეგეთი იყვნენ) ახასიათებს ბევრი აქტიური და საქმის გამკეთებელი ხალხის შემოკრება ნაცებმა ბევრი ეგეთი შემოიკრიბეს იმ 9 წელის დროს ეხლა არის ორი ვარიანტი ან ნაცები უნდა დაიშალოს და ამ აქტიურმა ტიპებმა ახალ პოლიტიკურ ფორმაციებში იპოვონ თავი, ან ნაცემა უნდა მოიგონ თორემ ხარისხობრივი "პერევესი" აქვთ ბევრ საქმეში ქოცებთან და ეგ რესურსი რაც აქვთ ტყუილ-უბრალოდ ცდება
|