#48979720 · 7 Oct 2016, 18:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | მოსამართლეთა მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები და უსაფუძვლო ბრალდებები შესაძლოა დასჯადი გახდეს
|
აბა რა გინდა, ისეთ სისტემას იწყობენ რომ რაც უნდათ ის აკეთონ და პლიუს მაგას ვინმე თუ ხმას ამოიღებს ეგრევე დასჯადი ქმედება იყოს. თქვენ ვერ ხვდებით თავისთვისაც უნდათ თავისუფლად სუნთქვა რა.
QUOTE | ის კია არა რომ სასამართლო გახადონ რეალურად თავისუფალი და პროფესიონალური, თურმე წყინთ რომ აგინებენ
|
ვინ უნდა გახადოს სასამართლო დამოუკიდებელი ??? აბა კარგად გაიხსენე სულ ცოტა ხნის წინ რომ მოსამართლეების გამოცდაზე ერთ ერთი მოსამართლეს კანდიდატი რომელის დიპლომის ხელმძღვანელიც ნინო გვენეტაძე იყო 100-იდან 100 ქულით რომ გავიდა და მერე აღმოჩნდა რომ ჩაწყობილი იყო, მაშინაც ხმა არ ამოიღეს მურუსიძეებმა და დღემდე არაფერი აღარ თქმულა თუ რა მოხდა და როგორ ჰქონდა ინფორმაცია საგამოცდო კითხვების იმ კანდიდატს, პლიუს რა ბედი ეწია დანიშნეს თუ არა მოსამართლედ. მურუსიძე რომელიც თუ რამეა მიშას საქმეებს აკეთებდა დღეს მთელი იუსტიციის საბჭო ერთხმად იცავს და არავინ არაფერს ცუდს არ იტყვის მასზე. ბოლო რამდენიმე მოსამართლეთა კონფერენციაზე ყველა რომ ერხმად ერთ "აზრზე დგანან". ანუ რა გამოდის სისხლიანი რეჟიმის დროსაც კი უფრო მეტი კრიტიკა ისმოდა მოსამართლეების მხრივ ვიდრე ეხლა თავისუფლად სუნთქვის დროს და ამავ დროულად რას აკეთებენ ესენი, თავიანთი კანდიდატები დანიშნეს და გადანიშნეს უვადოთ, სად გაგონილა რომ მოსამართლეს რომელსაც ვადა გასდის 6 წელიწადში ეხლა შეიტანოს განაცხადი მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის რომ მიიღოს უვადოთ დანიშვნა. არ ვიცი კანონიერების თვალსაზრისით რამდენად მართალია ეგ ქმედება, მაგრამ რეალურად კი არის პირდაპირი გარიგება, რომ თავიანთ კანდიდატებს წინასწარ უკვე უვადოთ ნიშნავენ ხოლო იმ კანდიდატებს ვინც არ აწყობთ რა თქმა უნდა აღარ უხანგრძლივებენ მოსამსართლეობის ვადას.
This post has been edited by Phantom on 7 Oct 2016, 19:00
|