არა - უბნის კოორდინატორიც ვიყავი, თან, ერთდროულად სამი უბნისა.
ხალხს ეშინოდა ღიად გამოჩენის და აქტიურობის.
და, სიტყვამ მოიტანა და, სულ არ იყო სამუშაო არაფერი.
სანამ დამკვირვებლად წავიდოდი, შევუარე ყველა ეზოს, ვინც პირველი შემომხვდა, იმას ვთხოვე, კაცი არ დატოვო სახლში, ყველა უბნისკენ გარეკე-თქო.
ყველამ მითხრა, შენი თქმა რად გვინდოდა, შენ შენს საქმეზე მშვიდად წადიო.
ასე დავემშვიდობე მეზობლებს და წავედი.
წავედი თბილისიდან 100 კილომეტრში.
სადაც მე ვცხოვრობ, იმ რაიონში ყველაზე დიდი დასწრება იყო და ჩემმა უბანმა კიდევ ყველას აჯობა.
კოორდინატორი რომ მერქვა, ეს არც ოჯახ-ოჯახ სირბილს ნიშნავდა და არც ციცო დეიდობას.
ან ვისთან უნდა მერბინა, მეზობლებთან, რომლებსაც ყოველ წუთას ეზოში და ქუჩაში ვხედავდი?
თავიდან, კოორდინატორობა რომ შემომტენეს, დიდი ხვეწნა-მუდარით, რომელი ეზოებიც მერგო, იმ ეზოებში შევედი და ხალხს ვუთხარი, სალამი, მე თქვენი კოორდფინატორი ვარ-მეთქი.
გაიხარეს, რა კარგია, ვინმე უცხო რომ არ არის და ტვინს არ გაგვიბურღავსო.
This post has been edited by eeelllooo on 8 Oct 2016, 14:57