დემოკრატიულ მოძრაობა ეგზიტპოლის მონაცემებს არ ენდობაეგზიტპოლის მონაცემებს არ ენდობიან დემოკრატიულ მოძრაობაში. ნინო ბურჯანაძის თქმით, მისი ამომრჩევლები აცხადებენ, რომ არავითარ ეგზიტპოლში მონაწილეობა არ მიუღიათ.
ნინო ბურჯანაძე მიმართავს მათ, ვინც იმყოფება უბნებზე, რომ უნდა იყოს მაქსიმალური მობილიზაციამ რათა მოხდეს ხმების დაცვა.
მისივე განმარტებით, მას აქვს ინფორმაცია ადგილებიდან, რომ მათ ბევრი ხმა მიიღეს.
„რაც შეეხება ეგზიტპოლებს, რომლითაც მუდმივად ხდება მანიპულირება საქართველოში, ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ტელევიზიებშიც კი 30% რჩება პასუხგაუცემელი. გარდა ამისა, ყველამ ძალიან კარგად იცით, ჩვენი მომხრეები იყვნენ გაფრთხილებულნი, არცერთ ჩვენს მომხრეს არ გაუცია პასუხი ეგზიტპოლების შეკითხვისთვის, რადგან ჩვენ ვიცით, როგორი მანიპულირება ხდება ეგზიტპოლების მიერ,“ - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
GFK-ს პირველადი მონაცემებით, ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობას - 2,81% აქვს.
http://rustavi2.com/ka/news/58569