ისევ ,,დავალდებულება", ,,იძულება" და რაც მთავარია აბსტრაქცია
ეს არ არის ზუსტი მეცნიერება ან კონკრეტული შემთხვევა
მაგრამ დავუშვათ
გადაღეჭილი მაგალითი
ნავზე ვზივარ 20 პატარა ბავშვით, მეტი ადგილი არაა
ვიღაც მოხუცი ეპოტინება, თუ ამოვა, ყველა ჩავიძირებით
იძულებულია საღად მოაზროვნე, ხელი გააშვებინოს და ჩაახრჩოს
მე არ მინდა ვიყო ეგ საღად მოაზროვნე
არ ვარ ემაგ იდეის გამზიარებელი
არ შემიძლია ქუჩებში კატები და ძაღლები დავაფრთხო, ან კისერში წავუჭირო და ხრჩობა განვაცდევინო იმ იდეით, რომ მერე ადამიანს გაექცევა და გადარჩება

დამნაშავე ვარ, გუშინ მოკლეს ეგრე 1 კნუტი, არადა მივუხვდი იმ ბავშვებს
ჩემს ძაღლს მანქანას ვერ მივაჯახებ იმისთვის, რომ მანქანის შიში გაუჩნდეს, ვიცი მაინც მაგას შეეწირება
მკვლელებიც გავამართლოთ, გააკეთეს რაღაც, გადაწყვეტილება მიიღეს და მოტივები ექნებოდა, მერე რა, თუ თავად არ შეუძლია გამოხატოს? ყველაფერი რაღაცის გამო ხდება, აქვს მიზეზი
ვინ იცის მერე რა ხდებოდა
ეგერ ორუელი თუ ვინც იყო, ჰიტლერსა კლავდა აკვანში
იქნება და მე რომ დავიკიდე და 20 ბავშვიანად ყველა ჩავიხრჩეთ, ჯამში 22 სული
მანდ იყვნენ იქნებ ისეთები, ჯამში 23–ს რომ გააგორებდნენ

ხომ დავრჩი +1-ში

ადამიანი რომ გქვია და რაღაც ჰოლოდომორს აწყობ იმ იდეით, რომ აი მაგაზე უნდა აშენდეს შემდეგ ისეთი, რაც სტატისტიკურად გაცილებით მეტ ადამიანს გადაგარჩენინებს
მე მანდ არ ვარ დაო თუ ძმაო
1–იც რომ იყოს მსხვერპლი – ვიცოდე ეგ და მეორე შემთხვევაში ვიცოდე, რომ იქნება 90–იანებში რომ მოგვივიდა ისეთი
ჯობია რა თქმა უნდა მოხდეს პირველი
მაგრამ მე არ ავიღებ მაგ 1–ზე პასუხისმგებლობას, აი ხართ აგერ ხალხი და აიღეთ
რაც გინდათ ის აგირჩევიათ, არითმეტიკულად მართლები ხართ
და მე რატომ მავალდებულებთ

ყველა ჩემსავით მოიქცევით? სადაც 1 მოხუცი იხრჩობა და ამის საფუძველზე სიცოცხლე გრძელდება
მანდ კარგი დასასრულისა არა მჯერა, ბანალურია რა ვქნა
ბარემ ჩავყვეთ იმ 1-სა, აი ეგაა სოლიდარობა
სამართლიანობაც ეგაა, მომინდომეს აქ ერთის გაწირვა და ბრბოს ბაკხანალია, ამათ ფერხულში უნდა ჩავება თურმე
იზემიეთ, სანამ მიწად მიიქცევით

ჰომო საპიენსმაც იზეიმოს, სანამ დაგფერთხავთ დედიკო გეა
ამათ მართლა სამუდამო ჰგონიათ კაცობრიობა
პრინციპში არის შანსი, მაგრამ მიზერული

იწოგში, ცუდში და უარესში აირჩიეო, ვერავინ დამავალდებულებს, ანუ ვერ დამაბოლებს, რომ ეგრეა საჭირო
ზოგჯერ ავირჩევ კიდეც, რომც არ მინდოდეს მაინც, ზოგჯერ უარესს ავირჩევ
ზოგჯერ მე გავაკეთებ მაგ უარესს
ადამიანი ვარ, მაშ
სანამ მაკიაველიზმია (დასაბამიდან ასეა და ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე ალბათ ბოლომდე ასე იქნება, თუმცა ,,საი–ფაი" მიყვარს, არის შანსები

) და მიზანი ამართლებს საშუალებას, ეგ მიზანი ქიმერაა, თავის თავს გამორიცხავს ლოგიკურად
სანამ რაღაც მსხვერპლად მიგაქვს
მზად იყავი, რომ მსხვერპლად მიიტანენ სხვებიც რაღაცას და ეგ ,,რაღაც" ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს
ისევე როგორც შენთვისაა ნებისმიერი რამ
ჰოდა მე ამ ლოგიკასთან ვერა ვძოვ