Darker Sideგამოიხედე, ახალგაზრდავ
გემოვნებაზე ნუ ელაპარაკები ჩვენი თაობის ხალხს.
ნურც ფილმების, ნურც მუსიკის, ნურც ხელოვნების, ნურც კინოს, ნურც წიგნის...
განა იმიტომ, რომ შენ გემოვნება არა გაქვს.
იმიტომ, რომ შენ, ბავშვობიდან უყურებ ისეთ ტელევიზიას, რომელიც ბოდიშიდა, ყველა მაგ საკითხში გემოვნებას კი არ აყალიბებს, არამედ, აფუჭებს.
ნუ, ახლა მეტყვი, რომ მეე, ჩემიით, ნეტშიი, ვეძეებ, ვპოულოობ და ა.შ.
ვერაფერს აც ვერ ეძებთ და ვერაფერსაც ვერ პოულობთ, იმიტომ რომ ის ნეტი ნაგვითაა სავსე და უამრავი ნაგავი უნდა ნახო, მოისმინო და შეიგრძნო, ერთი "დონე" რომ აღმოაჩინო

ეს ერთი...
ახლა მეორე:
რესპების შესახებ არცოდნა გლეხის , და მითუმეტეს მისი ბნელობის, ბრალი არ არის.
ეგ თავად რესპების ბრალია. მათი თავდაჯერებულობის და ალღოს უქონლობის.
ისევე როგორც ბურჯანაძის, რომელმაც 202-ში რიგითი პარლამენტარობა იუკადრისა, პირდაპირ პრეზიდენტბა მოინდომა,
აიღო 10% და იმ პროცენტის გადიდების ნაცვლად, კრუხივით დაჯდა სახლში და გაბღენძილი დაელოდა ახლაც იმდენივე ამომრჩეველს...
ისევ რიგითი პარლამენტარობისთვის
მე ბევრი რესპი და მათი მომხრე მყავს ფრენდებში...
აი, ახლაც, როცა ასეთი კატასტროფის ზღვარზე არიან, კიდევ ვერ ხვდებიან, რატომ წააგეს...
იმას კი არ განიცდიან, რომ სევდიამაც კი გაუსწრო ვაკეში უსუფაშვილს, არამედ გოგიჩამ როგორ გაუსწროო...
ვაკე და საბურთალო ხომ მაინც არაა სოფელი?
აქ რა გჭირს და რატომ გჭირს, რომ ნაცი, თანაც ვინ? სევდია, კაცო, სევდია რომ გჯობნის, ესაა ტრაგედია, თორემ ქოცების ამდენი ამომრჩეველი რომ ქოცს შემოხაზავდა, ეგ რა გასაკვირია?
ჰო, სახლში დაბრძანებულ და ფაცეზე მოკეკლუცე , ხალხში გაუსვლელ ტიპებს უმადლოდეს კიდევ რესპებიც და თავდემებიც იმას, ინაშვილმაც რომ აჯობა და განსაკუთრებით ნაცებმა რომ გადაუარეს...ამ მასაზე რომ ვერ მოახდენ გავლენას, აბა, რის პოლიტიკოსი ხარ?
ქოცები ისედაც რომ კარგად გაიმარჯვებდნენ, ამაში ვინმეს ეჭვი თუ ეპარებოდა, მე არ ვიცი, რაა...
მაშინ პოლიტიკაში რაღას პოსტავთ...
წადით ქალში და მამაკაცში...
პირად გამოცდილებას მაინც გაუზიარებთ ხალხს...