შრედინგერის კატა ეს არის აზრობრივი ექსპერიმენტი. კატა ზის სპეციალურ გაუმჭვირვალე ყუთში, სადაც ჩამონტაჟებულია ასეთი მექანიზმი: რადიოაქტიური ნიმუში, რომელშიც 1 ატომის დაშლის ალბათობა შეადგენს ½–ს (50%). თუ 1 ატომი მაინც დაიშლება, დაშლის პროდუქტები ჩართავს ონკანს, რომელიც გაუშვებს ყუთში შხამიან აირს და კატა მოკვდება.
თუ კვანტური მექანიკა სწორია, ატომი ერთდროულად იმყოფება დაშლილ და დაუშლელ მდგომარეობაში, ანუ განუსაზღვრელობაში, მანამ სანამ არ დავაკვირდებით უშუალოდ ამ ატომს. შედეგად, კატაც უნდა იმყოფებოდეს ერთდროულად ცოცხალ და მკვდარ მდგომარეობაში, მანამ, სანამ არ გავხსნით ყუთს და არ გავარკვევთ ერთდროულად 2 საკითხს: კატის და შესაბამისი ერთ–ერთი ატომის მდგომარეობას. აინშტაინი ფიქრობდა, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ ატომი სინამდვილეში არაა განუსაზღვრელობაში და განუსაზღვრელობა არის სტატისტიკური მონაცემი. შრედინგერის ინტერპრეტაციის მიხედვით კი _ კატა არც ცოცხალია და არც მკვდარი იმ მომენტში, როცა არავინ აკვირდება. იმ მომენტში, როდესაც ყუთს გავხსნით, ხდება ობიექტიური კოლაფსი და კატის მდგომარეობა იძენს გარკვეულობას. კიდევ ერთი ინტერპრეტაციით, კატაც შეიძლება ჩაითვალოს დამკვირვებლად და იგი ხდება პირველი არსება, რომლისთვისაც ხდება ობიექტური კოლაფსი. დამკვირვებლისთვის იგი მოხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ყუთს გახსნის. დამკვირვებლის კოლეგებისთვის კატის მდგომარეობა გაირკვევა მხოლოდ მაშინ, როდესაც დამკვირვებელი მათ მოახსენებს კატის მდგომარეობას. მთელი მსოფლიოსთვის _ მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიოს დამკვირვებლები შეიტყობენ კატის მდგომარეობას.
OFFTOPIC:გვერდით განყოფილებიდან გადმოვაკოპირე |