მართალს ამბობთ!

ნაცი ცოცხალი ბუნებაში არ არსებობს.
ფაქტიურად სულ "მგონია"რეჟიმში ხართ.

რას ნიშნავს, რას გვეუბნება ეს სიტყვა?
დაუკვირდით, შინაარსმწარმოებელი აქ არის -"მ" მ-გონია.
"მ"- არის მწარმოებელი როცა მესამე "პირი", ანუ გარეშე მოქმედებს ჩვენზე.
ანუ როცა ჩვენს ნებელობას მართავს სხვა.რაიმე გრძნობადი ტენდენცია, რომელსაც ვემორჩილებით, რადგან ვერ ვფლობთ, ვერ ვაკონტროლებთ.
მაგ:მ-ემღერება, მ-ეხალისება, და ა.შ.
ამ შემთხვევაში -"მ-გონია"- ჩვენს გონებას წარმართავს არა ჩვენი ინდივიდუალურ-პიროვნული ცნობიერება, რაც მხოლოდ ჩვენია, საკუთრივია და ჩვენ სრულიად ვიცით და წარვმართავთ, ვთანამშრომლობთ მასთან, არამედ ის რაც არ არის "ჩვენი", საკუთრივი, ინდივიდუალური, არამედ ზოგადი, რაც მრავალთათვის არის საერთო, და ეს გახლავს ჯგუფური ცნობიერება!
ჯგუფურ ცნობიერებას აქვს თავისი უმრავალფეროვნესი სპექტრი. და საერთო წყარო არის ღრმად მდებარე ქვეცნობიერი, რომელიც ზოგადინსტიქტებშია განფესვილი.
ამიტომაც არის რომ ინდივიდუალურობის მქონე პიროვნება არასოდეს არ შევა რაიმე სახის ჯგუფური ცნობიერების წარმონაქმნში.
ვინც თავს აჩვენებს როგორც მაღალგანვითარებული პიროვნება, თუკი ის ჯგუფური ცნობიერების რაიმე სახეობას შეუერთდება თავისი ქმედებითა და მრწამსით,დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ ის სინამდვილეში არ გახლავთ ინდივიდუალურ-პიროვნულად მოაზროვნე და აქედან გამომდინარე - შემოქმედი, /სრული პასუხისმგებლობით აღჭურვილი/ თავის ცნობიერი,სიკეთისმომტანი განუმეორებელი ქმედებებისა.
არამედ ის არის ჯგუფური ცნობიერების მიერ წამოტივტივებული იდოლი, იდოლი ინსტიქტების იმ სახეობისა, რომელსაც ყველაზე მაღალი აქტივობა გააჩნია კონკრეტულ დროით მონაკვეთში მცხოვრები ჯგუფური ცნობიერების მქონე მასაში /მასა მუდამ ჯგუფური ცნობიერების ტენდენციებით იმართება/!
ასე იყო მუდამ ამ ჩვენი რთული ბედის ქვეყანასა და ხალხში. ყველა ისტორიულ ეტპზე! ასე იყო გუშინწინ, გუშინ, ასეა დღეს და ხვალაც ასე იქნება, მანამ , სანამ ადამიანის ყელში არ ამოუვა "მგონიაცნობიერების" ტკივილიანი შედეგები...
ჩვენს ქვეყანაში ინდივიდუალურ-პიროვნულ, ანუ ჭეშმარტ ცნობიერებას ტყვიას აჭედებს შუბლში ჯგუფური ცნობიერება, წარმოდგენილი გნებავს ზოგადი და გნებავს ერთეული ადამიანის სახით.
იმედს ვტოვებ პანდორას ყუთის ფსკერზე, რომ შესაძლოა ამ პოსტმა სულ მცირე მაგრამ ახალი წერტილიდან დაგანახონ ის ყველაფერი რაც "გეგონა"- თუ რატომ გეგონა, და რას ნიშნავს და სადამდე მიჰყავს "მგონიაცნობიერებას" ადამიანი და საზოგადოება.
არ მგონია, ასეა ეს, დათა ბატონო
This post has been edited by annavita on 12 Oct 2016, 16:52
თქვენ ვერ ატევთ აღდგომის მისტიურ ფენომენს სწორ გრამატიკულ ფორმაში.
(c) დათიკო