როგორც მოგეხსენებათ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა უელსისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის შეხვედრა, რომელიც ფრედ 1:1 დამთავრდა.
მატჩს გამოეხმაურა ესპანური გამოცემა GOAL-იც, რომელმაც შეხვედრის ყველაზე ცუდ მოთამაშედ ქართველთა შემტევი ლევან მჭედლიძე დაასახელა. ლევანმა მეორე ტაიმის ერთ-ერთ ეპიზოდში კონტრშეტევისას მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩენილმა ვერ შეძლო ბურთის გატანა და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს გუნდს სამი ქულა დააკარგინა. სავარაუდოდ სწორედ ეს გახდა მისი დაბალი შეფასების მიზეზიც.
შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებულმა გამოცემამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად თორნიკე ოქრიაშვილი დაასახელა.
http://footballnews.ge/index.php?newsid=9132