მერკელი არ ადანაშაულებს ამომრჩეველს
27.09.2016
ხელისუფლების მოსაზრებას, რომ სისტემაში კრიზისი არ არის, მივყავართ მმართველი პარტიებისათვის მოულოდნელ შედეგებამდე არჩევნებში
გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა საინტერესო განცხადება გააკეთა გუშინ. მან თქვა, რომ კვირას. მისი პარტიის დამარცხება, ამომრჩევლების ბრალი არ არის. კანცლერის თქმით, „ამომრჩეველთა ლანძღვით არაფერი მიიღწევა.“ ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა (ქდკ) მესამე ადგილი დაიკავა მეკლენბურგ-დასავლეთ პომერანიის ადგილობრივ საპარლამენტო არჩევნებში და ანტი-საემიგრაციო ნაციონალისტური პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“, უკან მოექცა. არჩევნებმა, მნიშვნელოვანი, არაფერი განსაზღვრა, გარდა იმისა, თუ რამდენად არაპოპულარულები გახდნენ ქდკ და მერკელი.
ნორმალურ საარჩევნო წლებში, ამომრჩეველთა დადანაშაულება ხმის მიცემის შედეგების გამო იქნებოდა აბსურდი. დოქტრინა „Vox Populi, Vox Dei” (ხმა ხალხისა, ხმა ღვთისა) მიხედვით, რომელიც დემოკრატიის საფუძველია, ხალხი არის პოლიტიკოსების მოსამართლე და არა პირიქით.
მერკელის განცხადებას აზრი არ აქვს მანამ, სანამ არ მივხვდებით, რომ „სულელი ამომრჩევლის“ ეპოქაში ვართ. დიდი ხანია, რაც ძირითადი პარტიები მართავენ ევროპულ და ამერიკულ პოლიტიკურ სისტემებს და ამ პარტიებში, გარკვეული იდეოლოგიები, ფრაქციები და პიროვნებები გაბატონდნენ, სხვები კი იზოლირებულნი არიან.
პარტიები, იდეები და მათი წარმომადგენლები, იმდენი ხანია მართავენ, რომ სავარაუდოდ, კეთილგონიერი ხალხი მათ უწყვეტ მმართველობას, მცირე ვარიაციებით, ღვთის ნებად ჩათვლის. გარკვეული ღირებულებები დამტკიცებულად ითვლება, ისევე, როგორც ქცევის გარკვეული წესები. მმართველ პარტიებს შორის უფრო მეტი საერთოა, ვიდრე პარტიების შიგნით და გარეთ მყოფ მეტოქეებს შორის.
ეს არის სისტემური მარცხის პერიოდი. ევროკავშირმა, 8 წლის განმავლობაში ვერ მოახერხა ევროპაში იმ პრობლემების გადაჭრა, რომლებიც 2008 წლის შემდეგ წარმოიშვა და არანაირი ნიშანია, რომ გამოსავალი ახლოვდება. მიუხედავად ამისა, იდეა, რომ რადიკალური ცვლილებაა საჭირო პრობლემის აღქმისა და მმართველობის სისტემის მუშაობისთვის, აბსურდულად მიიჩნევა. ძირითად პარტიებს მიაჩნიათ, რომ პრობლემები მართვადია. მაგრამ, როდესაც ისეთი ახალი პრობლემები, როგორიც იმიგრაციის საკითხია, თავზე ეყრება არსებულებს და მათაც ისევე მოუქნელად მართავენ, როგორც მანამდე, აშკარა ხდება, რომ რაღაც არასწორია მართვის პრინციპებში, დომინანტურ პარტიებში, მმართველ პირებში და ასე შემდეგ.
მმართველი პარტიები ვერ აცნობიერებენ, რომ შეცდომას უშვებენ, მიუხედავად იმისა, რომ გარედან, ყველაფერი ნათელია. მათი აზრით, არსებობს უმნიშვნელო სირთულეები, რომლებსაც დამუშავება სჭირდება დროთა განმავლობაში და მზარდი ხმაური მათი ჩარჩოების გარეთ, პირველ რიგში არის არასასიამოვნო, შემდეგ კი დაბრკოლებაა ვითარების გონივრული მართვისთვის.
საზოგადოებაში აღელვება და იმედგაცრუება მატულობს მმართველი პარტიების უუნარობის გამო, რადგან მიხვდნენ, რომ რაღაც საშინლად არასწორია, ამ დროს ორი რამ ხდება:
პირველი - ის, რომ ამომრჩევლებს უმწიფრობას სდებენ ბრალად და დიდად აღშფოთებულნი არიან იმით, რომ საზოგადოების უპასუხისმგებლობა სისტემის ხელმძღვანელობას შეუშლის ხელს.
მეორე, - გამოჩნდნენ ლიდერები, რომლებიც იზიარებენ (პოლიტიკოსების შემთხვევაში) ან იყენებენ მზარდ შიშს. ძირითადი პარტიები იგონებენ აზრს, რომ შემადგენლობითა და ხელმძღვანელობის ხასიათით შეუსაბამო ახალი პოლიტიკოსები ქმნიან კრიზისს. ეს, მნიშვნელოვანია: შეგრძნებაა, თითქოს ახალი პოლიტიკოსები ქმნიან კრიზისს და არა პირიქით.
დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის რეფერენდუმის შედეგი, კლასიკური მაგალითი იყო. ბრიტანეთში, მზარდი სოციალური კრიზისია, რომლის შესახებაც არც ერთმა ძირითადმა პოლიტიკურმა მხარემ არ იცოდა. ფიქრობდნენ, რომ ხალხის უმეტესობას არ ენდომებოდა, მთავარ ბანკებს დაეტოვებინა ლონდონი და ამიტომ ხმას მისცემდნენ ევროკავშირში დარჩენას. ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ ბრიტანეთის მოსახლეობის უმრავლესობას, გაცილებით მეტი პრობლემა ჰქონდა, რომელსაც ლონდონის სავაჭრო და საქმიანი ნაწილი უგულვებელჰყოფდა.
მმართველი პარტიები მხარს უჭერდნენ ლიდერებს, რომლებიც აბუჩად იგდებდნენ გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლას. ისინი ფიქრობდნენ, რომ გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტიის ყოფილი ხელმძღვანელი, ნაიჯელ ფარაჯი, რომელიც მართავდა ევროკავშირიდან გასვლის მოძრაობას, ქვეყნის მართვისთვის შესაფერისი არ იყო ისევე, როგორც ლონდონის ყოფილი მერი, ბორის ჯონსონი, რომელიც მხარს უჭერდა „კავშირის დატოვების“ კამპანიას.
ისინი განიხილებოდნენ, როგორც კარგად მართული სისტემის აუტსაიდერები. ძირითადი პარტიების მმართველმა პოლიტიკოსებმა, არ იცოდნენ და არც ეჭვობდნენ, რომ ბრიტანელი ამომრჩევლის ნახევარზე მეტი აღშფოთებული იყო ევროკავშირთან დაკავშირებული პრობლემებით და ბევრი სხვა.
ამ პარტიების დაუყოვნებელი რეაქცია იყო კავშირის დატოვების მომხრე ამომრჩევლების ვინაობის გაგება. ისინი არავის იცნობდნენ, ვინც გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლას უჭერდა მხარს. შემდეგი რეაქცია იყო ამომრჩევლების დახვეწილობის, განათლებისა და ინტელექტის ნაკლებობაზე ფოკუსირება. ისინი რეფერენდუმის შედეგებს არასდროს აბრალებდნენ ევროკავშირის ან საკუთარ მარცხს. ეს იყო „სულელი ამომრჩევლების“ და სახიფათო დემაგოგი პოლიტიკოსების ბრალი, რომლებიც მათ მართავდნენ. „Vox Populi Vox Dei” გახდა „მე არ ვიცოდი, რომ ამდენი იდიოტი იყო ბრიტანეთში“.
იგივე ითქმის დონალდ ტრამპის მიმართ ძირითადი პარტიების რეაქციაზე. ამერიკის შეერთებულ შტატებს, მნიშვნელოვანი სოციალური კრიზისი აქვს, სადაც საშუალო, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქვედა საშუალო კლასებს არ აქვთ ის ცხოვრება, რომელიც სტანდარტული გახდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ძირითადი პარტიები, ხელმძღვანელობდნენ ამ კრიზისს.
მიტ რომნიმ ისაუბრა ამერიკელების 47%-ზე, როგორც გაღატაკებულებზე. ბარაკ ობამამ, ილაპარაკა ამ პრობლემაზე, მაგრამ წამოაყენა იგივე გადაწყვეტილებები, რომლებმაც ეს სიტუაცია შექმნეს. ვერცერთი პარტია ვერ ხვდებოდა, რომ მასიური პოლიტიკური აფეთქება ახლოვდებოდა.
გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის მსგავსად, წამყვან პოლიტიკოსებს არ ესმოდათ, რომ ვითარება კონტროლს არ ექვემდებარებოდა. ერთი რამ, რაც პოლიტიკოსს უნდა ესმოდეს, არის ხალხის განწყობა. მაგრამ მათ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში არა მხოლოდ დაკარგეს ხალხთან კავშირი, არამედ რომნისა და ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, დევიდ კამერონის მსგავსად, როგორც პრობლემას, ისე განიხილავდნენ.
დემოკრატიის დროს, როდესაც პოლიტიკოსები ყურადღებას აქცევენ იმას, თუ რა ხდება მათ გარშემო და მასიური სოციალური კრიზისი კარგად მიმდინარეობს, შედეგები აბსოლუტურად პროგნოზირებადია:
პირველი - საზოგადოებამ კარგად იცის სერიოზული პრობლემის არსებობის შესახებ.
მეორე, მათ იციან, რომ მმართველებს არ აინტერესებს.
მესამე, მათ იციან, რომ პოლიტიკური სისტემა ერთადერთი საშუალებაა.
და ბოლოს, ჩნდებიან პიროვნებები, ვინც მათ მმართველების წინააღმდეგ მართავს.
მმართველებს, ეს ახალი ლიდერები, ახირებულებად და მარცხისთვის განწირულებად მიაჩნიათ. ამ ლიდერებმა, მმართველებისგან განსხვავებით, იციან სოციალური კრიზისის და ხელისუფლების მხრიდან არად ჩაგდების შესახებ. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ, რათა მმართველი პოლიტიკოსებისგან განსხვავებულნი გამოჩნდნენ. მმართველებს მიაჩნიათ, რომ ეს ახალ პოლიტიკოსებს დაღუპავს. მათ საერთოდ არ იციან, თუ რამდენად შეურაცხმყოფელი გახდა მათი რეჟიმი და თუნდაც მათი სიტყვით გამოსვლის ფორმა.
ეს არ ნიშნავს, რომ ახალი პოლიტიკოსები გაიმარჯვებენ. ეს ნიშნავს, რომ საზოგადობაში განხეთქილება გაჩნდა და სატელევიზიო რეკლამებზე ფულის დახარჯვა, ამას ვერ უშველის. იმის მიუხედავად, თუ ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში, ამომრჩეველთა დიდი ნაწილი მმართველ პარტიებსა და სახელმწიფოსაც კი მტრად აღიქვამს. მიზეზი კი ის არის, რომ მმართველ პარტიებს, არანაირი განზრახვა არ აქვს, ხელი მოჰკიდონ ძირითად პრობლემას - სისტემის კრიზისს.
ევროპაში ეკონომიკური მდგომარეობა ასატანია საზოგადოების ზედა ნახევრისთვის, მაგრამ არა ქვედასთვის. იგივე ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ სტრესის კულმინაციას წარმოადგენს განცდა, რომ ქვეყნის ლიდერებს ემიგრანტებთან სამართლიანობა უფრო აღელვებთ, ვიდრე საკუთარ მოქალაქეებთან. თუ ეს მართალია, პოლიტიკოსებმა რაღაც უნდა მოიმოქმედონ, ხოლო თუ ასე არ არის, მათ საზოგადოებას აზრი უნდა შეაცვლევინონ.
მაგრამ „სულელი ამომრჩევლის სინდრომი“, უკვე აშკარაა ევროპასა და შეერთებულ შტატებში. აბუჩად იგდებენ ტრამპის მომხრეებს, გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის მომხრეებს და ახლა უკვე ანტი-ქდკ მომხრეებს.
მოქალაქეების საღი აზრი ორად გაიყო. ანტი-მმართველების მომხრეები ძლიერ შეურაცხყოფენ მათ და მმართველებიც, იგივეთი პასუხობენ. ამიტომ არის გასაკვირი მერკელის განცხადება, რომ ამომრჩევლები არ უნდა დავადანაშაულოთ. პირველ რიგში, ის არ ადანაშაულებს მათ. მეორე და ყველაზე საინტერესო, იგი აღიარებს, რომ ამომრჩევლების დადანაშაულება შეიძლება.
ეს არის სისტემური კრიზისი. ასე იმართება ძირითადი სოციალური პრობლემები პოლიტიკურად. ნახევარი, კვლავ მხარს უჭერს სახელმწიფოს, მეორე ნახევარი კი ახლად გამოჩენილ პოლიტიკოსებს.
სახელმწიფო, ვერ წარმოიდგენს მათ გამარჯვებას. ისინი არც იმარჯვებენ ყოველთვის, მაგრამ გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლამ, აჩვენა, რომ ზოგჯერ ასეც ხდება.
შემდეგ კი ხელისუფლების წევრები, შეძრწუნებულნი არიან, რადგან მათი შეხედულებების მოწინააღმდეგეს, თურმე არავინ იცნობს. სწორედ ეს არის პრობლემის არსი.
ავტორი: ჯორჯ ფრიდმანი
http://oxygen.org.ge/Details/PublicationDe...62#.V_prjuV96ig