იოანესეული კალიები, იგივე ნაჯერები. უმრავლესობა ერთჯერადი...
სადაც ტექნოლოგიას დავწერ, მე-3 კულტურის თანამედროვე გრადაცია იგულისხმე არამატერიულიდან მატერიულის გამჭოლ ვიდრე ციფრულამდე, იდეოლოგიიდან დაწყებული "უბრალო" რეკლამით დასრულებული.
ასევე ადამიანში იგულისხმე სუბიექტი, ვინაიდან სუბიექტი არ არის აუცილებელი იყოს ადამიანი. მოკლედ შენ თვითონ მიხვდები
წარმოიდგინე ჭიანჭველების ბუდე, სადაც არიან მუშა-ჭიანჭველები, მებრძოლი-ჭიანჭველები და დედოფალი.
ადამიანების შემთხვევაშიც იგივეა.
თუ ჭიანჭველების შემთხვევაში ეს არის ქიმია (რომლის საშუალებითაც დედოფალი ხიბლავს მის მთელ სახელმწიფოს) და ჭიანჭველების უკან მდგომი ელემენტარები, ადამიანების შემთხვევაში ეს არის ფსიქო-გენეზისი.
ყურადღება მიაქციე მთლიანი კიაცობრიობის ამ მარტივ, მაგრამ გენიალურ მართვას.
ადამიანის ცნობიერების სპექტრი საკმაოდ ფართომასშტაბურია. თანამედროვე ტექნოლოგიას შემოსაზღვროს ადამიანის ცნობიერების სპექტრი, "მოაწესრიგოს", დაბლოკოს ან დაარღვიოს აღქმის შესაბამისი უბნები ადამიანთა გარკვეული რაოდენობისთვის და პირიქით - გააძლიეროს და გააღრმაოს ეს შესაძლებლობები სხვა კატეგორია ადამიანებისთვის.
თუკი ჩვენ ამას გადავიტანთ ჭიანჭველების ბუდის ანალოგიაზე, მაშინ დედოფლის ქიმია მუშა ჭიანჭველის აღქმის მუშაობას ბლოკავს, შემოსაზღვრავს ჭიანჭველათა ბუდის მშენებლობისა და ყველა ჭიანჭველისთვის საკვების შოვნის ჩარჩოში.
მებრძოლი ჭიანჭველის აღქმა კი განისაზღვრება იმით, რომ ის იცავს ან თავს ესხმის. ამ მეთოდიკაზე დგას ჭინაჭველების მთელი ბუდე და შესაბამისად დედოფლის დედოფლობაც.
რა თქმა უნდა ადამიანების შემთხვევაში ეს გაცილებით რთული საკითხია.
არსებობს აღქმის საერთო სპექტრი, რომელიც იბლოკება აბსოლუტურად ყველასთვის (არამატერიული შრე). შემდეგ მოდის ჯგუფური ან კერძო ბლოკირების მეთოდიკები ან პირიქით - აღქმის განბლოკვები.
გრადაციის ძალიან მარტივი მაგალითი, რომელიც არსებობს დღეს: აღქმის სპექტრის ყველაზე დაბალი სოციალური საფეხური, ყველაზე დაბალი საფეხური - სხვა სიტყვებით აღქმის ვიწრო სპექტრი, ადამიანებს შემოსაზღვრავს ცხოვრების რუტინული ფორმით, რომელიც უშუალოდ სისტემის მიერვე არის შექმნილ-წარმოებული, რათა ადამიანს არც დრო ჰქონდეს, არც შესაძლებლობა და არც სურვილი ჩაურღმავდეს სხვა რამეს ყოფითი საკითხების გარდა. პროცენტული რაოდენობით ეს დედამიწის მოსახლეობის დაახ. 95%-ა.
შემდეგ მოდის ადამიანთა სხვა ფენა - მაღალჩინოსნები, მინისტრები, გენერლები, შოუ-ბიზნესი და ა.შ , რომლებისთვისაც გახსნილია აღქმის გარკვეული უბნები და ამავდროულად ეს კატეგორია ინფორმირებულია იმის თაობაზე, რომ ის არის პრივილიგირებულ მდგომარეობაში ადამიანთა პირველი საფეხურის მიმართ. ამავდროულად მათზე ქმედებს ისეთი სახის სიგნალი, რომელიც მათ გადასცემს ბრძანებას აკონტროლოს ასევე სიგნალის საშუალებით კონტროლირებადი პირველი საფეხირის ადამიანები. მათი რაოდენობა დაახლოებით 4%-ია.
არის შემთხვევები, როდესაც ამ კატეგორიის ადამიანები ეშვებიან პირველ საფეხურზე და პირიქით. არსებობს ასევე ისეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანს გააჩნია ერთი კატეგორიის აღქმა, ხოლო სოციალურ-მატერიალური იერარქიის მიხედვით იმყოფებოდეს მეორე კატეგორიაში (მაგ. ნარმანია).
მესამე კატეგორიაში არ ერთიანდებიან შემთხვევითი ადამიანები. ესენი ან შთამომავლობითი სუბიექტები არიან, ან ის სუბიექტები, რომლებმაც თავი გამოიჩინეს ქვედა საფეხურებზე, როგორც კარგმა შემსრულებლებმა. ამ კატეგორიის შემთხვევაში მიმდინარეობს აღქმების პერსონალური მეთოდიკები. ეს სუბიექტები საკუთარ თავს თვლიან ელიტად. მათი რაოდენობა 1%-ზე ნაკლებია.
მეოთხე კატეგორიის ადამიანები არ არიან ცნობადნი და გამოვლენილნი და მათ ცნობიერება 100%-ით არის გახსნილი და ყოფირების მოწყობის მთლიან სურათს ფლობენ. გარკვეულ შემთხვევებში კიდევ უფრო ძლიერად არის გამოვლენილი უფრო ზუსტი აღქმის კუთხით სხვადასხვა არამატერიული სამყაროების გამჭოლ. ასეთი ადამიანების რაოდენობა 100, შეიძლება მაქსიმუმ 1000 იყოს დედამიწის მასშტაბით. ისეთი ადამიანის რეალური შესაძლებლობების შესახებ, ვისი ცნობიერებაც მთლიანად არის თავისუფალი, მხოლოდ ვარაუდი თუ შეიძლება.
თანამედროვე ტექნოლოგებს შეუძლიათ დააპროგრამონ კონკრეტული სუბიექტები იმგვარად, რომ გარეგნული სახით შეუძლებელია განისაზღვროს სუბიექტის აღქმაზე გახორციელებული ზემოქმედების შედეგები. პროგრამირება საკმაოდ დახვეწილი და შეუმჩნეველია. იმისათვის რომ ზემოქმედება განხორციელდეს კონკრეტულ ადამიანზე, აუცილებელია ადამიანის ღირებულებთა ინდიკატორის მოხსნა. მოდი, ამას ვუწოდოთ ადამიანის კოგნიტური რუქა.
რომელი პარამეტრებისაგან შედგება ეს რუკა? - დავასახელოთ რამოდენიმე: მორალურ-ეთიკური, იდეოლოგიური, კულტურული, საგანმანათლებო და სხვა მრავალი.
მაშ ასე, წარმოიდგინე, რომ ადამიანისგან ხსნიან კოგნიტურ რუკას, რომელიც შეიცავს ზემოთჩამოთვლილ და, სხვა, უფრო მაღალ-მატერიულ პარამეტრებს, რომლებიც გადაცემულია სისტემის კონტროლსა და თვალყურს. აღქმის რუქის არსებობისას (როცა ის უკვე შენ საკუთრებაშია), შესაბამისი სფეროს შესაბამის სპეციალისტებს ადვილად შეუძლიათ ჩაერიონ მის სტრუქტურაში და შეცვალონ პარამეტრები დასმული და გასახორციელებელი მიზნების შესაბამისად.
აღქმის რუქის მოდელირება შეიძლება მიმდინარეობდეს უწყვეტი რეზონანსური პროცესებით მოდელირებადი სუბიექტის მიმართ, ანუ შესაძლებელია კოგნიტური რუკის გადატანა და იმასთან მუშაობა, ვინც ამ რუკის მატარებელია. ტექნოლოგიებს ხელეწიფებათ გარკვეული სახით მოახდინონ რუკაში შეტანილი ცვლილებების ტესტირება და შედეგად ახლებური მოდელირება.
სუბიექტის კონტროლის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს სუბიექტის ყურადღების ფიქსირება განსაზღვრულად და მიზნობრივად გამოყოფილ აღქმის ჩარჩოებში. აღქმის სიხშირე იდენტურია სუბიექტის კერძო სიხშირესთან. ყურადღების დაუფლება ხდება უწყვეტი ენერგეტიკული იმპულსების ფონის შექმნით, რომელიც საკუთარ თავში შეიცავს უშუალოდ სუბიექტის მიერ გამოყოფილი სიხშირეების პარამეტრებს. ამიტომაც სუბიექტისთვის ეს ფონი წარმოადგენს აბსოლუტურ ბრძანებას, რომლის იგნორირებაც მას არ შეუძლია. ასევე კონკრეტული სუბიექტის პარამეტრების გამოყოფითა და ზედმეტად გამოყოფილი სიხშირეების გაფილტვრით, შესაძლებელია შეიქმნას აღქმის ცალკე სიხშირე, რომელიც იმოქმედებს მხოლოდ კონკრეტუილ სუბიექტზე. ამგვარად სიხშირეობრივ მოდულაციას შეუძლია დაეუფლოს სუბიექტის ყურადღებას და გადაიყვანოს ცალკე სიხშირეზე - აღქმის განუმეორებელი სიხშირე, რომელიც სხვა არცერთ სიხშირესთან და სუბიექტთან არ შედის არანაირ რეზონანსში და არჩეული სუბიექტის გარდა არავის შეეძლება იმის აღქმა, რაც ხდება ამ გამოყოფილ სიხშირეზე. ეს შესაძლებლობები რეალურს ხდიან რამოდენიმე და უფრო მეტი რაოდენობის სუბიექტებს შორის აღქმის სიხშირის წარმოებას. ამგვარად ჯგუფურში მდგომნი შესაძლებელია გადაიყვანო ისევ ჯგუფურში, რომელიც მთლიანად წარმოაებულია. შედეგად მიღებული მდგომარეობა ტელეპატიის იდენტურია, მაგრამ არ წარმოადგენს თვითგამომუშავებულს. მაგალითები უამრავია ყველა სფეროსა და სოც-საფეხურზე - იქნება რელიგიური თუ "თავისუფალი" და "ცივილიზირებული" იდეოლოგიები.
როდესაც აღქმის ასეთი სიხშირე შექმნილია და სუბიექტის ყურადღება იძულებით არის მასში ფიქსირებული, სუბიექტში პროცესების წარმოებისა და მოდელიზაციის უსასრულობას პრაქტიკულად უკვე აღარაფერი უშლის ხელს...
თუკი დაკვირვება მოხდება იმაზე, რომ ენერგეტიკული დონე არ უნდა აღემატებოდეს კონკრეტულ პარამეტრებს, შესაძლებელია სუბიექტის ყურადღების დაჭერა და მართვა უწყვეტ და მუდმივ რეჟიმში, ანუ სუბიექტი უბრალოდ თავს ვერ დააღწევს ამ იძულებით რეზონანს, რომელიც წარმოებულ სიხშირეზეა და ამგვარად უზუსტესად ემთხვევა მისივე აღქმების შინაგან სიხშირეს იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც სუბიექტმა იცის საკუთარი აღქმების შესაძლებლობებზე და მას შუძლია წარმართოს საკუთარი შესაძლებლობები მისთვის სასურველი მიმართულებით. ეს ნიშნავს იმას, რომ სუბიექტის ცნობიერების კონტროლი შესაძლებელია მისი აღქმებისგან მთლიანად დაფარულად და შეუმჩნევლად.
ამავდროულად კონტრლოი იქნება აბსოლუტური.
ცნობიერების აბსოლუტური კონტროლისთვის არ არის აუცილებელი სუბიექტის აღქმის ყოველი პოროცესის თვალთვალი და წარმართვა. საკმარისია კოგნიტური რუკის მთავარი პარამეტრების განსაზღვრა და მათი წარმართვა სუბიექტის ყურადღების მიმართულებით.
სუბიექტს შეგიძლია აუკრძალო გარკვეული სახის მიმართულების აზრების წარმოქმნა, სურვილები და სხვა პროცესები. მისი კონტროლისთვის სრულებით საკმარისია გლობალური ინტერესების პარამეტრების გამოყოფა და მათი გაძლიერება. სუბიექტი მთლიანად იქნება ამ პარამეტრებით შთანთქმული. ამ პარამეტრების შესრულებაზე დაიხარჯება სუბიექტის მთელი დრო და ენერგია. ყველაფერი დანარჩენი მისთვის იქნება არათუ მეორეხარისხოვანი, არამედ მის მიერ ისინი აღიქმება, როგორც არასაჭირო და ზედმეტი.
გარეგნულად კი სუბიექტის პიროვნება როგორც ასეთი არ იცვლება.
სუბიექტისგან მოხსნილი კოგნიტური რუკა შეიცავს უშუალოდ მის აღქმათა და თვისებათა პარამეტრების მთლიან პაკეტს. უბრალოდ ეს მოდელები და პარამეტრები ცოტათი შემოჭრეს, დაამოკლეს, შემოსაზღვრეს და დააფიქსირეს ყოფითი ცხოვრების მუდმივად განმეორებად ინტერესებსა და ქმედებებზე, გარდასახეს ადამიან-მომხმარებლად, ნაჯერ არსებად.
ხოლო კოგნიტურ რუკაში წარმოებული ცვლილებები გამოიყურებიან, როგორც ახალი ინტერესები და მიდრეკილებები.
ამ საფეხურის შემდეგ შესაძლებელია კონკრეტული "პიროვნება" დაჰყო სუბ-"პიროვნებებად". ასეთი სუბ-"პიროვნებების" კოგნიტური რუკა შევსებული იქნება უშუალოდ ორიგინალი "პიროვნების" გლობალური პარამეტრებით, მაგრამ განსხვავებულები იქნებიან ინტერესების, მიდრეკილებებისა და ქცევის სხვა მოდულებით. ტექნიკურად ასეთი მანიპულაციები შესაძლებელია გახორციელდეს მთლიანად ავტომატურ რეჟიმში პროგრამული მოდულების (მატერიული თუ არამატერიული) საშუალებით, რომლებიც განთავსებულნი არიან ერთ "სივრცეში", რომელიც თავის მხრივ დაკავშირებულია მოდელირებადი სუბიექტის აღქმათა სიხშირესთან.
ფაქტობრივად ერთი "პიროვნებაში" არსებული სუბ-"პიროვნებების" რაოდენობა და ამ სუბ-"პიროვნებათა" პარამეტრების ხარისხი შეიძლება იყოს შეუზღუდავი.
შეგიძლია სუბიექტს ასწავლო როგორც ფეხბურთის თამაში, ასევე დაავიწყო ფორტეპიანოზე დაკვრა, შეგიძლია შეაყვარო რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ბლოკი და გახადო მისი აქტივისტი, ან შეგიძლია განათავსო ამ სუბ-"პიროვნებებში" რადიკალური პროგრამული დირექტივები, რომლებიც სუბიექტს აიძულებს უცაბედად მოკლას ვინმე ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, ვინაიდან ადამიანმა ძალიან, ძალიან ცოტა იცის საკუთარ ფუნქციონალზე (ანუ ცნობიერებაზე)...
შესაძლებელია სუბიექტისგან წარმოქმნა სისტემის კონტროლისთვის საჭირო ნებისმიერი ინსტრუმენტი და მიღებულ რეზულტატებს, რომლებიც მთლიანად არამისეულია, სუბიექტი განიცდის როგორც საკუთრივ შეხედულებებსა და მიდრეკილებებს. ის საერთოდ ვერცკი გაიაზრებს იმას, რომ მის ცნობიერებასა და მოტივაციებში შეუძლია ჩაერიოს ვიღაც სხვა, ხოლო ჩადენილი ქმედებების მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ამ სუბიექტს. ზუსტად ეს არის სისტემის კონტროლის უპირატესობა, რომელიც ფორმალურად და ოფიციალურად არ არსებობს.
ადამიანს წაართვეს მისი თავისუფლება და ცნობიერება, მაგრამ ეს განახორციელეს ისე, რომ მას ამის თაობაზე წარმოადგენაც კი არ აქვს. გარდასახეს მომხმარებლად და მიათხოვეს ცრუ-მეს, ხოლო მატერიაში მომხმარებელი, სამშვინველის სფეროში სამოხმარებო საგანია. იქ ხომ ყველაფერი სარკისებურია?..
ადამიანის აღქმის მანიპულაცია არის ზუსტად ცნობიერების კონტროლი და ამგვარად ის ყოველწამიერად თხოვდება ცრუ-მეზე, როდესაც შეეძლო ექორწინა მეზე.
მოკლედ ერთი დიდი რიტუალია, რომელიც ასევე კარგად აჩვენეს იმ ფილმის მეორე სერიაში, რომლის ერთ-ერთი სცენის მუსიკალური გაფორმებაც ეს არის.
https://www.youtube.com/watch?v=jlzI3_QADWcპ.ს
მათ ეს გვიჩვენეს არა იმიტომ, რომ მართლადმოსიარულენი არიან, არამედ მათ აჩვენეს საკუთარი ბუნება. გაასაჯაროეს და ყველაზე დაფარული ყველაზე გამოვლენილია...