annavitaიშვიათად შემოვდივარ, კი

ცოდნასა და ცნობიერებას შორის არის იდუმალი ბილიკი, ის ძალიან წააგავს ხესაც და გველსაც. მისი მიკვლევა გვმართებს, ვიდრე შევურთდებით ადამიანს და, ამგვარად, - საკუთარ თავს.
გ-ველი უნდა გავიაროთ, რათა მივიდეთ ხესთან და ამგვარად ზმანება გვექცეს სიცხადედ, იმაგინაცია გვექცეს dies Dominica -ად.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ადამიანს გრავიტაცია ესმის მხოლოდ ვარდნის კუთხით, როდესაც გრავიტაცია თვისობრივიც არსებობს და სულიერიც.
თითქმის არავინ უსმენს იმათ, ვინც გვესაუბრება გრძნობითი აზროვნების შრიდან - "ჯოჯოხეთი ცარიელია. ყველა დემონი აქ არის" (შექსპირი)
არ ვგულისხმობ ვიდეოში აქტიურ ბიჭებს. ისინი მეცოდებიან...
არაერთხელ მითქვამს, როცა ომი მოგებულია შიგნით, აღარ არსებობს ომის საჭიროება გარეთ, ვინაიდან თუკი ადამიანი (ზოგადად და ყოველივე) თვითკათარზისს ახორციელებს საკუთარ თავში, მისი თვისებათა ხორცშესხმაც, რაც ვლინდება გარეპლანზე როგორც მოცემულობა ყველა სახის უკუღმართოებებით, გარდაისახება შიგნით და გარეთ ამის საჭიროება ბათილდება. ჩვენ იმიტომ ვომობთ გარეთ, რომ შიგნით გვაქვს ომი და ამ ომის მიზეზს, რაღა თქმა უნდა, სხვაში ვეძებთ. რეალობა არის ეს, ხოლო რასაც ადამიანები უწოდებენ რეალობას, ზუსტად რომ ილუზიაა, რომელიც გვტკენს ყველას (მეტნაკლებად). სანამ ადამიანი არ მიხვდება ამას, ზუსტად ისე გაგრძელდება, როგორც გრძელდებოდა აქამდე. უსამართლობის შეგრძნებაც ამის ნაყოფია - კაცობრიობის აზროვნებითი, მშვინვიერი და ნებელობითი სიმახინჯის ნაყოფი და ამ სიმახინჯეში ყოველი ადამიანია თანაზიარი, თანაშემოქმედი და მათ შორის მეც.
აქედან იბადება შურისძიებაც...
შურისძიება ადვილია თვითგარდასახვასთან შედარებით. კარმითი უკუგება უფრო კომფორტულია და ამას რომ ირჩევს კაცობრიობა აგერ უკვე ანტლანტიდის პერიოდიდან მოყოლებული, იმიტომაც ვყალიბდებით როგორც მონსტრები ყველასა და ყველაფრის მიმართ (მეტნაკლებად). ვხედავთ შედეგებს გარეთ და ისევ სხვას ვადანაშაულებთ ამ სიმახინჯეში, როდესაც იმ სხვაზე არანაკლები დამნაშავეები ვართ თავად (ან ოდესღაც ვიყავით).
ყოველი ადამიანის ცხოვრება მისი წინარე ცხოვრებების ქმედებების შედეგია. თქვენ ხართ საკუთარი კარმის კრებული - არც მეტი, არც ნაკლები. ადამიანი ამას აღიქვამს მთელი მისი სამწევრიანობით ახლა და აქ - რაც დათესა, იმას იმკის. რასაც ახლა დათესავს, იმას მოიმკის შემდეგ და ეს არის გარდაუვალი. არადა ადამიანი უნდა იყოს უფრო მეტი, ვიდრე საკუთარი კარმის კრებული. ეს კი “ცოტათი” დისკომფორტულია... მეტი ძალისხმევა სჭირდება...
კაცობრიობის ავადმყოფობების სიმპტომები ჩვენვე ვართ, ვიყავით და თუკი არ ვიომებთ შიგნით, ისევ ვიქნებით ეს სიმპტომები მომავალშიც.
ერთი უმთავრესი ფაქტორი - ტკივილის გზით განვითარების არჩევა, ცნობილია უნდა იყოს ედემის ბაღის ქმედებების სახით.
ვინაიდან ადამიანმა (ანუ თითოეულმა ჩვენთაგანმა) აირჩია ტკივილის გზა, შესაბამისადაც მოხდა იმ გარემოს მოწყობაც, სადაც მყოფობს ადამიანი.
ტკივილია მისი სამყოფისი და რადგან ამას გრძნობს ადამიანი, მაგრამ არ სურს პირველ-მიზეზის მიღება, ამიტომაც ყველაფერს მოიმოქმედებს იმისათვის, რომ ეს რამენაირად შეაფერადოს.
ზუსტად ტკივილის გზის არჩევამ გამოიწვია კანონზომიერებათა კანონიზაცია ძველ რომში და რომელიც დღესაცკი ფუნქციონირებს.
ზუსტად ტკივილის გზის არჩევამ გვაიძულა შეგვექმნა ე.წ სამართლებრივი სისტემები, უფრო მეტად დაგვეხვეწა, რათა კიდევგ უფრო ძნელი ყოფილიყო პირველ-მიზეზის აღქმა და კვლავაც განვაგრძობთ ამის კეთებას.
გრძნობაში კი ვხვდებით, რომ რაღაც არ არის სწორი, მაგრამ მაინც განვაგრძობთ ახალ-ახალი კოდექსებისა და კანონების ლაბირინთების შექმნას და ვიკარგებით იქ. მინოსს კი არ სძინავს ჩვენსავით...
ესეც არ კმარა ჩვენთვის და ეროვნებებს შორისაც ვაჩაღებთ "ჯანმრთელ" კონკურენციას - რომელი უფრო მაგარი ისტორიის, კულტურისა და ადათ-წესების მატარებელია. ვიყოფით უკიდეგანოდ მარტივი მამრავლებით, როდესაც ყოფიერება მთლიანობაა და ა.შ და ა.შ
პიროვნულად, მშვინვიერად და ფიზიკურად ვუპირისპირდებით ერთმანეთს და ვაჩაღებთ ომებს (შიდა თუ გარეს), ხოლო შემდეგ ზოგიერთ ადამიანს გმირებად ვრაცხავთ და ეს გვეამაყება. საამაყო კი არა - ეს ტოტალურად და ღრმად გამჯდარი ავადმყოფობის სიმპტომია.
სამწუხაროა, როდესაც ადამიანები (ესა თუ ის ერი) ჯარისკაცის გმირულად სიკვდილს სიმაყით ხვდებიან და არა როგორც ერის მარცხს, აზროვნებით მარცხს (აღარ მახსოვს, ვინ თქვა).
ასეთი ღირებულება მე არ მსურს!
ვიმკით იმას, რასაც ვთესავთ.
ადამიანები (თითოეული) და კაცობრიობა (ზოგადად) ვებრძვით ბოროტებას, რომლის შექმნაშიც ჩვენვე მიგვიძღვის წვლილი და ვერ შეგვიგნია, რომ ბოროტებას კი არ უნდა ებრძოლო (რითაც მას უფრო აძლიერებ), არამედ უნდა იბრძოლო სიკეთისთვის, რომელშიც არ არის ბოროტება.
ნებისმიერი ორგანიზმის გადარჩენის ფუნქციებიდან, შესაძლებელია გამოვყოთ ორი უმთავრესი ფუნქცია: ორგანიზმს უნდა შეეძლოს ზრდა, საკუთარი თავის უზრუნველჰყოფა და ამავდროულად ორგანიზმს უნდა შეეძლოს საკუთარი თავის დაცვა.
თუკი ორგანიზმი მხოლოდ იზრდება, მაგრამ არ ძალუძს საკუთარი თავის დაცვა, ის აუცილებელი პირობით ჩამოყალიბდება სხვის საკვებად.
ამგვარად გადარჩენა ზრდასა და დაცვას შორის ბალანსირდება.
ადამიანის სახეობის და კაცობრიობის ისტორიის გამჭოლ ჩვენ ვაღიარებთ (ან უნდა ვაღიაროთ), რომ ჩვენი შინაგანი ბუნება უნდა იყოს ზრდის მდგომარეობაში და რომ ჩვენი დაცვა გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ იმისათვის, რათა დაცული ვიყოთ ფათერაკებისაგან.
შეუძლებელია არსება იყოს ზრდისა და დაცვის პროცესში თანადროულად, ერთდროულად.
ამგვარად ძალიან მნიშვნელოვანია არსებამ გაისიგრძეგანოს დაცვის პროცესის რაობა, როცა დაძაბულობის დროს გამოყოფილი შესაბამისი ჰორმონები ორგანიზმში უზრუნველჰყოფენ სისხლის მიწოდების შემცირებას ორგანოებზე, რომლებიც არსების ზრდის მნიშვნელოვან შემადგენელ ფუნქციებს ატარებენ.
დაცვის ყველაზე საუკეთესო ვარიანტია ის, როცა სისხლის, ასე ვთქვათ, გამოდევნა ხდება სიცოცხლისათვის საჭირო ორგანოებიდან და მიმართულია ხელებისა და ფეხებისაკენ. ამგვარად ჩერდება ზრდა. სამაგიეროდ არსება მზად არის ბრძოლისთვის.
როგორცკი ბრძოლა სრულდება სისხლი უბრუნდება შინაგან ორგანოებს და კვლავ მიმდინარეობს ზრდა.
... მაგრამ (!) მსოფლიო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, მდებარეობს 24/7 შიშში, გამუდმებულ სტრესში. შესაბამისად მხოლოდ ერთი სახეობის ჰორმონის გამოყოფა მიმდინარეობს არსების ორგანიზმში და ეს გამუდმებით. ამიტომაც ჩვენ უმრავლეს შემთხვევაში ან მზად ვართ გავახორციელოთ მყისიერი ქმედებები, ან ვიბრძოლოთ (ბრძოლის ფორმების დასახელება არ არის საჭირო), ანდაც თავს ვუშველოთ გაქცევით.
ჩვენ გამუდმებულ მზადყოფნაში ვართ...
უმთავრესი პრობლემა კი ენერგიის გადანაწილებაშია... ეს მიუთითებს იმაზე, რომ არსებას უწევს მისი შინაგანი ენერგიის უდიდესი ნაწილი მოახმაროს თავდაცვას, მაგრამ შეუძლებელია არსებამ შეძლოს დიდი ხნით ცხოვრება, თუკი ის გამუდმებით თავდაცვის მდგომარეობაშია. ეს მდგომარეობა ერთგვარი პარაზიტის მსგავსია, რომელსაც ხელთ უპყრია შიშის ბუნების მართვის სადავეები და მას ხელეწიფება არსებებს შორისაც შექმნას შიშის ენერგეტიკა, რაც ნიშნავს თავდაცვას ჩვენივე თავისგან - დაცვას მოყვასისაგან!
პრაქტიკულად ის ქმნის შიშის ფალსიფიკაციას, სადაც მიზეზად წარმოაჩენს მოყვასს და მისგან ქმნის მტრის პროექციას. არადა "მტერი შენი" თვითონ ეს პარაზიტია - ცრუ "მე ვარ" არსი, ანუ ეგო.
ასე გარდაიქმნება "გიყვარდეს მოყვასი შენი" მტრის პროქეციად და "მტერი შენი" კი - ფალსიფიცირებული თანამებრძოლის პროექციად. ასე იფარება "მტერი შენი" ნისლეულით და დაფარულის ადგილს იკავებს ფალსიფიცირებული თანამებრძოლი - "მოყვასი შენი", ფალსიფიცირებული მე.
ზუსტად ცრუ "მე ვარ" განაპირობებს იმ შეგრძნების არსებობას ადამიანში, რომ ის განკერძოებულია დანარჩენი ადამიანებისგან, ცოცხალი ორგანიზმებისგან, პლანეტისგან და მთლიანად ყოფიერებისგან.
ცრუ "მე ვარ"არსი განაპირობებს ადამიანის სულ უფრო და უფრო მზარდ დამოკიდებულებას ტექნოლოგიებისადმი, გარემოსა და საზოგადოებრივი ინსტიტუების რაოდენობის სიმწირეს, მათი დაფინანსების საცოდაობას, ფანატიზმს, რასიზმს, ეროვნებათა შორის არსებულ მცდარ შეჯიბრს, სქესობრივ დისკრიმინაციას (სოდომიზმის ავადმყოფობა არ იგულისხმება), რაებსაც კაცობრიობა მიჰყავს დაპირისპირებისაკენ, ომისაკენ და საბოლოო ჯამში განადგურებისაკენ, როგორც მოდგმა, როგორც არსება, როგორც მე-10 ,იერარქია.
შიშის, გონმიხდილობისა და დაყოფა-განკერძოების უამრავი სახეობები ადასტურებენ იმას, რომ ცრუ "მე ვარ" არსი საკმაოდ კარგად და კომფორტულად უნდა გრძნობდეს თავს, რომელიც სიმართლისგან ქმნის ფალსიფიკაციას და ადამიანის ცნობიერებაში ახდენს მის პროექციას.
საბოლოოდ არსება სახელად ადამიანი საკუთარ ინდივიდუალობას აიგივებს პროექციით წარმოქმნილ ავტორიტეტების აზრთან და როგორცკი მას ეძლევა ნამდვილი თავისუფლება, ეს იწვევს მასში საფრთხის შეგრძნებასა და შიგნით წარმოქმნილი შიშისა და ამ შიშიგან გამოწვეული მსხვერპლის დასაფარად არსება სახელად ადამიანი მსხვერპლს ეძებს, იბრძვის და ძალადობს გარეთ.
ადამიანი იბრძვბის ერთის მეორეზე უპირატესობის წინააღმდეგ, იბრძვის ამა ქვეყნის ბოროტების წინააღმდეგ - ხელისუფალნი, სახელმწიფო ლიდერები, დიქტატორები, ფინანსური ორგანიზაციები, კოორპორატოკრატია, დაუნდობელი და მართული საინფორმაციოები და ა.შ
... მაგრამ ეს ხომ არ არის ბრძოლა სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ?!
სინამდვილეში ეს ხომ ბრძოლაა იმ ცრუ "მე ვარ"" არსის წინააღმდეგ, რომლის პროქციებიც გარეთ არიან გამოვლენილნი და იმათ წინააღმდეგ, რომლებსაც ზუსტად ადამიანის რწმენის დამსახურებით აქვთ ის ძალა მიღებული, რა ძალასაც ისინი ფლობენ - ის, რომ ისინი მასზე აღმატებულნი არიან? ვინმე უფიქრდება ამას?..
ეს არ არის ბრძოლა სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ ისინი ყევლანი ცრუ "მე ვარ" არსის პროექციებია.
ისინი ხორცშესხმული ჩვენივე შინაგანი ავადმყოფობები არიან.
ისინი ითხოვენ ჩვენს ცნობიერ ჩართულობას, ჩვენი ცნობიერების ენერგიას, იკვებებიან ამით.
ვინაიდან ჩვენი თანამშრომლობის ფქვილით გამოცხობილი პურის გარეშე ისინი შიმშილობენ...
თვით მათი არსებობა დამოკიდებულია ჩვენს სურვილზე, რომელიც არაფერია სხვა თუ არა სურვილი ვიყოთ მართულნი და თანამედროვე კაცობრიობის ტიპიური ნიშან-თვისება ეს არის საკუთარი ავადმყოფობის გამუდმებითი უარყოფა.
ეს არის ცნობიერების დათრგუნვა გონმიხდილობის სასარგებლოდ ...
ჩვენ გამუდმებით და მეთოდურად ვთრგუნავთ იმ თვისებებს, რომელთა მიღება-აღიარება-დანახვაც არ გვსურს.
ზუსტად ამიტომაც არის ურთულესი ცრუ "მე ვარ"" არსის აღქმა და მისი მრავალსახიერობის ჭეშმარიტი ხედვა გარეთ - ობიექტური რეალობის შემეცნება.
უკლებლივ ყველა არსებას, ნაციას, თვით სიცოცხლეს ხელეწიეფება გადაურჩეს გონმიხდილობასა და პატივმოყვარეობას, მაგრამ შეუძლებელია შინაგანი ღალატისგან გადარჩენა. ეს არის ცრუ "მე ვარ"არსის ნამდვილი ბუნება - ქაშაყი, რომელსაც ანკესზე წამოაგებ, მაგრამ ბოლოს წამოგებული ისევ მეთევზე ხდება, თან იჭერს, თან ვერა და ნელ-ნელა ქაშაყი მიეზიდება მას ვნებათა ღელვის უძირო ოკეანისკენ...
აქედან გამომდინარე მარტივი და მსუბუქი მაგალითია ის, როცა ადამიანები ერთმანეთს უსმენენ არა იმიტომ, რომ შეიმეცნონ, არამედ იმიტომ, რომ უპასუხონ და ამ რეალობიდან გამომდინარე დაასკვნეს შემდეგ, რომ თურმე "ჭეშმარიტება კამათში იბადება". ეს კი რეალობის აბსურდიზაციაა!
ამ აბსურდიზაციამ ჩვენ ლაბირინთის ერთ-ერთ ფრთასთანაც მიგვიყვანა და ჩვენ შევქმენით საზღვრები და ვეცადეთ ჩარჩოებში მოგვექცია ჩვენივე მტაცებლური ბუნება, მაგრამ აბსურდი შობს მხოლოდ აბსურდს...
კანონთა კრებულებისა და ბიბლიოთეკების არსებობა კაცობრიობის კრახია, კაცობრიობის ყოველი შემადგენელი სუბიექტის როგორც ადამიანისა, როგორც ცნობიერად მოაზროვნე არსებისა, როგორც სიცოცხლის მატარებელი ინდივიდისა, როგორც იმისა, ვინც საკუთარ თავს თვლის ცივილიზირებულს და მორალურად წელში გამართულს.
თუკი არის მორალი, დასჯის საჭიროება არ არსებობს, რადგან არ არსებობს დამნაშავე როგორც ფაქტი. მორალურად გამართულ ცივილიზაციაში დამნაშავეები უბრალოდ არ იბადებიან.
დამნაშავე არის კაცობრიობის ხორცშესხმული სიმახინჯის ფაქტი!
სიმართლე კი ის არის, რომ ადამიანმა სიმართლის დაცვა, აღქმა და გახორციელება ტკივილის გამჭოლ აირჩია. ეს არის უბედურება და კაცობრიობას არ მოვისაზრებ მე ჩემგან განყენებულად.
ტკივილის გამჭოლ სურს ადამიანს სიმართლის გზისკენ სიარული. რთული გზა აირჩია, ძალიან რთული...
იჩქარა და იმიტომ (ედემის ბაღის მოვლენები)... მაგრამ ამასთანავე ადამიანი არსებობს იმისთვის, რომ ეს ტკივილი (სამყაროულიც) გააკეთილშობილოს, გარდასახოს.
ვის სურს ეს?..
შესაბამისად იმისათვის, რომ ადამიანმა ზუსტად შეიმეცნოს მასში წარმოქმნილი ხატ-სახეების რაობა, აუცილებელია ყველა ასპექტის, ყველა წახნაგის აღქმა, რომელთა არსებობის შესახებ მან აქამდე არაფერი იცოდა.
ამ ასპექტების აღმოჩენა მეტნაკლებად შესაძლებელია, ვინაიდან ისინი მისი სამწევრიანობის რღვევის სიმპტომებია და ამგვარად ადამიანური სოციუმისაც.
აღმოაჩენს რა ის ამ სიმპტომებს, დაებადება შეკითხვა - "ღირდა კი იმისთვის სიკვდილი, რისთვისაც მე აქამდე ვცხოვრობდი?"
ვის სურს ეს?..
პ.ს
იუთუბზე დავძვრებოდი და ამ საოცრებას წავაწყდი. უძლიერესი ანალოგიებია... თემასაც შეესაბამება სამშვინველის (ადამიანის) კუთხით.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
This post has been edited by passko on 11 Oct 2016, 19:14