| QUOTE |
გია ნოდია: მიხეილ სააკაშვილი პარტიის ხელმძღვანელობას უნდა ჩამოშორდეს
პოლიტიკის მეცნიერის, გია ნოდიას მოსაზრებით, “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში უნდა შევიდეს, ხოლო მიხეილ სააკაშვილს ამ პარტიის ხელმძღვანელობაზე არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია. გია ნოდიას თქმით, ოდესის ოლქის გუბერნატორობა და საქართველოში პარტიის ხელმძღვანელობა ერთმანეთთან შეუთავსებელია:
“ჩვენ ზუსტად არ ვიცით, ეს 27% მიხეილ სააკაშვილის რეიტინგია, თუ პარტიის. არ არის აუცილებელი მიხეილ სააკაშვილი პარტიას ჩამოშორდეს, დაუპირისპირდეს და გაემიჯნოს. ხელმძღვანელობაზე არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია. პარტიას რომ დაუპირისპირდეს, ძალიან მტკივნეული იქნება, შეიძლება ის იყოს ასოცირებული “ნაციონალურ მოძრაობასთან”, მაგრამ პრეტენზია არ ჰქონდეს პარტიის საქმიანობის წარმართვაზე. მას მოწოდებები აქვს, მაგრამ შემდეგ პარტია მას დიდად არ უჯერებს. ეს იწვევს გაუგებრობას და ბუნდოვანებას, მესიჯების არა თანხვედრას, სწორედ ამიტომ არის საჭირო მან თავი შეიკავოს.”
გია ნოდიას აზრით, სრულიად ლეგიტიმურია პრეტენზიები საარჩევნო პროცესზე, მაგრამ მისი თქმით, ისიც ცხადია და არავინ დავობს, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” რეალურად წააგო არჩევნები.
|
დაბერდა და დაღლევდა ხო?
ისე ნაცებისგან მაგარი ჩანდჟმულობის სუნი მოდის
ბიძინას გონის ძალამ ჩაადჟმევინა და უკვე არამარტო მიშას,
არამედ, ბოყვერიასაც ააყირავებენ ჰაუპტლაიტერობიდან..
იმენნად რაც უთხრა შეუსრულა ტიპმა თავისი მანერული საუბრით
და ტიპებს პირი დააღებინა საკუთარ სიღლევეზე
განსაკუთრებულად რეტიანებისთვის ვიძახი - პროგნოზებით,
მონოლოგებით და მოსაზრებებით დამართა ეს ყოველივე და არა
არაფორმალური მმართველობით
This post has been edited by Zia_kurosawa on 11 Oct 2016, 00:42