არ მეჩვენება სწორად მათი გადაწყვეტილება, რომელიც მოყვა ამ პარტიის
ვერ მოხვედრას პარლამენტში. ნაცვლად იმისა, რომ პატივი ეცათ ელექტორატის
იმ ნაწილისთვის, რომელმაც მათ მხარი დაუჭირა, ტიპებმა ფეხი დაკრეს და პოლიტიკიდან
"დროებით წავიდნენ."
არადა, ამ ნაბიჯით მხოლოდ ის დაამტკიცეს, რომ პოლიტიკაში მართლაც დროებით და
შემთხვევით იყვნენ მოსულები. ასეა, როცა ერთიანდებიან არა რამე იდეის და ფასეულობების
გამო, არამედ რაღაც გაურკეველი მოტივით.
ულამაზოდ მოვიდნენ და ასევე ულამაზოდ წავიდნენ.
შეგახსენებთ, მოვიდნენ მაშინ, როცა საქართველოში 2008 წლის ომის შემდგომი საკმაოდ რთული
სიტუაცია იყო და მათ კი, ერთგვარი საბოტაჟი მოაწყვეს და ჯერ ალასანიამ დატოვა გაეროში ელჩის
პოსტი და შემდეგ, მას მიყვნენ სხვადასხვა ქვეყანაში ჩვენი ელჩები, რომლებმაც შეადგინეს კიდეც თავისუფალი
დემოკრატების პარტიის ბირთვი.
მოკლედ რაღაც ხელოვნური წარმონაქმნი იყო, რასაკვირველია, ჩემი აზრით.
vita brevis...