#49024710 · 12 Oct 2016, 15:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
SIDCFC
QUOTE | 2012-ში სცენაზე გამოდის კრემლის "ჯოკერი" ივანიშვილი, რომელიც არქიწარმატებულ საარჩევნო კამპანიას ატარებს. ეს კამპანია უაღრესად ზუსტად არის გათვლილი ქართველის ფსიქოტიპზე, მის სერვილურ ხასიათზე და კრიმინალის მიმართ სიმპათიაზე. ივანიშვილის საარჩევნო კამპანიას თან ახლავს ეკლესიის უძლიერესი მხარდაჭერა და მითებზე აგებული, მძიმე ნეგატიური პიარი. ყველაფერს აგვირგვინებს ზუსტად გათვლილი "ცოცხები" და რაფალიანცის საქმე.
|
რა მაგარი უსინდისო ვიღაცა ხარ. ტურმე მიშა იმიტომ შეიძულა ხალხმა, რომ კანონის დაცვის გამო სახელმწიფოსაგან ვიღაც-ვიღაცეები მციხეში მოხვდნენ არა? რომ ნისა შორს იყო კორუფციისაგან და აქეტ ებრძოდა კორუფციას არა?
აბა ერთი თუ არ იცი კარგად გაარკვიე, ვინ არის "ბერია" და რაებს ჩალიჩობდა სააკასვილის დროს? ან რას ნიშნავდა შერჩევით დადებული ე. წ. საპროცესო გარიგებები? (ვისაც უნდოდატ გარეტ რო უშვებდნენდა ვისაც არ უნდოდატ, მატ მიმართ არ კეთდებოდა? ამასთან მნიშვნელობა არ ჰქონდა დანაშაულის სიმძიმეს და დამნაშავის საშიშროებას საზოგადოებისატვის) ან რა ხებოდა მსხვილ კომპანიებთან მიმართებაში
ან რატომ იყვნენ ბანკები უთოფო ყაჩაღების როლში(დღემდე რომ ასეთებად რჩებიან)
მოსახლეობის ატვის სახელმწიფოს ცნება ფრიად აბსტრაქტულიაო, ამბობ.
და გავიწყდება, რომ მიშასთვის იყო აბსტრაქტული სახელმწიფოს ცნება, რადგან მან სახელმწიფოს ცნება დაიყვანა შემოსაზღვრული ტერიტორიის ცნებამდე, სადაც ერთ კაცს ყველაფრის უფლება ჰქონდა და ყველა დანარჩენი უუფლებო იყო, სადაც არ არსებობდა ელემენტარული სამართლის ნორმების დაცვა სახელმწიფო მოხელეთა მხრიდან და პირიქით. მისი მმართველობის დროს თავი მეგონა გემბანზე, სადაც გემის კაპიტანს ჰქონდა აბსოლუტური ძალაუფლება, ხოლო მასზე მყოფნი აბსოლუტურად უუფლებოები იყვნენ
|