triumpiTHHრადგან მე მაშინდელ საქართველოში ვცხოვრობდი და მამაჩემს კოოპერატივი ანუ მცირე ბიზნესიც ჰქონდა და თანაც მაღალტექნოლოგიური...
ზუსტად ვიცი სად, როდის და როგორ ვითარდებოდა მაშინდელ ეკონომიკაში მოვლენები...
გამსახურდიამ გამოაცხადა ეკონომიკური დამოუკიდებლობისკენ კურსი...
მაგრამ არც ქარხენბი გაუჩერებია, არ პოსტ საბჭოთა გარემოსთან ეკონომიკური კავშირები გაუწყვეტია და არც კოლმეურნეობები დაუშლია...
სოციალური დაცვის მიზნით საზღვარგარეთ სასიარულოდ ინტელიგენციისათვის გამოყოფილი სავალუტო რეზერვით პური შეიძინა ყაზახსტანში და რძის ნაწარმი ჩვენი გვქონდა და ამ პროდუქტზე ფიქსირებულ ფასს ანუ სასიცოცხლო პროდუქტზე სოციალურად გაჭირვებულებისათვის ინარჩუნებდა..( იძახდა მე ხომ არ დავდივარ ამათაც მოითმინონო ცოტა ხანიო)
ეკონომიკური ბოიკოტი რომელიც წითელი საწარმოო ელიტის ნაწილმა.. მხოლოდ ნაწილმა გამოუცხადა როგორც პუტჩის მექანიზმი ეს ცალკე საკითხია..
ეს არ გახლავთ ეკონომიკური შეცდომების შედეგი...
პოსტ საბჭოთა საერთო გაუარესების ფონზე საქართველო ზვიადის გამო არა უჭირს სიტუაციის შენარჩუნებას ახერხებდა...
მხოლოდ ბნელიტა ვეღარ დადიოდა საზღვარგარეთ...
ეკონომიკის ნგრევა წითელი ნომეკლატურის გეგმა გახლდათ და ყველაფრის ამ ფონზე პრიხვატიზაცია....
ყველა თქვენს მიერ აღწერილი ეკონომიკური პრობლემა პუტჩის მერე განვითარდა...
რაც შეეხება ვალუტას... რუბლის გაუფასურების საშიშროებაზე გამსახურდიას მთავრობა აფრთხილებდა მოსახლებას და ოქროს და ვალუტის შეძენისკენ მოუწოდებდა...
ეს შევარდნაძის კლანი იყო ანაბრებზე შემოიტანეთ თქვენი დანაზოგი და გაგიორმაგებთო რომ გაძარცვა ასეთი ფორმითაც მოსახლეობა...
ეხლა რაც შეეხება მეცნიერებას...
სრულიად გეთანხმებით მეტრეველზე.. და მეცნიერების რეფორმაზეც რომლის გატარება აუცილებელი გახლდათ...
მაგრამ სადაც კი ოდნავ შეეხნენ ინტელიგენციის ინტერესებს ისეთი ყმუილი ატყდა ამ მეტრეველის გარდა(იცოდნენ ვინც იყო მავანთ და რატომ ატეხდნენ ყმუილს)

საერთო პუტჩისტურ ისტერიკაში.... იმ ეტაპზე შეუძლებელი იყო....
მოკლედ ჩვენი ვაცლავ ჰაველი მოვკალით....
ვაცლავ ჰაველმა ზუსტად ზვიადის ეკონომიკური პოლიტიკა გაატარა.. არ დაანგრევინა არაფერი აღმოსავლეთ ევროპაში...
და თან პარალელურად შემოუშვა დასავლეთი, დასაპრიხვატიზირებლად კი არა დამატებითი ეკონომიკის ასაშენებლად...
უკვე აშენებული კი არ ჩააბარეს... ორ კაპიკად...
მოკლედ გავუშვით ერთადერთი შანსი განვითარების....
ავტორიტეტი აღარ აქვს ჩვენს ინტელექტუალურ ელიტას ამ სისხლში გასვრის შემდეგ... შედეგად განვითარების გზებს ექსპერტებს კი არ ვეკითხებით ხან დასავლეთს და ხან მოსინჯვით მინგრევით ვამოწმებთ...
ყველა დავზარალდით ელიტაც, ხალხიც და მთლიანად ქვეყანაც...
იხეირა შევარდნაძემ და მისმა 50 კაციანმა ოლიგარხატმა...
This post has been edited by sulo on 15 Oct 2016, 11:13