la reineრანაირი თინეიჯერობა მაქვს გამოვლილი, ვერ წარმოიდგენ.
ჯერ გადახვოტრავდა თავებს ბაბო ხელის თმის საკრეჭით, მერე პაპა დაგვიჭრიდა ბოტასებს და სამი თვე უნდა გვევლო სოფლელი ბავშვებივით ფეხშიშველა და "დრიზინა" გვეტარებინა და უნდა გვესწავლა მასავით ხეხილის ცნობა და მოვლა./ეს, პროგრამა მინიმუმი./
დილის ექვსზე დაიძახებს:
-გიორგიიი, დავიიით, ადგებით თუ ჭის წყალი ამოვიტანო დასასხმელადო.
"ჩაინიკით" დაგვადგებოდა ხოლმე.
ჩემს ძმას უფრო მეტი მოხერხება აქვს.
ავდგეთ გიო, თორემ დაგვასხავსო.
/ოღონდაც იმის ხმა გამაგონა ახლა, მეტი არაფერი მინდა./
მაგარი სპარტანული წესით დაგვზარდეს, თორემ რა ტკბილია დილის ძილი, მხოლოდ სხვისი მონაყოლიდან ვიცი
ბესიკის26ვიმუშავე სხისი დღის განრიგის მიხედვით და მერე სულ ცოტა ხნით მომიწია დაფიქრება და გადაწყვეტილების მიღებაც უცებ მოვიდა.
არავისზე არ იყვე დამოკიდებული, შენ მხოლოდ ერთხელ მოხვედი ადამიანად, მიჰხედე საკუთარ თავს და შენთვის საყვარელ ადამიანებს არ მოაცილო თვალი..