ეს ისე თემას რომ არ აცდეთ))თამთა მიქელაძე: რელიგიის სააგენტო იტყუებოდა, რომ მოხის სადაო შენობის ისტორიას სწავლობდასოფელ მოხეში მუსლიმი მოქალაქეების ნაწილმა სადაო შენობაში ილოცა, დღეს, 14 ოქტომბერს პილიციამ მათ შენობის შესასვლელი აუჭედა. რა კეთდება მოხის კონფლიქტის აღმოსაფხვრელად და როგორ მუშაობს რელიგიის საკითხთა სააგენტოს შექმნილი კომისია, რომელმაც მოხეში სადაო შენობის საკითხი უნდა გამოიკვლიოს, ამ საკითხებზე “ნეტგაზეთი” “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” (EMC) სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორ თამთა მიქელაძეს ესაუბრა.
მოხეში მუსლიმი მოსახლეობის ნაწილი სადაო შენობაში ილოცეს, რომელთაც პოლიციამ შესასვლელი აუჭედა. როგორ შეაფასებ პოლიციის ქმედებას და ხომ არ დაარღვია კანონი მოსახლეობამ სადაო შენობაში შესვლის შემდეგ?
ლოცვითი პროტესტის აქტი იყო ეს, რადგან თითქმის 2 წელი გავიდა მას შემდეგ რაც იქ მდგომარეობა გართულდა და საპოლიციო ძალებით განახორციელა ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკანონო გადაწყვეტილების აღსრულება.
ამის შემდეგ სააგენტომ დააფუძნა კომისია, რომელსაც უნდა დაედგინა სადაო შენობის ისტორიული და კონფესიური წარმომავლობა. ამ 2 წლის განმავლობაში კომისიას ეფექტური გადაწყვეტილება არ მიუღია შენობის ისტორიული და კონფესიური მესაკუთრის დასადგენად.
კომისია არაეფექტურად მუშაობს?
კომისიის არაეფექტური მუშაობის შედეგია ის, რომ მუსლიმმა თემმა ამ ფორმით გადაწყვიტა პროტესტის გამოხატვა. კომისიას არ განუცხორციელებია ექსპერტული შემოწმებები, რომელსაც უნდა დაედგინა შენობის წარმოშობა. ამ დრომდე მხოლოდ მოლაპარაკებები მიდიოდა მხარეებს შორის დაძაბულობის დეესკალაციისთვის. მაგრამ იმ პირობებში როდესაც კომისიაში არ შედიან ადგილობრივი მუსლიმები და შედიან მხოლოდ სამუფთო სამმართველოს წარმომადგენლები (იცით ალბათ, სამუფთო სამმართველოსა და მუსლიმ თემს შორის გაუცხოება), იმაზე მსჯელობა, რომ ამ კომისიას შეუძლია დეესკალაცია და მხარეებს შორის ნდობის აღდგენა, აბსოლუტურად დაუსაბუთებელია.
კომისიას, სადაც კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები შედიოდნენ, რომ ძეგლის ისტორიული და კონფესიური წარმომავლობა დაედგინათ, ეს ღონისძიებები არც კი გაუტარებია.სწორედ ამ უმოქმედობაზე რეაქცია იყო ლოცვის აქტი. მუსლიმების ქცევაში, ლოცვის ეპიზოდში დანაშაულის ნიშნებს ვერ ვხედავ. რადგან ეს იყო აბსოლუტურად ღია, მესაკუთრის მხრიდან ინტერესი არ გამოვლენილა, რომ ეს შენობა ყოფილიყო დახურული და არავინ არ შესულიყო, არ გამოვლენილა.
ეს შენობა მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, ხომ?
ეს შენობა მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. ის, რომ მუნიციპალიტეტი ამ შენობაზე აქტიურ მფლობელობას ახორციელებს და შენობის შეუღწევლობის დაცვა უნდა, არ ჩანს, ის ღიაა და შესვლა და გასვლა არავის ეკრძალებოდა.
საკმაოდ დიდი ოდენობით პოლიციელები ავიდნენ შენობაში და ალყა შემოარტყეს და გამაფრთხილებელი ლენტები გააბეს. სახელმწიფოს ამ გზით უნდა ლოცვის პრევენცია.
ფაქტია, რომ რელგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნილი კომისია არაეფექტურია და სახლემწიფომ ამ დრომდე დავის გადაწყვეტა ვერ მოახერხა. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ მუსლიმი თემის უფლებების უგულებელყოფა სახელმწიფოს მხრიდან სისტემატურად ხდება და მოხის შემთხვევა სწორედ ასეთი გამოვლინებაა.
როგორ შეაფასებ მართმადიდებელი ეკლესიის როლს ამ პროცესში? დღეს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეორდოემ განცხადებაც გაავრცელა.
ამ კონფლიქტის ისტორიას თუ გადავხედავთ, მეუფე თეოდორეს განცხადება, სადაც დაიწყო ლაპარაკი იმის თაობაზე, რომ ეს შენობა ქრისტიანული ეკლესიაა, იყო აბსოლუტურად დაუსაბუთებელი. იმ ერთადერთი დოკუმენტის პირველადი შემოწმებით, რაც მან მოიშელია, არაფერი არ მიუთითებდა იმაზე, რომ ეს შენობა ოდესმე ქრისტიანული ეკლესია იყო.
ახლა სწორედ თეოდორეს ამ სიტუაციაში ჩართვა და ამბოლუტურად დაუსაბუთებლად გამოცხადება, რომ ეს შეიძლება ეკლესია ყოფილიყო ამან მდგომარეობა გაართულა და სამართლებრივ დავაში გადაიზარდა შენობის წამრომავლობის შესწავლა. ამ დავის შემოტანა ეკლესიის მხრიდან მოხდა და აბსოლუტურად დაუსაბუთებლად. მეტიც, ყველა სხვა ატრიბუტი, ის ადგილი, სადაც სასულიერო პირი ლოცვას კითხულობს, მინარეთის ასავლელი, ისე როგორც არქიტექტურული დეტალები, აჩვენებს, რომ ეს ერთი შეხედვით მეჩეთის შენობა ან მისი ნაშთებია.
ამ პირობებში ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ეს პრეტენზიები და ზეპირი განცხადებები სახელმწიფომ ჩათვალა, როგორც დავის საგანი, ხოლო ამის გაფორმება მოხდა კომისიაში და რაღაც ცრუ საკითხზე დაიწყო გარჩევები. ამ სიტუაციის ესკალაცია და დავის შექმნა საპატრიარქოს ინიციატივა იყო. კონფლიქტის ანალიზი აჩვენებს სასულიერო პირების დიდ გავლენას ადგილობრივებზე.
ადგილობრივი სამღვდელოების გავლენა ადგილობრივ ხელისუფლებაზე არის მაღალი და ეს ყველა დონის პოლიტიკაზე ჩანს, ამას მიუთითებს ადგილობრივი მუსიმი და კათოლიკე თემი. საჯარო სამსახურში დასაქმებაც კი ადგილობრივი ეპარქიისგან რეკომენდაციას საჭიროებს.
ამდენად, არ მიკვირს. ბოლოს სამ წელიწადში 3 კონფლიქტი გამოვლინდა ამ რეგიონში, როგორც ჩანს სახელმწიფოს სეკულარი პოლიტიკის გატარება უჭირს. იქ, სადაც აჭარელი მუსლიმები ცხოვრობენ, ეკლესიის პოლიტიკაა, რომ მოსახლეობის ინდოქტრინაცია მოახდინოს შევიწროებით თუ იდელოგიური მუშაობის გზით, აგრესიული ქრისტიანიზაციის პოლიტიკა გაატაროს და ადიგენში ეს პრობლემა ყველაზე მეტად ჩანს.
მთავარი პრობლემური საკითხი, რაც სახელმწიფომ უნდა მოაგვაროს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში შექმნილი კომისიის მუშაობის დასრულებაა, რომელმაც უნდა გაარკვიოს შენობის წარმომავლობა?
მე ვფიქრობ, რომ ლოცვით პროტესტი არის პროტესტი კომისიის საქმიანობის მიმართ, რომელიც არათუ გადაწყვეტილებას ვერ იღებს, არამედ არც კი დაიწყო ღონისძიებები, რომელმაც სამართლიან გადაწყვეტილებამდე უნდა მიიყვანოს ეს დავა. აბსოლუტურად არაეფექტური და ილუზორიული მექანიზმია კომისია ამ დავის გადასაწყვეტად. სააგენტო იტყუებოდა, რომ იგი შენობის ისტორიულ და კონფესიურ წარმომავლობას ადგენდა.
http://netgazeti.ge/news/148071/ This post has been edited by CetshwayokaMpande on 15 Oct 2016, 01:46