pekinelit-90სჯობდა ადრევე ჩავრტულიყავი საუბარში, რადგანაც ტერმინოლოგიური აღრევა ხშირად იწვევს გაუგებრობებსა და მცდარ წარმოდგენებს, მაგრამ საქმემ გამიტყუა, ხოლო თქვენ ამასობაში სულ ტყუილად დანათესავდით...
ნებისმიერ მონარქიულ სახელმწიფოში მეფის ძალაუფლება ემყარებოდა იარაღიან ხალხს - მეფის ვალდებულება ტერიტორიის დაცვა იყო და იარარის გარეშე ეს არასოდეს არ ხერხდებოდა...
იარაღი ჰქონდათ მეფის ვასალებს და თავისუფალ მიწადმოქმედებს, ანუ იმათ, ვინც არ იყო ფეოდალური იერარქიის წევრი... ვასალი თავისი ქვეშემრდომებიდან არჩევდა ჯანიან ხალხს, წვრთვნიდა და აიარაღებდა - ასე იქმნებოდა ფეოდალური ჯარი, ხოლო თავისუფალი მოქალაქეები, რომლებიც ძირითადად მონაპირე რეგიონებიდან იყვნენ, საკუთარი ხარჯით იარაღდებოდნენ...
თავისუფალი მიწათმოქმედი თავისი სტატუსით უკვე იყო აზნაური, ანუ უშუალოდ მეფეს ექვემდებარებოდა და ბეგარასაც ან ნაკლებს იხდიდა, ან სულაც არ იხდიდა... როცა თავისუფალი კაცი ბრძიოლაში თავს გამოიჩენდა, მეფე მას სთავაზობდა უფრო ახლოს გადმოსულიყო საცხოვრებლად და მამულს აძლევდა, რომ მეტი დრო და სახსარი ჰქონოდა იარაღის საქნევად - ასე ივსებოდა ფეოდალთა ფენა...
თავისუფალ მოქალაქეთა ფენა ძირითადად მაინც იგივე პოზიციაზე რჩებოდა - არ იყვნენ ჩართულნი ფეოდალურ იერარქიაში, მაგრამ წოდებრივად გლეხებზე მაღლა იდგნენ, რადგანაც ომში საკუთარი ხარჯით გადიოდნენ და ამისათვის რომელიმე ფეოდალის ნებართვა ან მოწოდება არ სჭირდებოდათ - უშუალოდ მეფეს ემორჩილებოდნენ...
გამომდინარე აქედან, თავისუფალი მიწათმოქმედისა და ფეოდალის ოჯახებს შორის ქორწინება მოსული და გავრცელებული პონტი იყო და ეს არ ითვლებოდა ცენზის დარღვევად, როცა თავადისა და გლეხის ქორწინება დაუშვებლად ითვლებოდა და თავადი ტიტულს ჰკარგავდა...
თავისუფალი მიწათმოქმედებს, ქართლ-კახეთის შემთხვევაში ხევსურებს და თუშებს, ფეოდალები ხშირად იწვევდნენ მოურავებად და ამისი მიზეზი ის იყო, რომ თავადები ტრადიციულად ბავშვობიდან იზრდებოდნენ გლეხის ოჯახში, რომ კომუნიკაციის პრობლემა არ ჰქონოდათ, მაგრამ როცა სადაო საკითხი დგებოდა ბატონსა და ყმას შორის, აქ უკვე საკუთარ ბალღობის ძმაკაცს ქეჩოში ვერ წაუთაქებდა, რასაც მშვენივრად ახერხებდა მთიელი მოურავი, რადგანაც იმ სოფელში მას არ ჰყავდა არც ოჯახი და არც სანათესაო - ყმები მასზე შურს ვერ იძიებდნენ... ხოლო თუ გაბედავდნენ, მაშინ ერთის მხრივ მოურავთა გვარიშვილები ჩამოცვივდებოდნენ მთიდან და მეორეს მხრივ - სხვა ფეოდალებიც გამოიღებდნე ხელს... ანალოგიური სიტუაცია იყო მართვისა ყველა ევროპულ ქვეყანაშიც...
ზოგიერთი თავისუფალი დროთა განმავლობაში ხდებოდა ფეოდალი, მაგრამ ეს ტიტული ავტომატურად არ გადაეცემოდათ მის გვარიშვილებს - მაგალითად, მთიულეთში არიან როგორც თავისუფალი წიკლაურები (ეს გვარი ხევსურეთიდან გავრცელდა სხვა განშტოებებთან ერთად - ჩოხელები, გიგაურები, ბექაურები, ფიცხელაურები, უთურგაულები, აფციაურები...), ასევე თავადი წიკლაურები და გლეხი წიკლაურებიც...
ბევრი თავისუფალი წიკლაური ქორწინდებოდა თავადურ გვარებზე და კიდევ უფრო მეტი - თხოვდებოდა - და ეს სხვა გვარებშიც ასე იყო...
ჩემთვის, როშკიონი წიკლაურისთვის, თავადობით ყელყელაობა ოდენ ღიმილის მომგვრელია, რადგანაც იყო თავისუფალი ადამიანი და არც არავის ჰმონებდე და არც არავის იმონებდე - ესაა კაცობა და თავისუფლება, თორემ თავადური წარმოშობის ნათესაობა უამრავი მყავს და მეც ცოტა როდი მირევია ე.წ. "ცისფერი სისხლი"...
ჩემი თავისუფალი გვარი რომ უფრო მეამაყება, ვიდრე ცნობილი ფეოდალური გვარის ჩამომავლობა, სწორედ ამიტომაც დავარქვი ჩემი ოცნების გიტარების წარმოებას Tsiklauri Guitars
საერთოდ, გაფეოდალება თავისუფალი ადამიანისა ჩემთვის რანგით დაქვეითებას ნიშნავს - ბოდიშობანა ყავარზე კუდგადებულ სასტავთან...
წარმოიდგინეთ, რომ ხართ საშუალო რანგის ფეოდალი და ჯერ ქვეშემვრდომ აზნაურებს აჩუხანებ, მერე კიდევ ყმებს, და ბოლოს თავად ელაქუცები იერარქიის უფრო მაღალ რანგზე მდგომ თავადს...

ამას ბევრად სჯობია თავისუფლება - ვიღაცა რაიმე ზედმეტს გეტყვის და გადაუშხუილე ხმლის ყუა - ვერავინ გაგამტყუვნებს!