საქართველოს ყველა დიდ და პატარა ქალაქს საკუთარი, განუმეორებელი ხიბლი აქვს, მაგრამ თბილისი ყოველთვის იყო და იქნება ჩვენი ქვეყნის ცენტრი, ყველა კუთხის შვილების + არაერთი ეროვნული და რელიგიური უმცირესობის ხასიათის, ტემპერამენტის, მენტალობის, კულტურის ნაზავი.
სწორედ ამ ტოლერანტობის, მულტიკულტურულობის და სტუმართმოყვარეობის გამოა ეს ქალაქი ასეთი მომხიბვლელიც, ნატიფიც, დახვეწილიც, ნოსტალგიურიც...
თბილისში დავიბადე, მაგრამ მშობლების სამსახურის გამო , ვცხოვრობდით მთელი სკოლის პერიოდი ერთ-ერთ პატარა ქალაქში.
15 წლის ასაკში დავბრუნდი უკან. მიუხედავად იმისა, რომ ნათესავების და მშობლების მეგობრების უმეტესობა თბილისში ცხოვრობს, მათ შვილებთან ვმეგობრობდი , ვსტუმრობდი და ბავშვობის ნახევარი დედაქალაქში მაქვს გატარებული, სკოლას, სოციუმს დიდი მნიშვნელობა აქვს, ანუ დამოუკიდებლად შეძენილი თბილისელი მეგობრები არ მყავდა.
მინდა გითხრათ, რომ არასოდეს არავისთან მიგრძვნია, რომ მე "უცხო" ვარ. თბილისმა დამიბრუნა და მიმიღო დიდი სიყვარულით.
20 წელია , რაც აქ ვცხოვრობ. ჩემი ნაწილია ეს ქალაქი და მეც მის ნაწილად მოვიაზრებ თავს.
ძველები რომ იხსენებენ "თბილისი იყო ურთიერთობაო" ზუსტად ვხვდები რასაც გულისხმობენ.
ადამიანს რაც მეტი "ჩასასვლელი" აქვს, მით უფრო მდიდარია.
დასავლეთშიც, აღმოსავლეთშიც, სამხეთ-ჯავახეთშიც ...ყველგან მყავს ნათესავები და ახლობლები.
ჩემი თბილისის სახლი ( ხილიანზე) , აქ ცხოვრების დღიდან მეგობრების და ახლობლების საყვარელ თავშეყრის ადგილად ვაქციეთ.
მაპატიეთ, ნოსტალგია შემომაწვა

)) 2 თვეში ვიბარგები საქართველოდან და განსაკუთრებით გამიმძაფრდა სენტიმენტები...
This post has been edited by უცხოპლანეტელი on 17 Oct 2016, 12:17