#49044864 · 15 Oct 2016, 13:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თბილისობის გამართვა 1 მილიონზე ოდნავ მეტი დაჯდა-ამის შესახებ განცხადება, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ეთერში გააკეთა. დედაქალაქის მერის თქმით, თბილისობის გამართვა მერიას, ტრადიციულად, 1 მილიონი უჯდება და წელს 1 მილიონზე ოდნავ მეტი დაჯდა. დაზუსტებულ ციფრებს კი მერია დღესასწაულის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნებს.
მისივე ინფორმაციით, თბილისობასთან დაკავშირებით არაერთი ღონისძიება გაიმრთება. მისი თქმით, თბილისობის ფარგლებში ლეღვთახევის ტერიტორიაზე მე-19 საუკუნის თბილისია გაცოცხლებული.თბილისის მერის თქმით, რიყის ტერიტორიაზე ბავშვებისთვის გასართობი ღონისძიებები გაიმართება, ასევე იქნება კულინარიული ფესტივალი.
შეგახსენებთ, რომ დღეს დედაქალაქი თბილისობას აღნიშნავს. წელს ღონისძიებების ეპიცენტრი რიყე, ახალი ტფილისი და ლეღვთახევია. იმართება კულტურული და სპორტული, საბავშვო გასართობი ღონისძიებები და კულინარიული გამოფენა-გაყიდვები.
მეკაიფედ, აფეინთედ და იყავით.
მაინც ვერაფერს დაინახავს თქვენი თვალები
--------------------
цыганка дерзкая сгубила мою жизнь
ZAZAi აბა, მდიდარ და დალაგებულ ქვეყანაში თუ ვიცხოვრებთ, როგორც მიშას დროს იყო, ვის მოუნდება კორუმპირებულ, კრიმინალურ და გატყაულ რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა
ყლიბერალებო, ყველა ქვეყნისა შეერთდით!!!
|