ერთადერთი უარყოფითი მხარე ჯარის გაუქმების იქნება ის, რომ ათეულობით ათასი ოჯახი დარჩება მშიერი. და ჯარის გაუქმების შედეგად გამოთავისუფლებულ ფულს, რამდენად გონივრულად დახარჯავენ ჩვენი იდიოტი მთავრობები, კაცმა არ იცის. ანუ რეალურად ვითომდა რისთვისაც ვაუქმებთ ჯარს, შეიძლება მაგაზე უარესი შედეგი და მეტი გაჭირვებული მივიღოთ.
თან სადღაც უსამართლობა იქნება სახლში გაუშვა ის ადამიანი, რომელმაც მთელი სიცოცხლე და კარიერა სახელმწიფოს თავდაცვას შეალია წრფელი გულით. ბანკომატის ჯარისკაცები იპოვიან როგორმე თავის გზას, მარა იმ ხალხთან, მთელი ცხოვრება მაგ საქმეს შეალიეს და მეტი არაფერი უკეთებიათ, სახელმწიფო სადღაც არ იქნება მართალი.
თუმცა, პრაგმატულად თუ შევხედავთ, ცალკეაღებულ არცერთ პიროვნებას არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ ქართული ჯარი ვერ ასრულებს და ვერც მომავალში შეასრულებს იმ ფუნქციას, რისთვისაც ჩვენ ასეულობით მილიონს ვახარჯავთ ყოველწლიურად. 3 წლის ბავშვიც კი მიხვდება ამას, რომ ეს ფული წყალშია გადაყრილი.
ისეთი სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერა რომ გვქონდეს დასავლეთიდან, როგორიც მაგალითად ისრაელს, მაშინ ბაზარი არაა, პირველი დავუკრავდი ტაშს ჯარის გაძლიერებას, მაგრამ ამ მოცემულობაში, როცა ყველას წიხლზე ვკიდივართ, რავიცი....
კარგით რა, მართლა კარგით რა. გეყოთ გულზე მჯიღების ცემა და თამადის მოყოლილი "ერთი ქართველი ათ სხვას უდრიდა"-ს იქითაც გაიხედეთ ხანდახან. ტ***ში გავიკეთოთ რკინის გული, თუ აბჯარი ხის გვაცვია.
ავიღოთ ყველაზე უარესი სცენარი: პუტინმა გადაწყვიტა აიღოს თბილისი და მოახდინოს საქართველოს ტერიტორიის 100%-ის ოკუპაცია.
მართლა გაქვთ იმის ილუზია, რომ სულ რომ მთელი ერი, ქუდზე კაცი და ქალი გამოვიდეთ, შევძლებთ მტრის მოგერიებას და მისთვის იმხელა ზარალის მიყენებას, რომ სამუდამოდ აიღოს განზრახვაზე ხელი?
რამდენიმე საათში ისე დაეცემა თბილისი, განგაშის და მობილიზაციის გამოცხადებას ვერ მოვასწრებთ და გვერდზე მოგვრჩება ქუდებიც და კალაშნიკოვისდაშლააწყობანასწავლი და ნაძუნძულები ხალხიც.
და თუ მეტხანს გავუქაჩეთ, მით უარესი ჩვენთვის. დაიწყება თბილისის ხალიჩისებური დაბომბვა და გროზნო და ალეპო მონაგონი იქნება. მაინცდამაინც ჩვენი, ჩვენი შვილების და ოჯახის წევრების ნაწლავებამოყრილი გვამებით უნდა დაიფაროს მთელი თბილისი, რომ მივხვდეთ რაღაც რაღაცებს?
უი, ჰო, დამავიწყდა. მიშამ თხრილები დაგვიტოვა და იქიდან მოვიგერიებთ.