და რატო უნდა გამხდარიყო? ასამდე ადამიანი შემიძლია ჩამოგითვალოთ, ვისაც
ბევრად მეტი აქვა გაკეთებული საქართველოსთვისაც და თბილისისათვისაც.
მაგრამ ეს ადამიანები ჩუმად, უხმაუროდ აკეთებენ თავიანთ საკეთებელს.
წამდაუწუმ არ გვეჩხირებიან თვალში და არ გვმოძღვრავენ.
არც, გამუდმებით არ უძღვნიან დაუმსახურებელ პანეგირიკებს არსებულ
ხელისუფლებებს.
ხოდა, რა არის გასაკვირი (მითუმეტეს სამარცხვინო) იმაში, რომ ქ-ნი ლალის
ისტერიკების და მთავრობის ზღვარგადასული ქება-დიდების შემხედვარე ადამიანს,
მისი საპატიო მოქალაქედ დასახელების მიზეზის ამოცნობაც არ გაუჭირდეს?
სწორედ, ხელისუფლების შექების გამო საპატიო მოქალაქედ დასახელებაა, ერთდროულად,
სამარცხვინოც და სასაცილოც!
შოპენის შემოქმედების მოყვარულ ადამიანს, მგონია უნდა გესმოდეთ ეს.
vita brevis...