#49072261 · 19 Oct 2016, 05:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
experto
| QUOTE | არა, მისი ცხოვრება
ადამიანს 60 თეთრიანი ხინკალი ენატრება და არ დგას სხვებივით ბატონის კართან ვერცხლის მონეტების სათხოვნად
მისი თავმოყვარეობა უფრო ძვირფასია ვიდრე ბატონის კარზე დელიგატესების მირთმევა
ნამდვილი ინტელიგენცია უბრალო ხალხის ცხოვრებით ცხოვრობს
ბატონის კარის ინტელიგენციასა და უბრალო ხალხს შორის დიდი უფსკრულია |
თქვენ ან სხვანაირად გესმით სიტყვა ინტელიგენტის მნიშვნელობა, ან არჩილ ჩიხლაძის ცხოვრებაზე გაქვთ სხვანაირი წარმოდგენა. ერთი რიგითი მომღერალი იყო, ერთხანს რესტორან მუხამბაზში მღეროდა კომუნისტების დროს. რამდენიმე სიმღერა ჩაწერა მაყვალა ჩიხლაძესთან ერთად. გაჭირვებას რაც შეეხება: ხომ გამოვიდა მაგის ცოლიც და შვილიც, რომ ავადაა, პრობლემები აქვს ფსიქიკის, არც შია, არც სწყურია და სართოდ არაფერი უჭირსო, ვიღაც ჟურნალისტმა ააგორა ეგ ამბავიო. ნებისმიერ შემთხვევაში მე ინტელიგენტი სხვანაირად წარმომიდგენია.
--------------------
ჩემზე ძალიან მოქმედებს, როცა ქართულ ენას ამახინჯებენ. განსაკუთრებით წერის დროს. გოგებაშვილი ან შანიძე მეც არ ვარ, მეც მეშლება ხოლმე, მაგრამ თვალშისაცემ შეცდომებზე თუ მიგითითებთ ხანდახან, ძალიან გთხოვთ ნუ მიწყენთ.
|