#49054023 · 16 Oct 2016, 20:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
mtavrishvili ფასეული იდეა თქვი: მაშასადამე მეორე ტური თუ ვერ შედგა, არჩევნების ჩატარებულად გამოცხადება შეუძლებელი ხდება. ეს კი, უკვე ნამდვილად ხალხის გადასაწყვეტია და აქ დგება სწორედ სამოქალაქო საზოგადოების გადამწყვეტი როლის ფაქტორი.
ამიტომ მიდიოდა ნამდვილად აუცილებელ საზოგადო ფორმირებებზე საუბრები ფორმალურად და სინამდვილეში ყველაფერი კეთდებოდა, რომ არ შემდგარიყო სამოქალაქო საზოგადოება და შესრულებულიყო დაკვეთა ლუსტრაციასა და კონსტიტუციური სათაო მოთხოვნების შესრულება ორიგინალი დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე, რაც დღესეც წინაპირობაა სახელმწიფოდ შედგომისათვის.
საქართველო არაა სსრკ-ს სამართალმემკვიდრე და იგი რჩება დღემდის ანექსირებულ-ოკუპირებულ ქვეყნად, რომლის ტერიტორია ბოლო ასი წლის მანძილზე ფაქტობრივად უკანონოდ განახევრდა.
გამოსავალი ყოველთვის არსებობს და იგი რეალურია ერის ერთიანობის და სამოქალაქო ერთობის იდეოლოგიურ პირობებში.
*** შენიშვნა: ყველაზე რეალური და საარსებო საკითხების დაყენება და გადაწყვეტა ამპარტავნული მე-ს თანხლებით --- მას სერიოზულ სახეს უკარგავს, აშარჟებს და ფაქტობრივად ამ იდეა-იდეოლოგიას ანტი ფორმებს სძენს და საბოლოოდ ქილიკით ასამარებს.
ამიტომ: სახელმწიფოებრივ აზროვნება-ქმედებებში ერთი წვეთი კუპრის ტოლფას ეფექტს ქმნის თვით გაუაზრებელი ერთი გადაბრუნებული სიტყვაც კი.... ოპონენტებიც სწორედ ასეთ ლაფსუსებს ჰპოვებენ...თითზე იხვევენ და ამგვარად ახდენენ თვით ყველაზე საუკეთესო იდეა-გამოსავალის იგნორირებას. მეორე მეთოდია, როდესაც ასეთ ერთადერთ და სწორ გამოსავალს თავად მტრები გვთავაზობენ იმ რწმენით, რომ მათ გაუცნობიერებლას უარვყოფთ და ამდენად --- ჩვენივე ხელით და უაზრო თავების მართვით დაასამარებენ ხსნის შანსებს.
მაშასადამე უმთავრესია სიტყვათა არსში წვდომა, მიუხედავად იმისა, ამას ვინ და რანი ამბობენ და გვთავაზობენ ფაქტობრივად, თუნდაც დივერსანტები.
,,უკუღმართს ყოველთვის წაღმას სთავაზობენ..." და არც ყველაა მტერი, რომელსაც მტრად გვისახავენ და არც მოყვარეა მოყვრად მიჩნეულნი. სახელმწიფოებრივი აზროვნება, ხედვა და ქმედებანი მიუკერძოებელია სუბიექტური მე-სადმი და ემყარება მხოლოდ ,,ჩვენ-ჩვენს" ცნობიერებას. ამ ქვეყანას ყველაზე დიდი მტერი შიდა ,,მე და ჩემი ნაბადი" ჰყავს და ეყოლება, რადგან მხოლოდ მე მტრობს ყველაზე დაუნდობლად ჩვენს ქვეყანას გათიშვებით და დათითოკაცოებით...
მე ვქენი, მე ვიაზრე, ჩემი იდეაა და ასე შემდეგ --- თუ არ ჰყავს თანამოაზრეთა ჩვენი რიცხოვნობა --- რჩება მარტოხელა მედ...განდევნილ-განკიცხულივით. დრო და ჟამი უნდა თავად შეამზადო თანამოაზრეების სიმრავლით, რათა სალიდერო ტრიბუნაზე ასვლის უფლება მოიპოვო.
***
ახლა მთავარზე: ,,ამათი მოუსავლეთში" გაშვება კი იოლია.... მავრამ ვისით და რითი ანაცვლებ ამ მძიმედ კრიმინალიზირებულ მოქნაცქოცებს, რომლებსაც მონოპოლიზირებული აქვთ პოლიტიკის და ეკონომიკის მართვის სეგმენტები კლანური სისტემით და მოსახლეობა დაჰიპნოზირებულია სიცრუის და დუბელიზმის სატანურ-მაგიური იდეოლოგიებით და არ უწყის საერო და სასულიერო ძალაუფლების უფლებამოსილებანი პრინციპით: ხმა ღვთისა და ერისა არს უზენაესი განგებულება!
ასევე: რასაც ადამიანი თავად უზამს თავის თავსა თავადვე --- ვერა გარე მტერი ვერ ავნებს ამის მეათედსაც კი...
ბევრი რამ კიდევ ითქმის --- ჟამამდის! საამისოდ მოხდება ბევრი რამ ,,ნაპირზე გადასასვლელად!"
მანამდე კი --- წვეთი კუპრიც თავის საქმეს აკეთებს და პასუხისმგებლობაც უზომოდ დიდია საერთო საქმეში კუპრის თვით წვეთის მოხვედრისათვის... ვინც არ უნდა იყოს და ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ამ ,,განხეთქილების ვაშლის წვეთები..."
This post has been edited by triumpi on 16 Oct 2016, 20:44
|