დათვლილია, გააზრებულია, დამტკიცებულია:
სისტემაში ჩართული
75% აპრიორი 0$-ს შოულობს
15%მდე ახერხებს თავისი ჩადებული ფულის ამოღებას
რაღაც ნაწილი ოდნავ პლისებში გადის
და 1.5 პროცენტამდე კი მდიდრდება )) ოღონდ ეს ის ნაწილია, რომელიც მამები არიან ამ სისტემის და არა ქართველი ზომბები..
დაგუგლეთ და ბევრ საიტზეა ახსნილი და დათვლილი..
ბევრი ჟურნალისტიც დაინტერესდა მაგრამ ჩვენტანაც და ღრუსეთშიც ასე ხდება, ვინმე რამე საეჭვოს დაწერს ამ თემაზე და დედის დრაგს აგინებენ ქიუნეთელები )) სექტაა მართლა.. ანუ ჩადეს ფული და თუ სახელს გაუფუჭებ ამ ფირმას, ვერ მიიყვანენ სხვას, რომ ამოიღნ ფული და თავმოყვარეობა აღიდგინონ, ამიტომ გადასული არიან აგრესიაზე..
2-3 სტატიაა ამ თემაზე და ყველას გადაუარეს )
P.S მეც მიმიყვანეს.. მივედი..
როგორც კი პატარა ოთახში შემიყვანეს, სადაც თეთრი კედლები, 1 4კუთხედი მაგიდა და 5 სკამი იდო, ეგრევე მივხვდი, რომ რაღაცაზე დაბოლება დაიწყებოდა

ნეიროლინგვისტურ პროგრამირებაში ეგ იდეალური გარემოა დასაბოლებლად და დასაჰიპნოზებლად ადამიანის..
რა თქმა უნდა ვერ დამაბოლეს და აგრესიული გახდა ბოლოს ტიპი და გავარდა ოთახიდან, შენ ვერ ხედავ შესაძლებლობებს და რაღაც ფრაზებით..
ნუ სამწუხაროდ ჩემი ახლობლები (ვინც მიმიყვანა) ვერ დავიხსენი მანდედან

ახლაც გონიათ, რომ "2 კაცს როგორ ვერ იშოვი ყოველთვის" თემაა და ფულს იშოვიან..
ნუ, იმდენი ტყუილი მითხრეს და იმდენ რამეში გამოვიჭირე, რომ უბრალოდ ცინიკურად ვუღიმოდი ბოლოს..
ძალიან მეზარება და იმდენი ვიჩხუბე ამ თემაზე, რომ ვერ დავწერ ყველაფერს მაგრამ უ დავისვენე ამ თემისგან და ძალები მექნება, დავწერ დეტალუად რას როგორ აკეთებენ.. თითოეული ნაბიჯი და ფრაზა როგორ აქვთ დალაგებული დასაბოლებლად.. როგორ იღებენ საწევრო 30$-ს და რითი ამართლებენ ამ გადასახადს.. სასაცილოა

და ყველაზე მთავარი - პროდუქცია დაიკიდეო რომ გეუბნებიან.. ჩვენ გაიდვებით კი არ ვშოულობთ ფულსო, ხალხის მოყვანითო..
მოდით რა ქიუნეთელებო, ვინც აქ ხართ, ასე ქენით:
მომეცით მე 5000$ ახლა და მერე წადით კიდე 2 მომიყვანეთ ვინც მომცემს ამ 5000$-ს და მაგათი მოტანილიდან მე მოგცემთ გარკვეულ პროცენტს..
გაწყობთ?