შემოსავალი დამყარებულია მუდმივად მზარდ წევრების რაოდენობაზე )))
სხვა ბიზნესებს რომ ადარებს ზოგი ორიფლეიმი და ავონიო და ისაო ესაო..
კი ბატონო, მაგრამ ორიფლეიმის და ავონის კრემი თუ სხვა რამე ჯანდაბა მუდმივად გჭირდება,
შეიძლება ერთმა ადამიანმა ყოველთვე იყიდოს 500 ლარის საქონელი, გყავს ესეთი 10 კლიენტი და ვსო (სიტყვაზე ვამბობ ციფრებს)
ანუ ასაღებ პროდუქციას რომელიც კარგია თუ ცუდია არ აქვს მნიშვნელობა... ქალი კრემს და სუნამოს ყიდულობს და იყიდის ყოველთვის (ეს პროდუქციაც და მომხმარებელიც მაგალითისთვის არის)
მაგრამ მეორე და სულ სხვა შემთხვევაა ეს ქიუნეტი...
შენ მიიყვანე ხალხი, იმ ხალხმა უნდა მიიყვანოს ხალხი და აქ არ არის საუბარი რომ პროდუქციას ასაღებენ,
მთავარი დატვირთვაა იპოვო მსხვერპლი სისტემის, რომელიც მოძებნის შენნაირ და ის უკვე თავისნაირ ადამიანს - აქცევს მსხვერპლად, რომელიც თავის მხრივ ანალოგიურად დაიწყებს ხალხზე ჩალიჩს )))
შეიძლება ყოველთვე ერთ და იგივე ადამიანს აყიდინო ეგ 1700 დოლარიანი ნივთი? არა ხო? ანუ იდეაში ალბათ კი (წესები არ ვიცი როგორ ხდება იქ), მაგრამ აზრი?

რატომ იყიდის ყოველთვე ადამიანი რაღაც იდიოტობა ქვას?
აქედან გამომდინარე შენ ანუ ადამიანი რომელიც დღეს ფიქრობ ამ სისტემაში გაწევრიანებაზე, დაფიქრდი...
1) მოახერხებ დააგოიმო 2 ადამიანი? დაუშვათ გამოცდილი აფერისტი ხარ, მაგრამ ეგ ჯერ კიდევ საქმის ნახევარია...
2) მოახერხებ იპოვო და დააგოიმო ისეთი 2 ადამიანი, რომლებიც ისევ 2-2-ს დააგოიმებენ? და ისინი მოახერხებენ ისეთი გაიძვერა ხალხის შერჩევას, ვინც ასევე კიდევ ახალ წევრებს მოიყვანენ?
თუ რომელიმე პუნქტში უკვე ეჭვი გეპარება ჯობია აქვე შეეშვა მაგ სისულელეზე ფიქრს...
იმიტომ რომ შენ შიძლება "ჩალიჩა" იყო და გამოგივიდეს სხვისი დაგოიმება, მაგრამ შენმა მოყვანილმა ხალხმა თუ ვერ გააკეთა საქმე, შენ ვერ მიიღებ შემოსავალს ))))
მათ მაგივრად ისევ შენ მოგიწევს ჩალიჩი ))) კიდევ უფრო დიდი სისულელე, მსმენია ისეთი ფაქტები რომ ვიღაცის მაგივრად აკეთებენ სესხს და ვითომ მე ჩაგიდე ფულიო და შენ არაფრის კეთება არ მოგიწევსო და პაპალამშიც უდებენ თანხას ლიჟბი შემოიყვანონ და დახმარება მიიღონ მერე ხალხის მოყვანაში... მოკლედ აბსურდია, ვალს ვალს ამატებენ... კაზინოს პრინციპია ესეც, თუ ჩაგითრიეს მერე ძნელია გაჩერება... იმედით დაგტვირთავენ რომ აუცილებლად გამდიდრდები მთავარია ცოტა იჩალიჩო და აქ უკვე ზოგი გენიოსი მარტივ გზებს ეძებს და ახალი ხალხის ძებნას და "იმარტივებენ" საქმეს და მათ მაგივრად დებენ ფულს... მაგრამ ვისაც ფული არ ჩაუდია, მაგხელა ინტერესიც არ აქვს უკვე, არაფერს არ კარგავს, ერთ ორ ადამიანს გამოკითხავს, მიიღებს პრო*ში ფეხის წვერს და გაეშვება... ამ საცოდავებს კიდე ორმაგი და სამმაგი ვალი აქვთ უკვე )))
მე შეიძლება კარგად გამომივიდეს და ორი ადამიანი შემოვიტყუო, მაგრამ იმათ წარმატებაზე თავს ვერ დავდებ... არც იფიქროთ რომ მხოლოდ 2 ადამიანის მიყვანაში გამოძვრებით ))) მუდმივად მოგიწევთ სირბილი სექტანტივით და მაღალფარდოვანი სიტყვებით და გემრიელი დაპირებებით ყველა ნაცნობთან ))) უცნობთან მეეჭვება გარისკო მისვლა...

მთლიან სქემას რაც შეეხება, მოკლედ რავიცი თან არის აფიორა თან არ არის... რაღაც ფსევდო პროდუქციას ყიდი რომელიც რეალურად მაგდენი არც ღირს მაგრამ ვერც გაამტყუნებ რომ მოგატყუეს და იყიდე... კანონებში კარგად გარკვეულმა ხალხმა კარგად იმუშავეს და ჩამოაყალიბეს პირამიდის უფრო სრულყოფილი სქემა, ვიდრე 90-იან წლებში იყო ))) ნუ დაუშვათ მსგავსი ლოგიკით iPhone7-იც არ ღირს 2000 ლარი... მაგრამ იქ "პონტებია, მარიაჟობა", იქ ცნობილი ბრენდია იქ 1000 წვრილმანია კიდე რატომაც ხალხი ყოველწლიურად სიამოვნებით ყიდულობს განახლებულ ტელეფონს )))) და იქ ფასით დაგოიმება ამართლებს და "აფგრეიდის", მუდმივი მომხმარებლის დათრევის ამბავია... ჯერ ტელეფონს აყიდინებ, შეაყვარებ, დააჯრებე რომ ეს ძალიან მაგარია, შემდეგ ლეპტოპს გატენი, რომელიც 2000 დოლარი არ ღირს და ა.შ
აქ კიდე არამგონია ვიღაცამ სიამაყით რაღაც ქვაში 1670 დოლარი გადაიხადოს )))
და მოეშვით ამ პროდუქციაზე ჭყიპინს... თითქოს პროდუქციის გამყიდველი ხარ

წევრობას ყიდულობ, რომ ახალი წევრები მოყარო და მიიღო პროცენტი ბრბოს მოყვანაში )))
რეალურად კარგად შენიღბული ტყუილია, რომელშიც გაწევრიანებულ ადამიანებს ყოველთვის აწყობთ გააზვიადონ და ზედმეტად გაალამაზონ სიტუაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში პირდაპირი თუ ირიბი გზით მათი შემოსავალი არის დამოკიდებული რაღაც ხმებზე, ჭორებზე, ლამაზ ზღაპრებზე, წარმატებულ ადამიანებზე და ა.შ არამგონია რომელიმე ქიუნეტელი, გარდა იმისა რომელიც აღიარებს შეცდომას, თქვას რომ ცუდად აქვს საქმე... თავისთავად არსებობს ხალხი ვისაც ეს წარმატებით გამოუვიდა და დაგროვებული აქვს საკმარისი ბაზა იყოს უზრუნველყოფილი კიდევ დიდხანს... იქ ფორბსიო და იმიზეზებენ არიქა მანდ მაინც წაიკითხეთო... მიშაზეც წერდნენ დასავლური წარმატებული მედია საშუალებები ბევრ კარგ სტატიას... გაუჭირდებოდა ახლა ქიუნეთს მილიონების გადახდა, ლამაზად შეთხზულ სტატიაში ))) და გაიჭირდებოდათ მოსყიდვა მაღალჩინოსნების )))
მოკლედ იგივე პრინციპით შეიძლება გახსნათ ლომბარდი, ან მიკროსაფინანსო (ნუ ფაქტია ცოტა მეტი ფული გჭირდება) მაგრამ იქაც გაჭირვებულ ხალხზე იშოვით ფულს, მორალი იგივეა )))
ცოტა არეულად დავწერე მაგრამ აზრი გასაგებია ალბათ ))))