კარგი მოდით სამართლიანობისთვის დეტალურად განვიხილოთ სექტანეტის მიერ შეთავაზებული "უნიკალური" პაკეტი და დავრწმუნდეთ მის ტოტალურ უაზრობაში!

))
----
განვიხილავთ ყველაზე პოპულარულ შენაძენზე "Bronze" პაკეტის მაგალითზე რომელიც სექტანეტის საიტზე 1700 დოლარი ღირს (mymarket.ge-ზე კი უკვე 600-700 დოლარშიც მოიძებნება). შევდივართ აღნიშნული პაკეტის აღწერაში და პირობებში ვკითხულობთ:
----
1) One week of vacation entitlement every alternate year (i.e. 3 weeks/21 nights in total)
ანუ რა გამოდის? ვყიდულობთ 3 კვირას, მაგრამ რეალურად შეგვიძლია გამოვიყენოთ წელიწადში მხოლოდ 1 კვირა... თუ გავითვალისწინებთ რომ აღნიშნულ ფასში (1700$) არ შედის არაფერი სასტუმროს გარდა... რა გამოდის?
სამი წასვლა 3 x ( ავიაბილეთები 2 ადამიანზე ტაილანდამდე Qatar-ის ავიახაზებით 4000₾ + ვიზა + შიდა ხარჯები სასტუმრომდე +კვება ) + დალოცვილი 1700 დოლარი სასტუმროსთვის (~4000₾)... რაც ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით უკვე გამოდის ~20.000₾ რათა საგზურის 21 დღე გამოვიყენოთ... ანუ თითო დღე სადღაც 1000 ლარი

2) Usage Fee is:
- a yearly fee payable by the member for the maintenance and repair of QVI Club Home Resorts
- payable within the year of entitlement
wtf? ხომ გადავიხადე 1700 დოლარი? კიდე? რამდენი? რა ჯანდაბა არის ეს? თან ყოველ 1 კვირაზე???

))) ოდნავ ქვევით ვპოულობთ იმავე გვერდზე: Usage Fee of INR12,650 on a per-week-per-unit-per-year basis applies... ჯერ ვცდილობთ აზრზე მოვიდეთ და გავიგოთ რას ნიშნავს ეს ჰიბრიდომონსტრი: "per-week-per-unit-per-year"... უჰ კაი ახლა ვეძებ ინტერნეტში ვალუტის კურს (რატომღაც ყველაფერი დოლარებშია და მაინც და მაინც ეს რაღაც გაურკვეველი გადასახადი რუპებში) აღმოვაჩენთ რომ თანხა გამოდის $185... ვახ

(
ნუ კარგი ალბათ მასე არის საჭირო ამ უნიკალური საგზურის გამოყენებისთვის! ბოლო ბოლო ხომ არ მოგვატყუებენ რამეს პრეზენტატორები <3 დაიკიდე იმდენ ფულს იშოვი რომ არც დაფიქრდები ამ ხურდა ფულებზე... კარგი ვაგრძელებთ, კიდე რაღაც წერია იქ...
3) Xchange Fee is:
- a fee payable in order to utilise the facilities provided by XchangeWorld on a full week exchange basis
- to be paid before making a reservation with XchangeWorld
რაო??! კიდე ეს რაღა არის?! რამდენი??

(( რისთვის? მართლა ვერ გავერკვიე რისთვის მოქმედებს მაგრამ როგორც XchangeWorld-ის (ცალკე საიტზე!!!) ვპოულობ აღნიშნული გადასახადი შეადგენს 118 დოლარს/კვირაზე... მომიწევს ამის გადახდა? არ მომიწევს? რავიცი...
მოკლედ ბედნიერ დასვენებას გისურვებთ ქიუნეტელებო და წარმატებულ ბიზნესს!
P.S ალბათ ამაზეც მეტყვით რომ "ზარმაცი ხარ, ინფორმაცია არ გაქვს ჩვენზე, ჯობია ღიპიან ბიძას ემსახურო 300 ლარად, არ ინდომებ და იმიტომ არ გამოგდის არაფერი"... :*
ბმულები:
---
http://products.qnet.net/Productdetail.aspx…---
http://www.xchangeworld.com/xplain/exchange-fee/---------------------
წყარო:
https://www.facebook.com/antiqnet/photos/a....2047013/?type=3 This post has been edited by DeViLz on 25 Nov 2016, 14:19
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)