ვიკიპედია საკმაოდ სანდო წყაროა ჩემი აზრით. რუსული წყაროსთვის მომიტევეთ:
https://ru.wikipedia.org/wiki/QNETდღეს ვიყავი გასაუბრებაზე, თორემ არ დავპოსტავდი, მიღებულ ემოციებს და ჩემს აზრს მოგახსენებთ:
ჩვეულებრივი პირამიდაა, ქსელურ მარკეტინგს ამოფარებული.
არასასიამოვნო ფსიქოლოგიურ-მარკეტინკული კამპანია აქვთ: არ გაქვს ფული ? - აგერ არის ბანკი, ეს 100%-იანი საქმეა !
აქცენტს აკეთებენ საშუალო ფენაზე, რომეთაც ფინანსური ცოდნის ნაკლებობიდან გამომდინარე, მარტივად აჯერებენ პირამიდული სისტემის მეოთხე დონიდან, როგორ იქნებიან ფინანსურად დამოუკიდებლები.
ვერ ვიღებ პასუხს კითხვაზე - აიმეს ქვა რატომ ღორს 1670 დოლარი ? ? ? პასუხი მხოლოდ ის არის, რომ ვაშლის გვერდზე რომ დავდო, ვაშლი დიდი ხანი აღარ დალპება
ხო, ის საათები ვნახე იბეიზე, 2100 დოლარი რომ უნდა მიმეტანა, ყველაზე ცოტა, მათ შესაძენად.... მდაა... 300 დოლარად ვნახე ზუსტად ის მოდელები, მათ კატალოგში რომლებიც ვნახე...
ხო, ტაილანდის საგზური იყო კიდევ, მგზავრობა მე რომ უნდა გადამეხადა და ყოველ შემდგომ წელს ტაილანდში რომ წავიდოდით მე და 4 კაცი... 2000 დოლარად
ეხლა თან რუსთავი ორს ვუყურებ, საფინანსო კომპანია საქართველოს შესახებ
კარგით, საკმარისია ამდენი ნეგატივი...
ჩემი რჩევა იქნება, როგორც ეკონომისტისა და ფინანსისტის (გამაჩნია ამ სფეროში გამოცდილება მცირედი და ამიტომ ვაძლევ თავს უფლებას რჩევების გაცემის) :
ვიცი, ყველა ვოცნებობთ ფინანსურ თავისუფლებაზე, იმაზე, რომ ვისხდეთ სახლში, ერთხელ ჩავდოთ თანხა და მერე უდარდელად ვიცხოვროთ, ისიც გვინდა ძალიან, რომ გავაკვირვოთ სხვები, ჩვენი ფინანსური გონიერებითა და ნიჭიერებით (შეურაცყოფად არავინ მიიღოს, ზოგად ოცნებებზე ვსაუბრობ და არა ამ კომპანიის წევრებზე. მათ მე მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ), მაგრამ.... მაგრამ აუცილებლად გვახსოვდეს ერთი რამ: სამყაროში მოქმედებს კანონი, ფინანსურ სამყაროში განსაკუთრებით, როცა იგებს ერთი, აგებს მეორე (ფინანსურ ბირჟას და მსგავს ქსელურ, პირამიდულ კომპანიებს ვგულისხმობ) ! ასე რომ, შეიძლება მოგოთ, მაგრამ მოიგებთ ვიღაცის ხარჯზე და აუცილებლად უნდა იცოდეთ - თუკი იგებთ თქვენ, აგებს სხვა ! კარგია თუ თქვენ ,,ზემოთ" ხართ და თქვენ უკვე აღარ აგებთ, მაგრამ იფიქრეთ მათზე, ვინც თქვენი საფეხურის ქვემოთ არის.
უკაცრავად ცოტა გრძელი წერილსათვის