arqimagმაგ სექტამ ახლობელი დამაკარგვინა
არ მომეშვა გინდათუარა წამო მაგარი საქმეაო
სანამ არ მივედით არ მითხრა რა საქმე იყო იქ უფრო აგიხსნიანო
ვიღას სლე გამოიწელა პრეზენტაცია უნდა ჩაგიტაროვო
დავაი მეთქი
სად მუშაობო, რომ ვუთხარი კომპანიის სახელი, მეკითხება დაცვაშიო ? ამან ცოტა გამარკვირვა
ნუ ვიფიქრე ავყვები თამაშშითქო კი დაცვაში ვართქო, ეგრევე გავხედე ახლობელს აიჭარხლა, ვანიშნე მოკეტეთქო
მერე მოგწონს შენი სამსახური როდემდე გინდა 300-400 ლარიანი მონა იყოვო ? აქ ცოტა გავბრაზდი მაგრამ თავი შევიკავე
რავი აბა შენ რას მირჩევ მეთქი, და აქ დაიწყო ბლა-ბლა-ბლა
ტიპი ისე შეიჭრა როლებში რომ 2 წელიწადში ივანიშვილობას შემპირდა, დავიმორცხვე მაგდენიც არმინდათქო
რაღაც სისულელე სქემა დახატა ესე იშოვი ძმაოო ფულსო და ჩემ გაოცებულ სახის დანახვაზე სიამოვნებისგან სიგარეტს მოუკიდა

კარგი მოვიფიქრებთქო ოღონდ ეს ფურცელი გამატანეთ რომ კიდევ გადავხედოთქო, აბა რას ამბობ ამის გატანების უფლება არ მაქო
რომ ვკითხე რატომმეთქი, რაღაცეები იბლუყუნა
მოკლედ რომ გამოვედით ახლობელი მეუბნება გახარებული სახით ხომ მაგარიაო ?
ხოდა რომ წავიდა დასხმები ეს აფერისტები ვინ არიან თვალები გაახილე, პირამიდაში გთხრიან მეთქი, გაგიჟდა
რეალური საქმეაო, რომ მიყვარხარ და ახლობელი რომ ხარ მაგიტო მინდა ფული გაშოვნინოვო, მერე რომ გაიგებდი მე ვიშოვე საყვედურს ხომ მეტყოდი ესეთი საქმე თუ იცოდი რატომ არ მითხარიო
ეს სიტყვები კი უკვე მეორედ მესმოდა ნახევარი საათის ინტერვალით
მივხვდი რომ, ისევე მაბოლებდა როგორს ის რეგვენი
ზუსტათ 1 თვე მირეკა ერთხელაც შევხვდი, ავუხსენი რასთან ქონდა საქმე, მაგრამ არ მომისმინა
ხოდა კარგადაც გამოვლაძღე აღარ დამირეკო მაგაზეთქო
მისმერე გავიდა წელზე მეტი, რამდენჯერაც შემხვდება ან მოვიკითხავ იმ საქმეზე რომ გადავუკრავ საუბარს, გაურბის პასუხებს.
მერე გავიგე რომ ოჯახის წევრებიც გაუწევრიანებია და სერიოზულ ვალებშია ტიპი
This post has been edited by kaxakale on 18 Oct 2016, 04:45