ვახ, კაცო, ესე იგი ადამიანი თუ 60 ლარს ირიცხავს ტელეფონზე, ბურჟუაა და ღირსიც არის, თუ "პროლეტარიატი" მობილური ოპერატორი მაგის თანხას მიითვისებს?? თუ ღადაობაა მასეთი, პროსტო მე ვერ მივხვდი?
ბილაინთან ამას წინათ მქონდა ინციდენტი... 10 ლარიანი პაკეტი ჩავირთე, ნახევარ თვიანი ულიმიტო და ვიფიქრე, ავტო მომსახურებას ახლავე გამოვრთავ, მერე არ დამავიწყდეს და ფული არ ჩამომეჭრას-მეთქი და ავკრიფე გამორთვის კოდი. თურმე, მომსახურების გამორთვა იმას კი არ ნიშნავს, რომ ავტო გაგრძელებას რთავ (ამას თურმე პაკეტის გამორთვა ჰქვია), არამედ იმას, რომ იმ წუთას დარიცხული დრო, სმსები და ინტერნეტი - ყველაფერი გამინულდა.
ვწერ ბილაინის ოპერატორს საიტიდან (დარეკვა შეუძლებელია, არ გრთავს ოპერატორთან და მორჩა) და ვეუბნები, ასე და ასე მომივიდა-მეთქი. ამის მერე მე სერვისი მესმის ასე: ოპერატორი ამოწმებს პაკეტს, ხედავს, მართლაც იმ წუთას ნაყიდი პაკეტი გაუქმდა, ხვდება, რომ შეცდომა მომივიდა, მიღდგენს პაკეტს ან მირიცხავს თანხას უკან ტელეფონზე და მთხოვს, მომავალში ყურადღებით ვიყო.
--
იმას, რომ პირობები საიტზე უნდა ნორმალურად ეწეროს, და სერვისის გამორთვის კოდია გაგზავნისას, რომ სმს-ს უნდა იღებდე, არიქა, სალაპარაკო, სამესიჯო და ინტერნეტი გინულდებათ და თუ მართლა ამიტომ აკრიფეთ კოდი, მაშინ დაადასტურეთო და კიდევ ქვეყანა შენიშნვნა მაქვს, მეზარება ახლა ტყუილად წერა - აღარ ვიძახი.
--
ოპერატორი რას მეუბნება? ეს თქვენ თვითონ გამორთეთ მომსახურება და ვერც აღგიდგენთ და არც თანხას დაგიბრუნებთო. თქვენ არ უნდა იცოდეთ, რომ თუ პაკეტი ერთთვიანი არ არის, მაგას ავტო გაგრძელება არ აქვსო? მიკლედ, გადავცემ თქვენს სიტუაციას უფროსებსო და მართლაც ცოტა ხანში მირეკავს მენეჯერი გოგონა და იგივეს მეუბნება – რომ ერთ დღიან, კვირიან და ნახევარ თვიან მომსახურებებს არ აქვს ავტო გაგრძელება და თუ არ წერია საიტზე ამის შესახებ, ესე იგი, გასაგები უნდა იყოს, რომ მომსახურება არ გაგრძელდება და გამორთვის კოდი კიდევ იმიტომ აქვს, რომ მომახმარებლების თხოვნით – ვისაც ინტერნეტი ეწურება თურმე, ის თავიდან ირთავს ამ პაკეტს და რომ ჩართოს, ჯერ უნდა გამორთოს
მოკლედ, ამას ვერც მე გადავწყვეტ და ოფისში მოდითო *ეხლა სხვა რა საქმე გაქვს ადამიანს, 21 საუკუნეში ინტერნეტის ხანაში ოფისში თუ არ მიხვედი და განცხადება არ დაწერე, ისე როგორ გადაწყვეტ საკითხს*, მიკლედ მომცეს ემაილი და იქ გავაგზავნე განცხადება...
სიტყვა გამიგრძელდა და ჯერ უარი მივიღე და მართლა მზად ვიყავი სხვა ოპერატორთან გადავსულიყავი + ყველა ჩემიანი, ყველას ბილაინი გვაქვს, პაკეტების სიიაფეში მაგთი და ჯეოსელი ვერ მოვლენ ბილაინთან, მაგრამ ვიფიქრე, ერთი მაგათიც, მაინც გადავალ, სულ ერთია და ყველად გადავიყვან–მეთქი, და მივწერე კიდევაც მაგის შესახებ და ისიც მივწერე, რომ ამდენი ხანია მაგათი აბონენტი ვარ და როგორ, კაცო, სულაც გინდაც კარგი, შემეშალა – ხომ ჩანს, რომ შემეშალა, ერთი წუთიც არ დამიხარჯავს, რატომ არ უნდა გამიწიო ანგარიში?
პარასკევი იყო და მოკლედ ორშაბათს დაირეკეს და აღმიდგინეს პაკეტი (თან ათვლა აღდგენილი დღიდან დაიწყეს, ანუ დღეები არ დამეკარგა).
კი, ძალიანაც გამიხარდა, მაგათ სასახელოდაც უნდა ითქვას, რომ აღმიდგინეს, მაგრამ საერთოდ რატომ უნდა იყოს საჭირო ასეთი გაწამაწია? დაწერე რა საიტზე ყველაფერი ნორმალურად, ან სმს–შეტყობინებით გამაფრთხილე ან საერთოდ მიეცი ოპერატორს საშუალება, თვითონ გააკეთოს აღდგენა...
ოღონდ, მართლა ვიძახი, რომ არ აღედგინათ, 100% გადავიდოდი მაგათგან, ისე ვიყავი გაბრაზებული... საქმე 10 ლარში არ არის, დამოკიდებულებაშია.